ტექნოლოგია

პროდუქტის გილდია — თიბისის მორიგი საინტერესო ინიციატივა თანამშრომლებისთვის Product Guild — Another interesting initiative in TBC for employees

დეკემბერი 19, 2023

თიბისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან და საუკეთესო ხარისხის მომსახურების სთავაზობს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ გუნდები, რომლებიც პროდუქტებზე მუშაობენ, სრულად იაზრებდნენ, რა ღირებულებას ქმნიან მომხმარებლისთვის. Მომხმარებელზე ორიენტირებული Პროდუქტული ხედვის გასაძლიერებლად, თიბისიმ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-თან ერთად პროდუქტის გილდია შექმნა, რომლის უმთავრესი მიზანია, თითოეული პროდუქტის განვითარების შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციაში ცხადი და გამჭვირვალე იყოს.

TBC is one of the largest organizations in Georgia, offering various products and highest quality service to the customers. That's why it's critical that teams working on products fully understand what value they are bringing to the customer. To increase focus on customer centricity while developing verious products, TBC, in collaboration with the international consulting company Thoughtworks, has created a Product Guild. The main goal of the guild is to make information about each product’s lifecycle clear and transparent to the whole organization.

პროდუქტის გილდია

პროდუქტის გილდიის იდეაზე, მნიშვნელობაზე, მასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე თიბისის გამოწერის ბიზნესის მიმართულების კაპიტანმა, ეკა სანაძემ ისაუბრა.


Eka Sanadze, the captain of TBC's subscription business, spoke about the idea of the Product Guild, its importance, difficulties related to it, and plans. 

პროდუქტის გილდიის პირველადი მიზანი პროდუქტების განმარტებებისა და რუკის შექმნა იყო, რომელიც პროდუქტების განვითარების პროცესში კომპანიის სახელმძღვანელო იქნებოდა. ამ მიზნით სხვადასხვა მიმართულებებიდან პროდუქტების განვითარებაში ჩართული ადამიანები შეკრიბეს - გილდიის წევრებმა პროდუქტებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია და გზამკვლევი შეიმუშავეს, რომელიც 2024 წლიდან ორგანიზაციის ყველა თანამშრომლისთვის აქტიურად ხელმისაწვდომი იქნება.


The primary purpose of the Product Guild was to create product definitions and maps that would guide the company through the product development process. For this purpose, people involved in the development of products from different directions have been gathered - the members of the guild have developed terminology and a guide related to products, which will be actively available to all employees of the organization from 2024.

“გზამკვლევის დახმარებით თანამშრომლებს შეუძლიათ, მარტივად მოიძიონ სრული ინფორმაცია პროდუქტების და მათ განვითარებაზე პასუხისმგებელი გუნდების შესახებ. ამასთან, პროდუქტის გილდია ერთიანი სტანდარტიზაციის შექმნაში გვეხმარება - როგორი კრიტერიუმები და სტრატეგია უნდა ჰქონდეს პროდუქტის შემქმნელს, რას უნდა აკმაყოფილებდეს. რაც მთავარია, ეს ცოდნის გაზიარებაა - ჩვენ ბანკის მასშტაბით გავაზიარებთ, როგორ უნდა იმუშაონ სტრატეგიაზე, ახალ პროდუქტზე. ასევე პროდუქტისა და მიმართულების მფლობელებისგან გავიგებთ რა ტკივილები აქვთ, პოზიტიური რა გაკეთდა და ა.შ.”- ეკა სანაძე


"With the help of the guide, employees can easily find complete information about the products and the teams responsible for their development. In addition, the Product Guild helps us to create a common standardization - what criteria and strategy should the product developer have, what should he meet. Most importantly, it is knowledge sharing - we will share across the bank how to work on a strategy, a new product. We will also learn from the owners of the product and direction what pains they have, what positive things have been done, etc”. - says Eka Sanadze. 

ეკა გვიხსნის, რომ გილდიის შემადგენლობა სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული, რათა მან მაქსიმალურად ყველა სფერო მოიცვას.


Eka explains that the composition of the guild is composed of representatives of various fields so that it covers all areas as much as possible.


 “ Პროდუქტის გილდიის ლიდები ვართ მე და ჰარდიკი და ერთად ვფარავთ ბიზნეს და ტექ მიმართულებებს. Ჰარდიკი ჩვენი უცხოელი თანამშრომელია, რომლიც ინდოეთიდან გვემუშავება. გილდიაში ამ ეტაპისთვის 11 ადამიანია, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად არიან ჩართულები პროდუქტის განვითარების პროცესში.


"Product Guild leads are me and Hardik and we are covering together business and tech directions. Hardik is our foreighner cowerker, who works from India. In Product Guild we have 11 members, who are actively involved in Product Development Process, in different areas from TBC.


“მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის გილდია ჩვენთვის ახალია, მაინც შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლების კოლაბორაცია წარმატებით მიმდინარეობს. ინოვაციას ბანკის მასშტაბით მომავალი წლიდან გავაზიარებთ. ცხადია, პროდუქტის გილდია სასარგებლოა. თუმცა, მისი დანერგვა მარტივი არ არის და სხვადასხვა სირთულეს უკავშირდება - მაგალითად, ადმინისტრაციულად პროდუქტის რუკის შექმნა ძალიან რთული იყო, პროდუქტების სიმრავლიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე.  პარალელურად ბანკისთვის მნიშვნელოვან სხვა პროექტებზეც ვმუშაობთ, თუმცა ვცდილობთ, დრო მაქსიმალურად სწორად გავანაწილოთ”.


"Despite the fact that the Product Guild is new for us, it can still be said that the collaboration of employees from different directions is successfully underway. We will share the innovation throughout the bank from next year. Obviously, a Product Guild is useful. However, it is not easy to implement and is associated with various difficulties - for example, creating a product map administratively was very difficult. due to the abundance and variety of products. At the same time, we are working on other important projects for bank, but we are trying to distribute our time as correctly as possible”. - Eka Sanadze

 2024 წლიდან გილდიის საქმიანობა ორგანიზაციის ყველა წევრისთვის ხილული გახდება. თიბისის მასშტაბით ცოდნა გაზიარდება, იარსებებს პროდუქტის რუკა, რომლითაც თანამშრომლები საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ. 


From 2024, the activities of the guild will be visible to all members of the organization. Knowledge will be shared throughout TBC, and there will be a product map that will provide employees with interesting and useful information.  


ავტორი: Dev.ge