მუსიკა | ცა

Okean Elzy - დიდი როკ-ბენდი უკრაინიდან

TOA 2022

ივნისი 25, 2022

26 ივნისს, Tbilisi Open Air/Ater VIsion-ის მთავარ სცენაზე ქართველი მსმენელი Okean Elzy-ს დაელოდება

ემოციურად ასეთი რთული 3 თვის შემდეგ ფესტივლის ბოლო დღე რიტუალურ მნიშვნელობისაა: ბოლო ათწლეულებში მოპოვებული უპრეცედენტო პოპულარობის, სტადიონებზე ათი ათასობით ადამიანის თავმოყრის და ბოლო სამი თვის განმავლობაში აგრესიის ასეთი მწავავე ფორმით გამოცდის შემდეგ, ბენდის წევრები მეგობარ ქვეყანაში ქართული აუდიტორიისთვის დაუკრავენ. 

უკრაინული როკ-ბენდი ოკეან ელზი (​​Океан Ельзи, “ელზას ოკეანე”) 1994 წელს ქალაქ ლვივში ჩამოყალიბდა. დაარსების დღიდან 1 წლიანი ინტენსიური რეპეტიციების შემდეგ ბენდმა საკმაოდ ხმამაღალი პრეზენტაცია ლვივის ოპერის თეატრის წინ გააკეთა: 'DEMO 94-95' - ასე ერქვა მათ პირველ მოკლე ჩანაწერს, რომლიდანაც ბენდმა არებობა ჯერ მხოლოდ უკრაინის მუსიკალურ ბაზარზე დაიწყო. 



გიტარა, ბასი, დრამი, ვოკალი და  სიმღერების ტექსტუალური ნაწილი 90-იან წლებში უკრაინული აუდიტორიისთვის ბენდათან ემოციური კავშირისთვის არსებითი ფორმა გახდა. Უნდა აღინიშნოს, რომ Ბენდის ვოკალისტმა და Front Man-მა, სლავა ვოკარჩუკმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბენდის როგორც მუსიკალური, ასევე ჯგუფის პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის, ღირებულებების და იდეოლოგიის ჩამოყალიბებისთვის. 

ამ წუთებშიც, როდესაც ეს ბლოგი იწერება, ვოკალისტი იმყოფება სოლო ტურნეში სახელად “Dangerous”, სადაც ამჯერად მხოლოდ გიტარით მოგზაურობს უკრაინის მიწიქვეშა ბანაკებში. 

ეს ამბავი კი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ბენდის დაარსებიდან 2 წლის შემდეგ Okean Elzy-იმ 1996 წელს კიევში  Deep Parple-ის კონცერტი გახსნა. 4 მუსიკოსის კიევში გამოჩენამ ბენდის საერთაშორისო ცნობადობისთვის გადამწყვეტი როლი ითამაშა. დედაქალაქში დიდი დებიუტის შემდეგ კი მუსიკოსებისთვის შემოქმედებითად ის აქტიური ერა დაიწყო, როდესაც ისინი პირველად უშვებენ სინგლს Budynok zi skla ("მინის სახლი"), აქტიურად ჩნდებიან ტელევიზიაში, აწყობენ ტურებს საფრანგეთსა და გერმანიაში და ლვივში დაბრუნების შემდეგ ქალაქში უფრო მეტად გაზრდილი უკრაინული აუდიტორიისთვის აქვეყნებენ ახალ მუსიკალურ პროექტებს. 

1998 წელს ბენდის წევრებმა კიევში სამუშაოდ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს და თავიანთ პირველ ალბომზე Tam, de nas nema ("იქ, სადაც ჩვენ არ ვარსებობთ”) დაიწყეს მუშაობა. Კიევის მუსიკალური სცენა და განსაკუთრებით, პოპ კულტურა, ამ პერიოდისთვის საინტერესო შემოქმედებით სივრცეს ქმნიდა უკრაინელი მუსიკოსებისთვის. Სწორედ აქ შეიქმნა Okean Elzy-ს პირველი ვიდეო, რომელიც რუსულ MTV-ზე და ფრანგულ MCM არხზეც გავრცელდა. Სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ საერთაშორისო აუდიტორიამ ბენდისგან მეორე ალბომიც Ya na nebi buv ("მე ცაში ვიყავი”) მოისმინა, რის შემდეგაც ბენდმა კიდევ უფრო გააფართოვა განსაკუთრებით რუსული აუდიტორია და რამდენიმე თვეში რუსეთში Maxidrome ფესტივალზე რამდენიმე ათასიან მსმენელს შეხვდა. 

