ბიზნესი სიახლეები კულტურა

ქარავანი | 6-7 ნოემბრის პროგრამა

ნოემბერი 04, 2021

6 და 7 ნოემბერს ორბელიანის მოედანი ქარავანის ბაზრობის მესამე კვირეულს მასპინძლობს.

პროექტმა შემოდგომის სეზონზე მესამედ მოუყარა თავი ყველასთვის საყვარელ გასტრონომიული თუ სამეწარმეო ობიექტებს. ადგილზე მისულმა კი, დრო რომ არ დაკარგო, სტარტაპერი გახდება შენი გიდი გვიანი შემოდგომის ქარავანზე. ყოველი ვიქენდის წინ აღმოაჩინე ჩვენთან ის გასტრონომიული თუ სამეწარმეო ობიექტები, რომლებიც დასვენების დღეებს გიხალისებენ.

გელოდებით შემოდგომის

 ქარავანაზე,

რომელმაც თავი მოუყარა ხალხს, რომელსაც ასე მოენატრა ერთმანეთი.

გაიცანით 6 და 7 ნოემბრის ფესტივალის მონაწილეები:

გურაბანი

გურაბანი ქარავანის სტუმრებს შესთავაზებს ქალისა და მამაკაცის ხელნაკეთ სამკაულებს, რომლებიც შექმნილია ძვირფასი ქვებისგან და აქვს ოქროსა თუ ვერცხლის ჩანართები. გურაბანის ერთ-ერთ გამორჩეულ ხაზს წარმოადგენს ეკოლოგიური ბეჭდები.

„მესამე წელია ქარავანზე საკუთრი ხელით შექმნილი სამკაულებით ვხვდები მომხმარებელს. მაღალი ხარისხი და ნაკეთობების გამორჩეული სტილი ყოველთვის იმსახურებს სტუმრების მოწონებასა და მაღალ ინტერესს. ხელოვანებისთვის მსგავსი ბაზრობები ადგილია, სადაც მათ ჯანსაღი კომუნიკაცია შეუძლიათ მომხმარებელთან და ხელნაკეთი ნივთების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.“

სკეჩმემორი

სკეჩმემორი ფერადი წიგნაკებს ქმნის, სადაც შეგიძლიათ ჩაიხატოთ ან ჩაიწეროთ. ამ  ეტაპზე სკეჩმემორი 60 სხვადახვა დიზაინის წიგნაკს გთავაზობთ, თითოეულ ადამიანს საშუალება აქვს თავისი თავი იპოვოს წიგნაკების ყდაზე. სკეჩმემორი თებერვალში დაარსდა,  შესაბამისად, ქარავანში პირველად მონაწილეობს.

“ზოგადად აუცილებელია მსგავსი სივრცის არსებობა, რადგან ქალაქს უფრო საინტერესოს და ფერადს ხდის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქტის პოპულარიზაციის და გაყიდვების თვალსაზრისით.”

Love you more

Love you more გთავაზობთ სამკაულების ფართო ასორტიმენტს. ბრენდი სამკაულების რამდენიმე სახეობას ამზადებს,  მაგრამ მთავარი ხაზი მაინც ბეჭდებია, როგორც სეტები, ასევე ცალკეული ეგზემპლარები.

“პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გვაქვს, ეს არის ძალიან კომფორტული პირობები და მაღალი ხარისხის მომსახურეობა. ასევე ხშირად გვაქვს აქციები და ყოველთვის ხელმისაწვდომი ფასები. გამორჩეული ბრენდინგი, სასაჩუქრე შეფუთვა, დახვეწილი დიზაინი და მრავალი სხვა იდეალური შეთავაზება თუ პირობები ჩვენი მომხმარებლებისთვის. უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ბაზრობის კულტურის არსებობა, ეს მცირე ბიზნესს აძლევს საშუალებას, პირველ რიგში განავითაროს ბრენდი და ის ფართო საზოგადოებას გააცნოს.”

