მუსიკა | ცა

ქართული მუსიკის ობსერვატორია 007 | Vromj - i oNLY sPEAK iN dIGITAL

გვანცა უთურას შეფასებების სერია ქართულ უახლეს ალბომებზე.

ნოემბერი 17, 2021

დღეს ვაკვირდებით Vromj-ის ახალ ალბომს - i oNLY sSPEAK iN dIGITAL.

სანამ ალბომის მიმართ ჩემს პირად დამოკიდებულებაზე დავიწყებ საუბარს, მინდა 1-2 სიტყვით Trap-ს და მის გარშემო არსებულ კულტურას შევეხოთ.

თუ თვლით, რომ Trap არ მოგისმენიათ, ცდებით, რადგან თუ ერთი ახალი მეინსტრიმული კომპოზიცია მაინც გაქვთ მოსმენილი ბოლო ათწლეულში, Trap რაღაც ფორმით იქნებოდა გარეული.

მიუხედავად იმისა, რომ Trap-ის არსებობა 90-იანი წლებიდან მოდის და შეიძლება ითქვას, რომ ჟანრების Millenial არის, ის Gen Z-ის ერთ-ერთი საყვარელი მუსიკაა.

მაგრამ, Trap მარტო მუსიკალური ჟანრი არაა (უფრო კონკრეტული რომ ვიყო, ქვე-ჟანრი Hip-Hop-ის) ის ცხოვრების წესია, ჩაცმის სტილი, საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება, ისევე როგორც ე.წ მეტალ ჰედები, ან პანკები, Trap-საც მისთვის დამახასიათებელი სტილის ერთგული მიმდევარი ჰყავს.

Trap თავისი არსით საკმაოდ მძიმე ჟანრია, უხეში ტექსტებით - რომელზეც ბევრი იტყოდა რომ ძალადობრივია. მიუხედავად ამისა, აკვიატებადი და მძიმე ბითების, მოხტუნავე ბასის და მელოდიურობის დამსახურებით, Trap ყველა სახის მსმენელისთვის საინტერესო მუსიკაა, მაგრამ ზოგისთვის - კომიკურიც.

ახლა კი, რას ველოდოთ Vromj-ის ალბომისგან?

ალბომი 4 საკმაოდ მოკლე კომპოზიციებისგან შედგება, კომპოზიციები ჰიპ-ჰოპისთვის და trap-ისთვის ყველა დამახასიათებელ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მუსიკალურად ფროდაქშენი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, მაგრამ ტექსტები საკმაოდ ერთგვაროვანი და მოსალოდნელი რითმებითაა სავსეა, თითქოს ალბომმა კონკრეტული ფორმულა შეიმუშავა და თავი დაიზღვია მარცხისგან, რაც ჩემთვის ცოტა უინტერესო აღმოჩნდა. 

ამ ეტაპისთვის, არ ვთვლი, რომ ეს ალბომი არის კონკურენტუნარიანი, მაგრამ მჯერა, რომ Vromj-ის კომპოზიციებს აქვს პერსპექტივა, იყოს მეტად ხმამაღალი და მართლა ექსპერიმენტალური.

აქვე მინდა ჩემი საკმაოდ დიდი სიმპათია გამოვხატო Vromj-ის ახალი კომპოზიციის - Headless Horesmann-ის მიმართ, რომელიც არტისტმა 31 ოქტომბერს გაუზიარა მსმენელს. 

საყვარელი კომპოზიცია - „Sewer"


ნაკლებად საყვარელი კომპოზიცია - „BAPESTA Jeans”


უთურას სუბიექტური შეფასება - 5/10