თიბისელები კულტურა

რა ფრაზებს არ ვამბობთ თიბისელები

აპრილი 08, 2025

ჩვენ ვართ თიბისელები, გამბედავი, დინამიური და შემოქმედებითი გუნდი, ვინც ინოვაციურობას, შედეგზე ორიენტირებულობასა და მომხმარებელზე ზრუნვას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქმის მიმართ სწორი მიდგომებით ვიხელმძღვანელოთ ყოველდღიურად.

ჩვენთვის წარმატების მიღწევა და გამარჯვება საერთო საზრუნავია. ყოველდღიურად ვაძლიერებთ და შთავაგონებთ ერთმანეთს. არასდროს ვნებდებით და არ ვუშინდებით გამოწვევებს.

ამიტომ, ჩვენ, თიბისელები არასდროს ვამბობთ:

არ გამოვა, ვერ გავაკეთებ...

რადგან არ გვეშინია, რომ ყოველთვის ვცადოთ რაღაც ახალი, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია. არ ვერიდებით პასუხისმგებლობას და გარისკვის მაშინ, როცა ჩვენი იდეის გვჯერა და ვიცით, რომ ამას ჩვენი მომხმარებლის ნებისმიერი გამოცდილების გასაუმჯობესებლად ვაკეთებთ. ყველა გზას თუ შესაძლებლობას ვიპოვით იმისთვის, რომ აუცილებლად შევძლოთ იდეის განხორციელება და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ აუცილებლად შევძლოთ გაკეთება.

ჩვენ ვიცით, რომ დაბრკოლებები აუცილებლად იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ.

ყველა ასე აკეთებს …

ეს არასდროსაა გამართლება, დავკმაყოფილდეთ მიღწეულით, რადგან მუდამ ვისწრაფვით განვითარებისკენ და ვეძებთ სიახლეებს. ვართ ინოვაციურები და ვიცით, რომ თუ წინ არ ვივლით, სხვა გაგვასწრებს.


რა თქმა უნდა, არსებობს საუკეთესო პრაქტიკები, რაც ვიცით, რომ ამართლებს, თუმცა, მთავარია საკუთარ თავებს შემდეგი კითხვები დავუსვათ: 


  • რას ვაკეთებთ ჩვენ პირველად? 
  • როგორ ვაუმჯობესებთ იმ გამოცდილებას, რასაც ყოველდღიურად ვქმნით? 
  • რას ვაკეთებთ ისეთს, რაც არის განსხვავებული და ინოვაციური ამ საუკეთესო პრაქტიკისგან?

რადგან ვართ მოუსვენრები: გამოწვევები შთაგვაგონებენ, შეცდომებზე კი - ვსწავლობთ.

ჩემი საქმე არ არის

რადგან ყველა თიბისელი მუდამ მზადაა მხარი დაუჭიროს ერთმანეთს ნებისმიერ საკითხში, რომელიც ჩვენს მისიას - ადამიანის ცხოვრების გამარტივებას ეხმიანება. ჩვენ ვიცით, რომ ეს რთული გზაა, თუმცა, ერთად რა მიზანიც არ უნდა დავისახოთ, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ.

ვერ გაიგებს…

რადგან საერთო მიზნებს ყოველთვის ერთად ვაღწევთ. “ვერ გაიგებს” არასდროს არ არის მიზეზი, ავირიდოთ თავიდან პასუხისმგებლობა. თიბისელები მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ, რომ ყველა ადრესატს სწორად და მიზნობრივად გადავცეთ ჩვენი სათქმელი და ვეცადოთ გავუზიაროთ ყველა იდეის მნიშვნელობა.

არაუშავს ან სულ ერთია…

რადგან ემპათიურობით და ადამიანებზე ზრუნვით ყოველთვის ვცდილობთ, გავიაზროთ მათი საჭიროებები. როცა ვიცით, რომ საქმეს ერთი ადამიანისთვის მაინც ვაკეთებთ, მაშინ სულ ერთი არასდროს არ არის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ მიდგომებით ვახერხებთ თიბისელები, ვიყოთ გუნდურები, გამბედავები, მოუსვენრები, მიზანსწრაფულები და მომხმარებელზე ორიენტირებულები, რადგან სულ გვახსოვს, რომ ჩვენი მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. ვზრუნავთ მათ განვითარებასა და წინსვლაზე იმიტომ, რომ ჩვენთვის ადამიანი ყოველთვის #1 საზრუნავია.