ლიტერატურა სიახლეები

წლის საუკეთესო თარგმანი - ფინალისტები

„საბა“

აგვისტო 13, 2023

ლიტერატურული კონკურსი "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 


2023 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. 

პრემია „საბას“ 2023 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:

1. დავით ახალაძე

უილიამ შექსპირის “რომეო და ჯულიეტა”

(დიოგენე)

2. მაია ბადრიძე

კატია პეტროვსკაიას „ალბათ ესთერი“

(სულაკაურის გამომცემლობა)

3. სალომე ბენიძე

სალმან რუშდის „ოქროს სახლი“

(სულაკაურის გამომცემლობა)

4. ლევან ბერძენიშვილი

ავტორთა კრებული, “მედეა”

(ინტელექტი)

5. დავით კაკაბაძე

კლაუს მანის „მეფისტოფელი”

(ინტელექტი)

6. ია ქვაჩახია

ელიფ შაფაქის „გამქრალი ხეების კუნძული“

(პალიტრა L)

7. დოდო ყვავილაშვილი

ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციები“

(სულაკაურის გამომცემლობა)

8. ხათუნა ცხადაძე

იტალო კალვინოს „კოსმოკომიკური ამბები“

(სულაკაურის გამომცემლობა)

9. ზაზა ჭილაძე

უილიამ ფოლკნერის „იგავი“

(პალიტრა L)

10. გიორგი ხულორდავა

აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“

(არტანუჯი)

11. პაატა ჯავახიშვილი

ისმაილ კადარეს „მკვდარი არმიის გენერალი“

(სულაკაურის გამომცემლობა)

12. თამარ ჯაფარიძე

კაზუო იშიგუროს „კლარა და მზე“

(პალიტრა L)

„საბა“ 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალი სექტემბერში გაიმართება, მანამდე კი წაიკითხეთ ფინალისტების წიგნები „საბას“ აპლიკაციით.