ლიტერატურა სიახლეები

SABA Reader 2021

„საბა"

დეკემბერი 19, 2021

2022 წელიც მოახლოვდა და დადგა დრო, მიმოვიხილოთ, თუ როგორ ჩაიარა გასულმა წელმა, რა სიახლეები გვქონდა საბას აპლიკაციაში და რა ტენდენციები გამოიკვეთა მკითხველებში.

შარშანდელი წლის მსგავსად, კოვიდპანდემია წელსაც მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა. განსხვავება ალბათ ისაა, რომ 2020 წლის ასეთივე შემაჯამებელ ბლოგში ვწერდით, რომ კორონავირუსმა ჩვენი ცხოვრების წესი თავდაყირა დააყენა, ახლა კი ვხვდებით, რომ ნაკლები სოციალური აქტივობა და ძირითადად სახლში გატარებული დრო, უკვე ახალი ნორმაა. ეს ახალი ნორმა კი, როგორც ჩანს, ლიტერატურისადმი ინტერესს ზრდის. ან სულაც უკვე არსებულ ინტერესს რეალიზაციის საშუალებას აძლევს.


ცარიელ სიტყვად რომ არ ჩათვალოს მკითხველმა, მაგალითის მოყვანაც შეგვიძლია. 2021 წლის მაისში დავამატეთ ახალი ფუნქცია, რომელიც ითვლის კითხვაში გატარებულ დროს.

მაისიდან დეკემბრამდე საბას მომხმარებლებმა კითხვის პროცესში თითქმის 15 მილიონი წუთი გაატარეს. უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, ეს 28 წელზე მეტია!

ახალ ფუნქციებზე ჩამოვარდა სიტყვა და საბასთვის 2021 წელი, ამ მხრივ, საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. წინა წლების მსგავსად, ჩვენი მიზანი უცვლელი იყო - საბა რიდერი გამხდარიყო იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ციფრული წიგნების ბიბლიოთეკაა. კითხვის უნიკალური გამოცდილების შესაქმნელად საბა რიდერს 2021 წელს შემდეგი ახალი ფუნქციები დაემატა:

ციტატების გაზიარება - არ არსებობს ლიტერატურის სიყვარული გაზიარების სურვილის გარეშე. ალბათ რამდენჯერ ყოფილა, რომ წიგნიდან ფრაზა ისე მოგვწონებია, რომ მეგობრებისთვის გვინდოდა გვეჩვენებინა. ეს ახალი ფუნქცია მკითხველებს საშუალებას აძლევს, საბაზე განთავსებული ნებისმიერი ელექტრონული წიგნიდან აირჩიონ მათთვის სასურველი ციტატა და სოციალური მედიის საშუალებით საკუთარ მეგობრებს გაუზიარონ როგორც პოსტის, ასევე story-ს სახით.


კითხვის დრო - დატვირთული ყოველდღიურობის გამო ადამიანებს ხშირად საერთოდ ავიწყდებათ საყვარელი საქმეები. ამ ფუნქციის წყალობით, მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი დღე და საათი და მითითებული დროის დადგომისთანავე მათ საბას აპლიკაცია შეახსენებს, რომ “კითხვის დროა”.

 

წაკითხული დრო და თვის გეგმა - იმის ნახვა, თუ რა დროს უთმობ შენთვის საყვარელ საქმეს, საუკეთესო მოტივატორია. Მომხმარებლებს მოცემული ფუნქციით შეუძლიათ, შეამოწმონ, რა დრო გაატარეს კითხვაში. ამაში მათ ახალი ვიჯეტები დაეხმარებათ.

 

გადაბმულად კითხვა - ეს ფუნქცია გვიჩვენებს, თუ ზედიზედ რამდენი დღის განმავლობაში ვკითხულობთ. იგი მომხმარებლებისთვის დამატებითი მოტივაციაა.

 

ფავორიტებისაბა რიდერზე უკვე ფავორიტი წიგნების დამატებაა შესაძლებელი. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ საყვარელი წიგნები, ან სულაც ის წიგნები, რომელთა წაკითხვასაც აპირებენ და დაამატონ ფავორიტებში.

 

 როგორც ხედავთ, ახალ ფუნქციათა მთავარი დანიშნულება გამოცდილი მკითხველებისთვის მოტივაციის შენარჩუნებაა, ხოლო ახალი მკითხველებისთვის - კითხვის ჩვევად ქცევა.


ახალი ფუნქციები გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, ყველაზე ხშირად რომელ წიგნებს კითხულობდნენ ჩვენი რიდერით?

“ფეხებზე დაკიდების ნატიფ ხელოვნებას” არათუ არ დაუკარგავს პოპულარობა, იგი წელსაც ყველაზე ხშირად წაკითხული და მოსმენილი წიგნია. ამის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ალბათ პანდემიური ვითარება და სტრესია, რომელიც ლამის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. როგორც ჩანს, ამ წიგნის რეცეპტები არსებულ რეალობას იდეალურად ერწყმის.


ჩვენი მკითხველებისთვის ასევე ძალიან პოპულარული იყო ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის რომანი “შაშვი შაშვი მაყვალი”. 

მცირე დროში უამრავი ქართველი მკითხველი შეიძინა იუვალ ნოახ ჰარარის წიგნმა "საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია", რომელშიც ავტორი მიმოიხილავს კაცობრიობის ისტორიას ქვის ხანიდან თანამედროვეობამდე.


ასევე, ნამდვილად არაა შემთხვევით, რომ წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული წიგნი ფრენკ ჰერბერტის “დიუნი” გახდა. ამის მიზეზი სამეცნიერო ფანტასტიკის საკულტო რომანის ეკრანიზაციაა, რომელმაც წიგნისადმი არსებულ ინტერესს თითქოს ახალი სუნთქვა შესძინა.


საგულისხმოა ასევე მთავარი ტრენდიც - ყოველწლიურად იზრდება ხმოვანი წიგნების მოყვარულთა რიცხვიც. არაერთხელ გვითქვამს, რომ დატვირთული ყოველდღიურობისა თუ შეზღუდული დროითი რესურსის გამო, ბევრი ადამიანისთვის ხმოვანი წიგნები ოპტიმალური გამოსავალია. წიგნების მოსმენა მაშინაც შესაძლებელია, როცა სხვა საქმითაც ვართ დაკავებული, თუმცა ხმოვანი წიგნების ღირსება მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლება. ლიტერატურის არაერთი მოყვარული აღნიშნავს, რომ ხმოვანი წიგნი საუკეთესო მედიუმიც კია იმ რომანებისთვის, რომელშიც ავტორები “ცნობიერების ნაკადს” იყენებენ. ახალი ფორმები ხომ შინაარსთან მიახლების ახალ შესაძლებლობას იძლევიან.

2022 წელს ჩვენი გეგმები მკითხველისთვის სწორედ ახალი შესაძლებლობებისა და უნიკალური გამოცდილების შეთავაზებისკენ იქნება მიმართული.


გვჯერა, რომ ახალი თავგადასავლები არასოდეს მთავრდება მათთვის, ვისაც ლიტერატურის სიყვარული გვაერთიანებს.


გილოცავთ ახალ, 2022 წელს!



ავტორი: „საბა"