Ბენდის ისტორიაში 2000-იანების პერიოდი საკმაოდ საინტერესო ეტაპია, სადაც Okean Elzy უკრაინის, და ზოგადად ამ რეგიონის კოლექტიურ ემოციებს პასუხობს და ახმოვანებს. Პოპულარობის ზრდასთან ერთად ბენდის წევრები დიდი წარმატებით ახერხებდნენ მათთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების გაჟღერებასაც. Ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა ვოკალისტ - სლავა ვოკარჩუკის “უკრაინის კულტურის ელჩის” ტიტულის წოდებაც, რომელიც Front men-მა დღემდე შეინარჩუნა. ვაკარჩუკი თავისი შემოქმედებითი განვითარების არც ერთ ეტაპზე არ ერიდებოდა საკუთარი პოლიტიკური ხედვის გაჟღერებას. Ამის კარგი მაგალითია 2004 წლის “ნარინჯისფერი რევოლუცია”, სადაც ვოკალისტი რევოლუციის ერთგვარი სახეც გახდა და საზოგადოების დიდ ნაწილში კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა დემოკრატიული, პრო-დასავლური მოძრაობის საჭიროება.

Ამავე პერიოდში ბენდის შემადგენლობაც უფრო მრავალფეროვანი ხდება; ემატება კვლავიში, სინთეზატორები, აკორდეონი, მანდოლინი, ფონური ვოკალი, ამ პერიოდში გამოშვებული რამდენიმე სინგლი ჯაზზ ელემენტებითაც გამოირჩევა და ბენდი თანდათან იღებს იმ ჟღერადობას, რომლითაც მათ დღეს ვიცნობთ. 2005 წლიდან ასევე აქტიურად იწყება მათი ახალი ალბომის სახელად “Gloria” გავრცელება რუსეთსა და უკრაინაში. Ამ ალბომის ნაწილია სიმღერა “Без бою“, რომელმაც OE-ს მუსიკალური იდენტობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. 

2005 წლიდან Okean Elzy-ის და ალბომის “Gloria” პოპულარობა ევროპის კონტიტნენტსაც გასცდა. ეს  უკვე ის დროა, როდესაც უკრაინული სიმღერების ტექსტებს სტადიონზე ბენდთან ერთად მღერიან ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ტორონტოში, ლონდონში. Დღემდე ბენდის სახელით 9 ალბომი გამოვიდა (ბოლო ალბომი 2013 წელს) და თითოეული ახალი რელიზით ბენდი უკრაინის და ზოგადად, პოსტ საბჭოთა წარსულის შესახებ თხრობას მუსიკალურად საინტერესო, ემოციური და ავთენტური ფორმით ახერხებდა. 

ბენდის Front man სლავა ვოკარჩუკი ამ პერიოდშიც აქტიურად აჟღერებდა იდეებს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებსა და ღირებულებებზე. 2006 წელს ვოკალისტი ევროპის კეთილი ნების ელჩი გახდა და მთელი ევროპის მასშტაბით ფესტივლებსა და სოლო ტურებში მონაწილეობის გარდა, აქტიურად ხვდებოდა სტუდენტებს პოლონეთსა და უკრაინაში. 2013 წლის კიევში მეიდანის საპროტესტო აქციები, 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია რუსეთის მიერ, 2019 წლის გარდამტეხი არჩევნები, უკრაინაში მიმდინარე უპრეცედენტო ომის მდგომარეობა - Okean Elzy რეგიონში იმ იშვიათი მუსიკოსების ჯგუფი გახდა, რომლებსაც უკრაინისთვის მნიშვნელოვანი არც ერთი პოლიტიკური პროცესი არ დაუტოვებიათ ყურადღების მიღმა. 2013 წელს მათ შეწყვიტეს რუსეთში მუსიკალური ტურნეების მოწყობა და მას შემდეგ მეტი აქტივიზმისკენ მოუწოდებენ არც თუ ისე მცირერიცხოვან რუსულ აუდიტორიას. 

Okean Elzy 26 მაისს, Open Air-ის ფესტივლს დახურავს

და ალბათ არაფერი იქნება ასეთი სიმბოლური, როგორც ორი მეგობარი ერის შეხვედრა მუსიკის გავლით. და ამ ფესტივლის ისტორიაში ალბათ არასდროს ჰქონია ასეთი მძაფრი ემოციური დატვრითვა ფესტივლის ლოზუნგს: Music Breaks Free - მუსიკა ათავისუფლებს.  

ავტორი: ნინო დავაძე