დღეს პესტო

დღეს პესტო აწარმოებს პესტოს სოუსებს და სხვადასხვა ნახევრად მზა პროდუქტებს იტალიური ინსპირაციით. დღეს პესტოს პროდუქტები დამზადებულია ადგილობრივი, ნატურალური, ცოცხალი პროდუქტებისგან,  არ შეიცავს კონსერვანტებსა და სტაბილიზატორებს, არის ჯანსაღი, სასარგებლო და გემრიელი.

“პირველად ვიღებთ მონაწილეობას ქარავანის ბაზრობაზე, აქამდე არ გვქონდა მსგავსი გამოცდილება. ჩვენი ტიპის პროდუქტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგანს ღონისძიებებში მონაწილება,  რადგან ამ ეტაპზე ახალი ბრენდი ვართ და ჯერ დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისთვის, რომ პოტენციურ მომხმარებლებს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტი. ქარავანის ივენთზე შევძელით რომ ძალიან ბევრი ახალი ადამიანისთვის გაგვესინჯებინა ჩვენი პროდუქტი და ამ პროცესმა ბევრი სასიხარულო შედეგი მოიტანა."

რუხი დედოფალი

მათი პროდუქტი ქართველი მომხარებლისთვის ნაკლებად არის ცნობილი,  რუხი დედოფალი აწარმოებს თაფლს და ფუტკრის პროდუქტებს, როგორიცაა : აკაციის, წაბლის, ოქროწკეპლას და წაბლის თაფლი, ჭეო, ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი და სხვადასხვა სახეობის ფიჭებს. კომპანია წარმატებით ახდენს პროდუქციის ექსპორტს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, კატარი, არაბთა გაერთიანებულ ემირატებსა და საუდის არაბეთი.

“ქარავანზე ჩვენი პროდუქცია გახდა ქართველი მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომი და ცნობადი. ღია ბაზრობებს, ძალიან დიდი როლი უკავია დამწყების ბიზნესის წარმატებისთვის, რადგან უფრო ცნობადი ხდება, ხოლო ამ კულტურის დამკვიდრება ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ადგილზე უამრავი ტურისტი ეცნობა ქართულ, ნატურალ პროდუქტებს.   ჩვენი კომპანია მესამედ მონაწილეობს ქარავანზე, ორბელიანის ბაზრობაზე და ვეცდებით, რომ მუდმივი წევრი ვიყოთ ქარავანის ბაზრობის."

Ekaberidze-handmade

წლებია მონაწილეობს თბილისურ ბაზრობებზე სხვადასხვა ობიექტებზე, კონკრეტულად ორბელიანზე კი 1 წელია. ზამთართან შესაბამისი პროდუქცია აქვს, ძირითადად ხელნაკეთი შლემები, ქუდები და ხელთათმანები, რაც ძალიან აქტუალურია დიდისთვის თუ პატარისთვის.

“ძალიან მინდა, რომ ჩემი პროდუქცია ფართო საზოგადოებამდე მივიტანო ,  ბაზრობების მოწყობაზე კი ვფიქრობ, რომ ფანტასტიური იდეაა , ერთგვარად გვეხმარება ჩვენი თავი წარმოვაჩინოთ და ასევე ძალიან გვეხმარება, რა თქმა უნდა, ფინანსურადაც , დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება ეს პროექტები.”

კარენინა • KARENINA

კარენინა პატარა ქართული ბრენდია, რომელიც ხისგან ხელით შექმნილ ორიგინალურ აქსესუარებსა და სარკეებს აწარმოებს. კარენინას მთავარი პროდუქტია ხის ჩანთები, რომლებსაც წიგნების ფორმა და სხვადასხვა წიგნის ყდა აქვთ.  ასევე ამზადებენ ხის საყურეებს, თმის სამაგრებს, სამაჯურებს, გულსაბნევებსა და ბეჭდებს. კარენინას უახლესი პროდუქტია აბსტრაქტული ფორმის ხის სარკეები, რომლებიც ფერადი ნახატებით არის გაფორმებული.

