კულტურა სიახლეები

საახალწლო ბაზრობების გზამკვლევი სტარტაპერისგან

დეკემბერი 24, 2021

არაფერია იმდენგზის დაცდილი და თან მაინც ყოველთვის ახალი, როგორც შობა-ახალი წელი. რამდენი წლისაც არ უნდა, იყო მაინც გინდა ბავშვურად ნაივური გახდე და ის დღეები ზღაპრულ სიუჟეტს დაამსგავსო (იმ შემთხვევაშიც კი, როცა შენი საყვარელი პერსონაჟი გრინჩია).

სტარტაპერის ადგილიც იქაა, სადაც ჯადოქრობები ხდება და მითუმეტეს, სადაც ყველაფერი ახალი ერთად იკრიბება. ამიტომაც, წელსაც ტრადიციულად სტარტაპერი რამდენიმე საშობაო ბაზრობის თანამასპინძელი იქნება და საახალწლო ორომტრიალს კიდევ უფრო სახალისოს გახდის სტუმრებისთვის.


წელს კი სტარტაპერის მხიარულებას თიბისი Z-ც შეუერთება, როგორც ყველა ახალგაზრდის და ყველაფერი ახლის გულშემატკივარი. ალბათ არ არსებობს ახალ წელზე უფრო ჯადოსნური დრო, როცა იბადება ახალი იდეები, მიზნები. თითქოს ყველა ერთბაშად ებმება სურვილების ჩაფიქრების და მიზნების დასახვის ფერხულში. და ვის გონებაში შეიძლება გაჩნდეს გიჟური და ჯადოსნური იდეები, თუ არა ყველაზე ახალგაზრდების?


„Z“ საახალწლო ბაზრობებზე სწორედ ისეთ სტარტაპერებს აღმოგაჩენინებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარი ოცნებების ასრულებას და წინ დიდ გეგმებს სახავენ.

თბილისის საშობაო ბაზარი დედაენის ბაღში

Taste Tbilisi-მ უკვე ბევრჯერ გაგვაერთიანა და დაგვამახსოვრა რამდენად სასიამოვნო და სახალისო შეიძლება იყოს საყოველთაო შეკრებები თბილისში უამრავი გემრიელობის და მუსიკის თანხლებით. ამჯერად დედაენის ბაღში გველოდება მონატრებული და შინაურული ატმოსფერო, რომელიც ყოველთვის თან ახლავს სიმყუდროვე, სიცილი და ბედნიერი ხმაური. ამჯერად ამ ყველაფერს საშობაო, თბილი განწყობა და საახალწლო სურნელებაც დაემატება.


საუკეთესო ამბავი კი ისაა, რომ ხანგრძლივი დაშორების შემდეგ კიდევ შევძლებთ საყვარელი ბენდების და DJ-ების მოსმენას. გარდა ამისა, ამ საშობაო ფუსფუსის ნაწილი იქნება კინოჩვენებები, ატრაქციონები, ზღაპრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად ელოდებიან საყვარელი დღესასწაულის დადგომას.

დედაენის ბაღი დიდ და ბრჭყვიალა საშობაო სოფლად გადაიქცევა 24 დეკებრიდან 14 იანვრამდე.

„ყველაფერ გემრიელობასთან ერთად, რაც Taste Tbilisi-ზე გვაერთიანებს ხოლმე, საშობაო ბაზრობას სხვა უფრო მრავალფეროვანი კომპონენტებიც შეემატება. ლაივ კონცერტები, სამეწარმეო ბაზარი, კინო... ახალი წელი ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ და ამიტომაც სპეციალურად მათთვის გვექნება ატრაქციონები და ზღაპრების კუთხე. განსაკუთრებული ძალისხმევა ჩავდეთ დეკორაციებში, დიზაინში, განათებაში, ფერებში, რაზეც DODO Designs-მა იმუშავა. ამ პერიოდში ჯადოსნური განწყობის შექმნას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს და გვჯერა რომ ჩვენი სამყაროს ზღაპრული ატმოსფერო ყველა სტუმრისთვის გადამდები იქნება.“

ოთო ლეჟავა

საახალწლო ქარავანი

ორბელიანის მოედანი ერთ-ერთი ხშირი თავშეყრის ადგილი გახდა და უკვე ბევრი, ჟივილ-ხივილით სავსე მოგონება შეაგროვა. რა თქმა უნდა ახალი წელიც არ იქნება გამონაკლისი და ჯადოსნური ქარავანი 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით კიდევ დაბინავდება ძველ თბილისურ უბანში, რომლის სტუმრებსაც ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. როგორც ყოველთვის აქტიური იქნება ქარავანის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, სამეწარმეო ბაზრობა, რომელსაც ბევრი სხვადასხვა აქტივობა დაემატება.

ვფიქრობთ, საახალწლოდ ყველაზე ლამაზ და შთამაგონებელი ამბებს ვუმზადებთ ჩვენს სტუმრებს. გარდა სტუმრებისა, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პარტნიორი სტარტაპების და მეწარმეების ხელშეწყობა და მათთვის სივრცის დათმობა საკუთარი პროდუქტის გაზიარებისთვის. ამ მხრივ, საშობაო ქარავანი კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. 22-ვე დღის განმავლობაში ქარავანის სცენა დაეთმობათ ქართველ მუსიკოსებს, რომ ჩვენს მოედანს არ მოაკლდეს გართობა და მაქსიმალურად დიდხანს შევინარჩუნოთ ამაღლებული განწყობა.“

ანანო გომართელი

საშობაო ბაზრობა ფაბრიკაში

ფაბრიკა - ადგილი, რომელმაც გვასწავლა რა კარგია ერთად შეკრებილი ბევრი უცნობი თუ ნაცნობი ადამიანის ჟივილ-ხივილი. სივრცეს, რომელშიც ისედაც ბევრი თავშესაქცევი, გართობა თუ გემრიელობა მოიძებნება, 25-26 დეკემბერს საშობაო ბაზრობაც შეემატება. 2 დღის განმავლობაში ფაბრიკას მასპინძლები გახდებიან სტარტაპები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს გააცნობენ სტუმრებს. 

25-26 დეკემბერს ფაბრიკას ეზო საშობაო ბაზრობად გადაიქცევა. ნაცნობი და ახალი ბრენდები, ჩვენს მუდმივ რეზიდენტებთან ერთად, გაუზიარებენ საკუთარ პროდუქციას აქ მოსულ ადამიანებს. წლევანდელი ბაზრობა მრავაფეროვნებით გამოირჩევა და ამიტომ განსაკუთრებულად ვემზადებით.

ამ მხიარულ თავგადასავლებში ყველგან შეგხვდება სტარტაპერის ჯიხური, რომელიც გაგიმარტივებს ფერადი, ლამაზი საჩუქრებისა და საახალწლო სიურპრიზების მომზადებას.

შობა სურვილების ახდენის და ახალი მიზნების ჩაფიქრების დროა!


შევხვდებით მალე, ჯადოსნურ, ბედნიერ სამყაროებში.

ავტორი: ქეთი რაზმაძე