ლიტერატურა სიახლეები

საბა 2021 | ყველაფერი დაჯილდოების შესახებ

„საბა"

დეკემბერი 16, 2021

23 დეკემბერს, 23:00 საათზე, ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში, ასევე საბას, თიბისის და ფორმულას FACEBOOK გვერდებზე ჟიური 2021 წლის გამარჯვებულებს გამოავლენს.

ღონისძიებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ გამომცემლობების - პალიტრა L, დიოგენე, ინტელექტი, არტანუჯი, ზოლიანი კატა, სულაკაურის გამომცემლობა, სეზანი, პეგასი და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - ასევე მედიების - On.ge, Marketer.ge, Publika.ge, ინდიგო და პალიტრა - FB გვერდებზე.

წელს განსაკუთრებული სიახლეა - ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დააწესა, ხოლო გამარჯვებულს ჯილდოს გადასცემენ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

 

ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 260 კონკურსანტი მონაწილეობდა, ზაფხულში ჟიურიმ 43 ფინალისტი დაასახელა. გამარჯვებულებს გადაეცემათ „საბას“ პრიზი და პრემია 6,000 ლარის, ნომინაციის „ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ გამარჯვებულს კი 10,000 ლარის ოდენობით.

საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური შემდეგ 9 ნომინაციაში გამოავლენს:

1. საუკეთესო რომანი

2. საუკეთესო პოეტური კრებული

3. საუკეთესო პროზაული კრებული

4. საუკეთესო პიესა

5. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

6. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

9. ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - პრემია „საბა“ თიბისიმ და რატიმ ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.  

საბას“ მეცხრამეტე დაჯილდოებამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი, შეგიძლიათ გაეცნოთ ფინალისტ წიგნებს: saba.com.ge.