მუსიკა | ცა

Postalion - გაუფილტრავი სიმართლე

Tsa.Music

ივლისი 03, 2023

Სანამ ისტერიის დროს მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოგვიწოდებენ, ანდერგრაუნდ სივრცეში კარგად დაგროვებული ბრაზი და აგრესია ნელ-ნელა უფრო ხმამაღალი ხდება და ერთგვარ ბრძოლის მექანიზმად იქცევა. ბენდი “ფოსტალიონი”-ს პირველი

ცოცხალი პერფორმანსი თბილისში 16 აპრილს კლუბ “თბილი ორგია”-ში შედგა, Სცენის მარცხენა მხრიდან ფარდა იწევა და შემოდის ბენდის სოლისტი ნიკიტა, რომელიც კორსეტიან კაბაშია გამოწყობილი თავდაჯერებულად მიაბიჯებს სცენისკენ, უერთდება არანაკლებად საინტერესოდ გამოწყობილ ბენდის წევრებს და იწყება მსმენელის მიმართულებით მსუყე ბგერების გადმოდინებას.

Ბენდმა ასევე მონაწილეობა მიიღო 4GB ფესტივალზე, სადაც LENO-ს სცენიდან უდაოდ შთამბეჭდავი პერფორმანსი შემოგვთავაზა.

Ბენდის თითოეული წევრისთვის მუსიკის შექმნა ან პერფორმანსი ახალი არაა. უკვე მრავალი წელია ქართული მუსიკალური ინდუსტრიის წევრები არიან და არაერთი საინტერესო ძველი თუ მიმდინარე პროექტით იცნობს მსმენელი. ბენდის თავდაპირველი წევრები იყვნენ გიგი სარჯველაძე, stwoodie, IAMNIKITA და ქართული მუსიკალური სცენისთვის შედარებით ახალი, ბენდის ბასისტი Mandjzi, ამ მომენტისთვის ბენდში დრამერის როლს ითავსებენ ხან ნოდო კუპრავა (ბენდები SKAZZ, STRESS) და ხან ჯონათან სტურუა, რომელიც ასევე პროექტის 1-1 შემქმნელია.

და Რა არის Postalion?

ფოსტალიონი არის 4 ადამიანისგან დაკომპლექტებული პროექტი, რომლის მიზანია სცენიდან ხალხს გაუფილტრავი სიმართლე მიაწოდოს:

"ფოსტა მოდის ყოველ დილით 

Შენთან ალიონზე 

Მე ვარ სიმართლის 

Მატარებელი ამ მინდორზე

Მისმინე მე და გამორთე მედია

იქ ტყუილი სიმართლეზე მეტია"

ფოსტალიონი სცენიდან საუბრობს და მღერის ბევრ ტაბუ დადებულ თემაზე, მათ შორის უმცირესობების ჩაგვრაზე, არ უფრთხის ანდერგრაუნდ სივრცეს ამოფარებული მოძალადეების მხილებას და მზადაა გულახდილობის შემოტანისთვის. ამ სათქმელის გადმოსაცემად კი სარკაზმსაც მიმართავს:

"მე მეზიზღება მამაშენი ის ტყუის

ის აწევს სადღეგრძელოს დილით ძმის გულის

ღამით კი მასზე ფიქრით სველს რომ ჩაეძინება

ზიზღით უყურებს სარკეს კითხვა თავში ერევა"

Მუსიკალურად ფოსტალიონი ეთამაშება Hardcore,

Nu-metal, Punk ჟანრებს.

ტექსტების უმეტესი ნაწილი ქართულადაა, სწორედ იმ მიზეზით, რომ მესიჯი უფრო მარტივად, თარგმნის საჭიროების გარეშე მივიდეს მსმენელამდე.

კომპოზიციები Საკმაოდ მძიმე,

მაგრამ ამასთანავე მარტივად აკვიატებადია.

ცალკე სიამოვნებაა თითოეული ბენდის წევრის პროფესიონალიზმით ტკბობა, როცა საქმე მიდის მათი შესრულების მანერაზე. სხვადასხვა გამოცდილების და წარსულის მქონე მუსიკოსები იდეალურად ერწყმიან ერთმანეთს.

"ეს მესიჯები ჩემი პირიდან არ მოვა

თუკი ხალხი გარეთ მოლოტოვით გამოვა"

ფოსტალიონისგან არაერთ საინტერესო პერფორმანსს უნდა ველოდოთ და ჩემი რეკომენდაციაა მომავალი სესია არ გამოტოვოთ. ამ პერიოდისთვის კომპოზიციები ხელმისაწვდომია Spotify-ზე და მათ ინსტაგრამ გვერდზე.

ავტორი: გვანცა უთურაშვილი