თაობა

რა მუშაობს შენთვის | ახალი თაობა

TBC x AD BLACK SEA

სექტემბერი 08, 2025

რა მუშაობს ახალი თაობისთვის?

ქეთი ყიფშიძე, კრეატიული დირექტორი

"

ყველა შემოქმედებითი პროცესი თავგადასავალივითაა, იდეამდე ისეთ გზით შეიძლება მიხვიდე, წინასწარ რომ ვერ წარმოიდგენ.  თუმცა, ყველა ამ გზას ჩემთვის აქვს ერთნაირი დასაწყისი — ინსპირაციის მიღება. არ აქვს მნიშვნელობა სფეროს ან ფორმატს. ქუჩაში გაგონილი ფრაზიდან დაწყებული, დიდებული ნამუშევრების გადამეორებით დამთავრებული, დაკვირვება და ახალი ინფორმაციები ქმნიან იმ კავშირებს, რომლებიც საბოლოოდ იდეამდე მიდიან

ელენე ჭელიძე, კონტენტ მენეჯერი

"

რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - არის გარემო, სადაც ყველას აქვს ღიაობა იდეების გაზიარების და უკან მოტოვებულია იმის შიში, რომ ახლა რასაც ვიტყვი და გავაჟღერებ, არ იყოს სხვებისთვის მიუღებელი ან აღქმადი სისულელედ. ეს შიში, ალბათ, ყველას გვქონია/გვაქვს, მაგრამ მგონია, რომ კარიერულ განვითარებისთან ერთად, ეს შიში იკლებს, რადგან გვჯერა, რომ ყველა იდეასა და აზრს შეიძლება კარგი განვითარება მოჰყვეს და ყველაფერს ჰქონდეს პოტენციალი. 


მუშაობს - ეგოზე ჭოკით გადახტომა და მოსმენის კარგი უნარი - რთულია მუშაობა იქ, სადაც ადამიანები უფრო იმაზე არიან კონცენტრირებული რომ თავისი იდეა გაიტანონ, ვიდრე თუნდაც სხვის საუკეთესო პოტენციალის მქონე იდეას დააშენონ საფეხურები. 


მუშაობს - თავისუფალი გარემო, სადაც შეუზღუდავად გრძნობ თავს, აზიარებ ინოვაციურ და თუნდაც არასტანდარტულ იდეებს და ამის გამო, არავინ გაგრძნობინებს თავს, რომ რაიმე არასწორი თქვი. 


მუშაობს - იუმორი. მუშაობს გარემო, სადაც ლაღად გრძნობ თავს და შენს მეწყვილესთან ან თუნდაც, უფრო დიდ გუნდში, შიგადაშიგ გაქვთ პატარა გადახვევები. გონების მოდუნება შუალედში, ძალიან გეხმარება ფიქრის პროცესს უფრო მსუქუბად და სასიამოვნოდ შეხედო. 


მუშაობს - ნდობა. როცა ხვდები და გრძნობ, რომ შენ გენდობიან და დიდი სურვილია ერთად მუშაობის, უფრო მშვიდად გრძნობ თავს და თან ამავე დროს, ბევრად მონდომებული ხარ, რომ ეს მოლოდინი გაამართლო და ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთო. 

დათი კოპაძე, ილუსტრატორი

"

ჩემთვის შემოქმედებითი პროცესი ყველაზე კარგად მაშინ მუშაობს, როცა იდეას აქვს მიზანი. დიზაინში კონცეფციას დიდ ყურადღებას ვაქცევ, რადგან მჯერა, რომ ნამუშევარს ორი მოტივი უნდა ამოძრავებდეს, სწორად გადაჭრას პრობლემა და ადამიანში, უბრალოდ ყურებისას სიამოვნების გრძნობა გამოიწვიოს.


ვიზუალური კომუნიკაციის სტუდენტობის გამოცდილებამ მასწავლა, რომ დიზაინი ერთიან დიალოგზეა აგებული. საკუთარი ნამუშევრების კრიტიკისა და სხვებისთვის ფიდბექის მიცემაში იდეები მუდმივად იცვლება და ვითარდება. ჩემთვის „creativity that works“ ასე აიხსნება: როცა ნამუშევრის კონცეფცია გულწრფელად გესაუბრება და ვიზუალური მხარეც ამ დიალოგს ძლიერად ამყარებს.

ეკუნა ტყეშელაშვილი, ქოფირაითერი

"

ახალ თაობას ციფრულ სამყაროში გაზრდილი თაობასაც ვუწოდებ. შემოქმედებით პროცესში ინსპირაცია შეიძლება იყოს როგორც მთებში მორბენალი ცხენები, ისე Reddit-ზე ნანახი ხუმრობა. Tiktok-ის ერამ ბევრი ცვლილებაც მოიტანა, ამიტომ ამ ცვლილებებს მეტი თავისუფლება სჭირდება.


მიმ კულტურა, აქტუალურ თემებზე გამოხმაურება, კრეატიული გადაწყვეტები, გულწრფელი ემოცია,მოგონებების გაზიარება, იუმორი - ეს ყველაფერი იმ ინგრედიენტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც გემრიელ პროდუქტს გვთავაზობს.


თაობას, რომელიც უშუალო, მეგობრული და ძალიან ინტერესიანია (ზოგჯერ , სპეციალურად, ლათინური შრიფტითაც წერს), სწორედ ასეთი შემოქმედებითი პროცესი იზიდავს. როცა რაღაცაში საკუთარ თავს ან ისეთ ხუმრობას ამოიცნობ, რომელსაც მხოლოდ შენი უახლოესი მეგობარი გეტყოდა, აუცილებლად დაგამახსოვრდება და მოგეწონება.


ისე კი , მუშაობის პროცესში ChatGPT-იც გვეხმარება.