ოქტომბერი 03, 2023
შავი პრინცი და ძებნილები - იძებნება
ლეგენდარული შავი პრინცისა და ძებნილების სადებიუტო ალბომი ფირფიტის სახით 25 წლის შემდეგ გამოვიდა. თუმცა ალბომი უკვე ხელმისაწვდომია სპოტიფაიზე და სხვა სტრიმინგ პლატფორმებზეც. 94 წლიდან შავმა პრინცმა აქტიურად შემოიკრიბა ახალზარდა მოცეკვავეები და
MC-ები და დაარსა ჯგუფი „ძებნილები“. ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ქუთაისში არსებულ მცირე კონცერტებზე, სადაც ჰიპ-ჰოპი ქალაქში ჯერ ისევ სიახლე იყო. ამავე წლიდან, ქუთაისში არსებულ სტუდია ORFEY-ში იწყება მათი პირველი ალბომის ჩაწერა, რომელიც ქუჩის ცხოვრების შავბნელ ისტორიებს ასახავდა. ჰიპ-ჰოპი დასავლური მუსიკალური ფორმაა, თუმცა შავი პრინცისა და ძებნილების ჰიპ-ჰოპი ქართული სინამდვილის ანარეკლი იყო. სისხარტე, რიტმულობა, იმპროვიზაცია და ქუჩის ენერგია - ეს ის არის რაც შავი პრინცისა და ძებნილების რეპს მათი თბილისელი კოლეგებისგან განასხვავებს.
IC122 – Modis wvima 200823
სანდრო თავართქილაძემ გაანახლა პროექტი IC122. სინგლი „წვიმა მოდის“ ალექსანდრე კილაძის ჯაზ ნონეტს სემპლავს, თავად პირველწყარო კი მაინც ბუნდოვნად ჩაესმის მსმენელს.. კომპოზიცია "Fourth world music"-ის ესთეტიკას იმეორებს, რაც მას მომნუსხველს და მიუწვდომელსაც კი ხდის.
David Datunashvili - ქალთევზი
დავით დათუნაშვილის ქართველი მსმენელი კარგად იცნობს, Okinawa Lifestyle-ის შემდეგ მან სოლო კარიერა გააგრძელა და 3 სოლო ალბომის შემდეგ, მეოთხეს გვიმზადებს.
„ზოგ ყვავილს უფრო ნაზი მოპყრობა უნდა, თუ არ გაწვიმდა“
27 ოქტომბერს გამოვა, თუმცა ძალიან ლამაზი სინგლი „ქალთევზი“ უკვე ხელმისაწვდომია მოსასმენად.
Vakhtang Kantaria - Ukanaskneli Tsekva
ვახტანგ ქანთარიას სინგლის „უკანასკნელი ცეკვის“ ორი ვერსიაა ხელმისაწვდომი. აქ ნაკლებადაა მისთვის დამახასითებელი საგიტარო პარტიები და წინა ხაზზე ფორტეპიანო და სიმებიანი საკრავებია წამოწეული.
sportsmanship - Unboundary
ქართველი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერის, რატი ერაძის 4 ტრეკიანი EP რომელიც ემბიენტისა და ბრეიქის სინთეზს მოიცავს.
Mbodveli - Teeths
არაერთგვაროვანი ტექნო ალბომი ქართველი პროდიუსერისგან Mbodveli.
Attaché - Go on, Fields!
ჩემთვის უცნობი არტისტის პირველი საჯარო გამოცემა, სავსე საინტერესო საველე ჩანაწერებით და მშვიდი ემბიენთ პასაჟებით.
mishvardi - ჩემი კრაოტის ფიქრები
ქართული აუტსაიდერული მუსიკის ნამდვილი პრინცი, mishvardi ახალი, 5 სიმღერისგან შემდგარი EP-თი.
Ana Totadze - Road With No Name
გიტარისტ ანა თოთაძის ალბომი ჩვენს სიაში რამდენჯერმე მოხვდა, „Road With No Name“ მისი სექტემბრის ჩანაწერია, სადაც იგი ვოკალის გარეშე, საკუთარ ინსტრუმენტალურ ნაწარმოებებს ასრულებს.
Anushka Chkheidze - Lost Luggage
ანუშკა ჩხეიძის ახალი EP, CES Records-ზე, რომელიც მის სახლის დატოვებას და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლას ხმოვანი ელემენტით აღწერს. . EP სავსეა საინტერესო ბრეიქებით, რომლებსაც ნოსტალგიური და სენტიმენტალური მელოდიზმი დაყვება თან.
Guram Tsagareishvili – Aura
„Aura“ ჯგუფ Komma-ს ვოკალისტის, გურამ ცაგარეიშვილის სინგლია პოსტ-პანკის ჟანრში. აქტიური საგიტარო პარტიები, მოგუდული, რევერბით გაჯერებული ქართული ტექსტი სიმღერას დასამახსოვრებელ ეფექტს აძლევს.
Body Calculate - Beating In The Dark
Body Calculate დავით ბობოხიძის მუსიკალური პროექტია, რომელიც სინთპოპის, პოსტ-პანკისა და Darkwave-ის სტილებს აერთიანებს
GRB3 - The Mission, Stage III
ქართული მუსიკალური სცენის ვეტერანები - ლევან ჯავახიშვილი, გოგი ძოძუაშვილი და მესაყვირე ავთო გიგინეშვილი კიდევ ერთი ალბომისთვის ერთიანდებიან. სრული იმპროვიზაცია და ბგერების თავისუფალ ცურვაზე მინდობა, რომელსაც ასე იშვიათად შეხვდებით ქართულ ჩანაწერებში.
სელექცია : ჯაბა შავიშვილი