“მსგავს ფესტივალებებში მონაწილეობის მიღების მთავარი მიზეზია პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენს მომხარებელთან, ასევე იმ ადამიანების პირადად გაცნობა, ვინც ჩვენს პროდუქტს ირჩევს და შემდეგ მას ატარებს, ასევე, მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანებისგან უკუკავშირის მოსმენა.“

 ჩემი თავის ჩემი ვერსია

ეს არის ინტერაქტიული წიგნი/დღიური, რომელიც დაგეხმარება, რომ საკუთარ თავთან დიალოგი აწარმოო. ვინ ხარ? როგორ მოხვედი აქამდე? რა არის შენი საბოლოო დანიშნულება?

“ჩემი თავის ჩემი ვერსია შეიქმნა იმისთვის, რომ თითოეულმა მკითხველმა საკუთარ თავში კომფორტი იპოვოს. წიგნი არის იმაზე, ვინც მას შეიძენს. დაყოფილია სხვადასხვა თემებად და დაახლოებით 150 კითხვისგან შედგება. ეს შეკითხვები გაგახსენებთ წარსულის გამოცდილებებს, დაგაფიქრებთ მომავალზე, ისევე როგორც თქვენს ახლანდელ შეგრძნებებსა და გადაწყვეტილებებზე. საავტორო პროექტია, ჩემს მიერ არის დამუშავებული თითოეული შეკითხვა და ტექსტი. 


ქარავანზე მონაწილეობის მიღება პირველად გადავწყვიტე halloween-ის შაბათ-კვირას, მაგრამ იმდენად სასიამოვნო და პროდუქტიულ ორ დღედ გადაიქცა, ვფიქრობ, ტრადიციად ვაქციო ფესტივალზე ჩემი პროდუქტის წარდგენა.“

მიდი

“ქუჩის მარკეტებზე 2016 წლიდან ვმონაწილეობთ. მიდი-ის ახალი კონცეფცია სამყაროს მრავალფეროვნების ხაზგასმაა, მის სიკეთეში ადამიანების დარწმუნება და აქსესუარების/ტანსაცმლის საშუალებით მნიშვნელოვან პრობლემებზე მესიჯების გავრცელებაა.”

ამ ახალი კონცეფციის ფარგლებში, ბრენდმა ფერადი და კომფორტული პირბადეების 6 სხვადასხვა სერია გამოუშვა. აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანი ( სხვადასხვა ფერის, იდეისა და შინაარსის მატარებელი პირბადეები) ყოველდღიურად გეხმარებათ,  საკუთარი თავის სხვადასხვანაირად გამოხატვასა და ინდივიდუალურობის შენარჩუნებაში.

Zambiki

ზამბიკი არის ტრენდული და დახვეწილი აქსესუარების ონლაინ მაღაზია, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ შექმნა ორმა მეგობარმა. სახელი "ზამბიკი" სულხან-საბას სიტყვის კონიდან შეირჩა, ის მემარგალიტე მოლუსკს ნიშნავს.

“ჩვენი სურვილი და მიზანია, მომხმარებელს მივცეთ საშუალება შეიძინონ ტრენდული აქსესუარები მისაღებ ფასად. სამწუხაროდ, ზამბიკი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ონლაინ სივრცეში არსებობს და ფიზიკური მაღაზია არ გვაქვს. ორბელიანის ქარავანმა კი საშუალება მოგვცა თუნდაც მცირე დროით მაინც გვქონოდა ჩვენ მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაცია.  ჩვენთვის ძალიანმნიშვნელოვანია მსგავსი ბაზრობები. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღეს თითქმის ყველანაირი ბიზნესი ციფრულ სამყაროში გადადის, ხალხს მაინც უყვარს პირადი ურთიერთობები, ნივთების რეალურად ნახვა და ა.შ.“

MM - ემემი

ემემის მიერ დამზადებული ტყავის ჩანთები, სათვალის ბუდეები თუ საფულეები ქარავანის მეწარმეების ზონაში დაგხვდებათ.

