ცისფერი მთები

გაცოცხლებული ტრადიცია | Red Bull Lukvrame

ცისფერი მთები

თებერვალი 04, 2022

სვანებზე ერთ დროს უთქვამთ: 

„სვანები ფლობენ ირგვლივ ყველაფერს და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები...“

სვანეთი თავისი ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებითა და დამახასიათებელი ყოველდღიურობით, ყოველთვის არის ადგილი, რომელიც ყურადღების ეპიცენტრში ექცევა, ინტერესის ობიექტი ხდება მსოფლიო მასშტაბით და მის გარშემო იკრიბავს ხალხს.

ზამთარი სვანური ტრადიციების გამოღვიძების პერიოდია. ლამპრობის დღესასწაული და განათებული სვანეთი ხომ ერთი სანახაობაა, თუმცა, ასეთი ყოველწლიური ტრადიციისგან განსხვავებით, წელს მესტიის ერთ-ერთი უძველესი უბნის, ლანჩვალის კოშკებს შორის, დაღმართ ბილიკებზე, თებერვლის პირველ რიცხვებში სულ სხვა მიზეზით იკრიბება ხალხი. ეს მიზეზი ლუხმედით სრიალის სახალისო და ექსტრემალურ შეჯიბრია.

„რამდენიმე წლის წინ მე და ანდროს (იდეის თანაავტორი) ჯგუფი გვყავდა სოფელ ეწერში წაყვანილი, სადაც ვნახეთ ბავშვები, რომლებიც ლუხმედებით სრიალებდნენ. მაშინვე ბავშვობა გამახსენდა ვიფიქრეთ, რომ ამ ყველაფრისგან მეტის გაკეთება შეიძლებოდა.“ 


- ლერი ნიგურიანი, შეჯიბრის იდეის თანაავტორი.

ლერის და ანდროს იდეა Red Bull-ის გუნდმა მაშინვე შესაძლო რეალობად აქცია და პროექტზე მუშაობა დაიწყო - კონცეფცია, ვიზულური სტილი და ივენთი.

ასე დაიბადა Red Bull Lukvrame, რომელიც წელს პირველად სვანეთში, მესტიაში ჩატარდება და ნებისმიერ მოთხილამურეს, სნოუბორდერს, ან ადგილობრივს უმასპინძლებს, ვინც ლუხმედებით სრიალშია გამოწვრთნილი.

სახელწოდებაც ადგილმდებარეობის, გარემოს და ლუხმედებით სრიალის შესაბამისია. ლუკვრამე - რომელიც სვანურად გაყინულს ნიშნავს.

„ლუხმედებით სრიალი მხოლოდ ერთ-ერთი ტრადიციაა საქართველოში, ასეთი ძალიან ბევრი გვაქვს არა მარტო სვანეთში, არამედ სხვა კუთხეებშიც და ძალიან კარგი იქნება, თუ არ დავკარგავთ და შესაბამისად განვავითარებთ.“


- ანდრო ბურდული, შეჯიბრის იდეის თანაავტორი.

ამიტომ, 5 თებერვალს გელოდებით სვანეთში, Red Bull Lukvrame-ზე მესტიაში.


რეგისტრაცია შეგიძლიათ აქ.