თანამედროვე ხელოვნების ბიენალე - Oxygen Biennial 2021

ხელოვნების კონცეპტი

სექტემბერი 16, 2021

17 სექტემბერიდან „პროპაგანდას“ ორგანიზებით და თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თანამედროვე ხელოვნების ბიენალე - Oxygen გაიმართება. 


ყოველწლიური ჯგუფური გამოფენის რიგით მეოთხე გამოშვება ფართომასშტაბიან რეგიონალურ ღონისძიებად გარდაიქმნა. თავდაპირველად Oxygen საქართველოს თანამედროვე ხელოვნების სცენის საკვანძო ტენდენციების წარმოჩენას ისახავდა მიზნად. 2020 წლიდან ყოველი გამოშვების კონცეფცია, სტრუქტურა და თემა, ახალი კურატორის ჩანაფიქრზე გახდა ადაპტირებული. გამოფენის პროგრამამ საერთაშორისო მასშტაბი მიიღო, განსაკუთრებით კი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის არსებული რეგიონალური დიალოგის კუთხით.


2021 წელს ღონისძიებამ მასშტაბის და ფორმატის შემდგომი ცვლილება განიცადა და Oxygen ბიენალედ გამოცხადდა. თანამედროვე ხელოვნების ბიენალე Oxygen 2021 სერ სერპასის და ქეთევან შავგულიძის კურატორული ნამუშევარი იქნება, სათაურით "გადანაცვლების რიტუალები."

ქეთი შავგულიძე


ხელოვნებათმცოდნე, Oxygen Biennial 2021- ის კურატორი

პროგრამა აერთიანებს: 30-ზე მეტი ქართველი არტისტის ნამუშევარს საქართველოდან და მის ფარგლებს გარეთ; სხვადასხვა საგანმანათლებლო, თემატურ საუბრებსა და პარალელურ ღონისძიებებს. გადანაცვლების რიტუალები, #ეთერში

სერ სერპასი


არტისტი, Oxygen Biennial 2021- ის კურატორი

ეკრანებიდან გადავადებულ ყოველდღიურობაში, ეკრანულ ცხოვრებაში, რომელიც ხელოვნების მასობრივ ღონისძიებებზე მოგონებებითაა გაჯერებული, პროექტი ადამიანის ერთი ჯგუფური იდენტობისადმი კუთვნილებიდან, მეორეში გადასვლის რთულ პროცესზე რეფლექსირებს. ის ასახავს კომპლექსურ მდგომარეობას, რომელიც მიკუთვნებულობის განცდებს შორის ისადგურებს და ამ პროცესის შესაბამის მოქმედებებს თუ აქტივობებს წარმოშობს -” სპექტაკლებს”, რომელიც ამ ეტაპის აღმნიშვნელია. ანთროპოლოგმა არტურ ვარ გენეპმა სწორედ ამ ფაზას შეუსაბამა ტერმინი “გადანაცვლების რიტუალები” (1909 წ.), როდესაც ინდივიდი და მთელი მისი არსება ტრანზიტულ მოცემულობაშია, გაუცხოებულ და განუსაზღვრელ კრიტიკულ მდგომარეობაში და ბინარულობებს შორის მოქმედებს. ბიენალეც სწორედ ამ ლიმინალურ ფაზაზე ისაუბრებს: მის კოლექტიურ, პირად და გლობალურ განზომილებებზე და თავად გახდება ეთერული სხეული. 2021 წლის ბიენალე Oxygen #ეთერში ჩატარდება: Oxygen - როგორც ჟანგბადის ბუნებრივი ქმედება, როგორც ერთიანი, ჰოლისტური მთლიანობა ჰაერში დარჩება - ე.ი. არა არსად - არამედ ყველგან. დამთვალიერებელი ნამუშევრებს მედია-სიუჟეტების საშუალებით გაიცნობს.როდესაც მიყვება ჰეშთეგებს: #intheether #ეთერში.