“ჩვენი დამზადებული ნივთის შეძენისას, ყოველთვის სურთ შეხება, სწორედ ამ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მსგავსი ბაზრობები. შემოქმედებითი ბაზრობები ახალისებს ქალაქს, ალამაზებს, ქმნის საინტერესო და ესთეტიურ გარემოს და მეორე მხრივ, იძლევა პროდუქტის პოპულარიზაციის და რეალიზაციის საშუალებას, მოკლედ, მშვენიერია.”

პური გულიანი ექსპრესი

პური პური გულიანი ექსპრესი ბაზრობაზე გამოიტანს ყველასთვის საყვარელ პონჩიკებს სხვადასხვა შიგთავსითა და ტოპინგებით.

“ჩვენი ბრენდისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია და მისი აზრის გათვალისწინება. მე-3 წელია მოანწილეობას ვიღებთ და ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება არის სახაბაზო, რომლის მორგებაც მარტივია ბაზრობის კულტურასთან.”

სთრით პიცა/ Street Pizza

ქარავანზე დაგხვდებათ ნეოპოლიტანური სტილის პიცის 4 სახეობა: მარგარიტა, პეპერონი, პროშუტო და 4 ყველი. ასევე ქარავანის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ კლასიკურო, იტალიური პანაკოტები.  იტალიური გემოებით სთრით პიცამ მრავალფეროვნება შესძინა ფესტივალის კვების ობიექტების შემადგენლობას.

“გვსურს პიცის მოყვარულებმა დააგემოვნონ ჩვენი პიცა, გაიგონ ჩვენს შესახებ და მათგან უკუკავშირი მივიღოთ. ქარავანი ამისთვის იდეალური ადგილი, ევროპის ნებისმიერ ქალაქში მსგავსი ფირმატი ძალიან ხალხმრავალია და კარგია რომ თბილისშიც ფეხს იკიდებს ეს კულტურა.”

ართო

ართო მომხმარებელს სთავაზობს ქართულ-მეგრულ სამზარეულოს “სთრით ფუდ” კონცეფციად. Სპეციალურად ბრენდმა  ქარავანის ბაზრობას მოარგო პროდუქტები და მენიუში დაგხვდებათ: ღომი-ფუჩხოლია, ღომი, სულგუნი და საწებელი, ღომი, სულგუნი, ბაჟე ან ხარჩო და ღომი-გებჟალია.

“ჩვენთვის, როგორც ბიზნეს ობიექტისთვის, ბაზრობაზე მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი გზაა მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და ბრენდის პოპულარიზაციისთვის. წელს პირველად ვიღებთ მონაწილეობას ჩვენი "მარტივად მისართმევი" პროდუქტით.”

Belgian Waffles

ბრენდის მთავარი პროდუქტია ადგილზე გამომცხვარი ვაფლი სხვადასხვა ტოპინგით: შოკოლადი, ბანანი, არაჟანი, თხილი, მურაბა და ა.შ.

Giorgi Chanturia

“ჩვენი კონცეფცია ისედაც “სთრით ფუდია”. უმთავრესი, რითიც ამ ბაზრობებს ვერგებით ესაა პროდუქტი - რომელიც ადგილზე მზადდება სწრაფად და ცხელ მდგომარეობაში მიდის მომხმარებლამდე, შეკვეთიდან 3-4 წუთში მზადაა.”

Freaky Dog - ფრიქი დოგი

Freaky Dog ახალგაზარდული, სწრაფი კვების კონცეფციისგან შექმნილი ობიექტია. ფრიქი დოგი ქარავანზე წარმოდგენილია ჰოთდოგებით, ბურგერებითა და ფრით.

“ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მსგავსი ტიპის ბაზრობებს განვითარებაში და პროდუქტულადაც მოვერგოთ მას. ვფიქრობთ, რომ ჩვენი საკვები ძალიან უხდება ასეთ შეკრებებს.”

შევხვდებით ქარავანზე!

პროექტის მხარდამჭერია სტარტაპერი, ვიზა და თბილისის მერია.