მუსიკა | ცა

ოქტომბრის ახალი ქართული მუსიკა Vol.29

Tsa.Music

ნოემბერი 09, 2022

LOUDspeakers - Hell On The Earth

„Hell On The Earth' LOUDspeakers-ის ახალი სინგლი და პირველი მუსიკალური ვიდეოა. რეჟისორი - სოსო ბლიაძე. პროდიუსერი - Gvaji, ჩაწერილია Lenø Records-ში. 


ლევან ლაუდაძე: “ტრეკის კონცეფცია: დედამიწაზე ჯოჯოხეთს ადამიანები ქმნიან.  მიუხედავად ამისა, ყოველთვის არსებობს სინათლე, რომლისთვისაც ბოლომდე ღირს ბრძოლა".

Nvsession  - Sense Of Deep

ქართველი პროდიუსერი Nvsession პროდუქტიულ ფაზაშია და ოქტომბერში კიდევ ერთ ალბომს აქვეყნებს, სადაც განსხვავებულ გრუვთან და პერკუსიულ მუსიკალურ ელემენტებთან ცდილობს ექსპერიმენტს.

Tade - Go any place, examine anything

პროდიუსერი და დიჯეი ტადე თოდუა, ერთ-ერთი მოწინავე ფიგურად ყალიბდება ქართულ მუსიკალურ სცენაზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მის ანგარიშზე ბრიტანულ ლეიბლებზე გამოსული რამდენიმე ფირფიტაა. ამჯერად კი მისი ახალი ალბომი ისლანდიურ ლეიბლზე, Móatún 7 გამოვიდა.

Schizoid Stone  - Lost Memories

Schizoid Stone დიმა ქევანიშვილის მუსიკალური პროექტია, რომელიც 2017 წლიდან დაიწყო, ოქტომბერში ის კომპოზიციების ახალ კრებულს „Lost Memories” აქვეყნებს, რომელიც ამბიენთისა და პოსტ-როკის სტილშია გადაწყვეტილი.

Anry Khachiuri – Eternity

თბილისელი კომპოზიტორი, ანრი ხაჩიური ახალ ალბომს  აქვეყნებს, რომელიც როგორც ინსტურმენტალურ, ისე ვოკალურ კომპოზიციებს აერთიანებს განსხვავებულ მუსიკალურ სტილებში.

Fantastic Planet - Memories are meant 2 Fade

ახალი თბილისური ლეიბლი Fantastic Planet პირველ კომპილაციურ CD ალბომს აქვეყნებს, რომელიც ლოკალური ელექტრონული საცეკვაო სცენის 13 წარმომადგენელს აერთიანებს.

Bypass – Acid

ელექტრონული მუსიკის პროექტი და ანონიმური პროდიუსერი Bypass-ის ახალი, „მჟავა“ ჟღერადობით ნაწარმოები EP.

Econtakt  - 2018 WORKZ 2019

Econtakt თბილისელი პროდიუსერის, ჯეი სებუას მუსიკალური პროექტია, და ახალ ალბომში 2018-19 წლებში ჩაწერილ, Breakbeat, Ghettotech სტილში გადაწყვეტილი კომპოზიციების შედის.

Beqa Kacheishvili - Banana Island Ep

პროდიუსერის და დიჯეის, ბექა კაჭეიშვილის ახალი, მელოდიური ჰაუსის სტილში გადაწყვეტილი EP ლეიბლზე 707 Hz.

VAQO – Live In Sokhumi III

Live in Sokhumi III უკანასკნელი ნაწილია Live in Tbilisi-ს ტრილოგიის, რომელიც მოიცავს სხვადასხვა წლებში კლუბებში ჩაწერილ საკონცერტო გამოსვლებს და სტუდიურ შრომებს. რომ არა ომი, ეს კონცერტი ჩვეულებრივად გაიმართებოდა ქალაქ სოხუმის, ბარათაშვილის რკინიგზის სადგურთან, მაიმუნთა საშენთან ახლოს., 20 სთ-ზე, სამშაბათს, 25 ოქტმობერს, 2022 წლის. მოვიდოდა 300 კაცამდე, 50-ს არ მოეწონებოდა და წავიდოდა, 100 ადამიანი კი ისიამოვნებდა, სხვა დანარჩენი როგორც ხდება, მუცელი ატკივდებოდა, თავი, ყურები და შორს დადგებოდა, ისეირნებდა არძინბას ქუჩაზე, სიცივის გამო თბილადაც ჩაიცმევდა.

SKAZZ – MEMORIAL

ქუთაისური პოსტ-პანკ ბენდის, SKAZZ-ის ახალი ალბომი, რომელიც ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სახელს ატარებს, ალბათ ამ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ჩანაწერია.


"დიდების მემორიალი ქუთაისში 1982 წელს გაიხსნა. მონუმენტი საბჭოთა კავშირის ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად დადგეს , თუმცა ისტორია არც აქ დაწყებულა და არც აქ მთავრდება. მემორიალი დროს დაყვებოდა და აკვირდებოდა ქალაქის , ქვეყნის პეიზაჟს. ქუთაისს დარჩა ნაგებობა , რომელიც სულაც არ იყო გამარჯვების სიმბოლო , პირიქით ეს მონუმენტი ახსენებდა ყველას თუ როგორც ვმარცხდებოდით , როგორც "სახელმწიფო" და როგორც ადამიანები , იქცა როგორც "შეკრების" აგრეთვე სისხლიანი გარჩევების ადგილად. ეს იყო არქივი , რომელიც ყველაზე კარგად ინახავდა როგორც წარსულ , ისე თანამედროვე ისტორიას , ისტორიებს. მემორიალი ყოველთვის , ყველაზე კარგად გვახსენებდა "რანი ვართ"

Aprilee - Junkyard [FULL MIXTAPE]

ქართველი ჰიპ-ჰოპ MC ირაკლი ლომსაძე იგივე Aprilee ახალ მიქსთეიფს „Junkyard“-ს აქვეყნებს.

NIKU LAPACHI - FOUR WALLS

ახალგაზრდა მუსიკოსის, ნიკა ლაფაჩის მცდელობები ფსიქოდელიურ მუსიკაში, რომელიც მომენტებში Pink Floyd-ის შემოქმედებას მოგაგონებთ.

Circus Mircus - Realizo ft. Blolbrst & Tato Rusia

ევროვიზიის შემდეგ აქამდე ანონიმური ჯგუფი CIRCUS MIRCUS განახლებული ენერგიით შეუდგა მუსიკალურ საქმიანობას და ოქტომბერში ორ სინგლზე ვიდეო კლიპები შემოგვთავაზა, ორივე კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში შევა, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

George Ergemlidze – Losty

თბილისელი მუსიკოსი, გიორგი ერგემლიძე ახალ სინთ-პოპ სინგლზე „Losty” ვიდეო კლიპს აქვეყნებს.

Generali Minerali - Rocketman EP

ლოკალური პროდიუსერის, გიორგი ჯინჭარაძის იგივე Generali Minerali-ის ახალი ელექტო EP გერმანულ „RFR Records“-ზე.

სელექცია: ჯაბა შავიშვილი