ლიტერატურა სიახლეები

საბა 2021 | საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში

„საბა“

დეკემბერი 24, 2021

„საბას“ მე-19 დაჯილდოებზე 14 გამარჯვებული 10 სხვადასხვა ნომინაციაში უკვე გამოვლინდა.

წელს განსაკუთრებული სიახლე სწორედ ის იყო, რომ ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დააწესა. „საბა“ ნომინაციაში - საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში - 2 ავტორს გადაეცა: 

ივა ფეზუაშვილს წიგნისთვის „ბუნკერი“ 

(ინტელექტი) 

ბიძინა მაყაშვილს წიგნისთვის „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას"

(სულაკაურის გამომცემლობა)

გამარჯვებულებს ჯილდო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გადასცეს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია წელს გამორჩეული ლიტერატურული კონკურსის „საბას“ დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა. ალბათ სიმბოლურია, რომ ნომინაციაში - საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში - გამარჯვებულისთვის ჯილდოს გადაცემის პატივი სწორედ მე, ევროკავშირის ელჩს მხვდა წილად“


- კარლ ჰარცელი

„ქართულ ლიტერატურას აქვს საშუალება, რომ სწორი ანალიზი გააკეთოს ჩვენი უახლოესი ისტორიის და ეს რა თქმა უნდა გვაძლევს საშუალებას, რომ არ დავივიწყოთ ჩვენი წარსული და ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ სწორად დავგეგმოთ მომავალი“ 


- ეკა გიგაური

ივა ფეზუაშვილის და ბიძინა მაყაშვილის წიგნებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ


ავტორი: „საბა"