ლიტერატურა

SABA Reader-ის ვიჯეტები

„საბა“

დეკემბერი 30, 2020

SABA Reader-ს ახალი ფუნქცია - ვიჯეტები დაემატა!


ვიჯეტი, ეს არის iOS 14-ის უახლესი ფუნქცია. იგი საშუალებას გაძლევთ, აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციაზე გქონდეთ მუდმივი წვდომა და, რაც მთავარია, გქონდეთ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. მისი განთავსება სმარტფონის მთავარ გვერდზე შეგიძლიათ.

ვიჯეტებს უამრავი შესაძლებლობა აქვს - დაწყებული წვდომით ამინდის პროგნოზზე, დამთავრებული უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსით. თუმცა, ცხადია, საბას მომხმარებლებისთვის მას ლიტერატურული დანიშნულება ექნება.



ორი მიმართულება, რომელსაც საბა ამატებს, “დღის სიტყვები” და “დღის ციტატა” არის.


“დღის სიტყვები” - საბას მომხმარებლები ვიჯეტით იხილავენ ისეთ ქართულ სიტყვებს, რომლებიც საინტერესო და ხშირად დაფარულ შინაარს ატარებენ, ან რომელთა კომპოზიციაზეც არასოდეს გვიფიქრია. ეს ერთგვარი საშუალებაა, რომ საკუთარი ენის სიმდიდრესა და სიღრმეს კიდევ უკეთ გავეცნოთ.

"დღის ფრაზისთვის" განკუთვნილი ვიჯეტით, საბას მკითხველები გაეცნობიან საინტერესო ფრაზებს ლიტერატურაზე, ცხოვრებაზე, თავისუფლებასა და სხვა არაერთ მნიშვნელოვან თემაზე. მისი მიზანია, რომ აქტუალურ საკითხებს განსხვავებულად შევხედოთ და ჩვენი წარმოდგენები კონცეპტუალურად გავამდიდროთ.


ვიჯეტების ზომის შერჩევა მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული. შესაძლებელია, როგორც პატარა, ასევე საშუალო და დიდი ზომის დაყენება.


აქვე გეტყვით, რომ ანალოგიური ფუნქციების გამოყენებას Android-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.

ჩამოტვირთეთ SABA Reader:


iOS

Android


ავტორი: „საბა"