მუსიკა | ცა

ქართული მუსიკის ობსერვატორია 011 | Foxkids - PES

გვანცა უთურას შეფასებების სერია ქართულ უახლეს ალბომებზე.

აგვისტო 01, 2022

დღეს ობსერვატორიაში ვაკვირდებით foxkids - PES.

Სანამ ალბომზე ჩემს პირად განწყობას გაგიზიარებთ, მანამდე უშუალოდ ბენდის კომენტარს ვაზიარებ:


“აქ პატარა ცხოვრებისეული გამოცდილებები გადაქცეულია ლამაზ, მარტივ, თავისუფალ და გაუგებარ აკუსტიკურ ისტორიებად. თვითონ ალბომი ემსახურება ჩვენი თავის პატივისცემას და ამის გარდა იმედს , იმისა, რომ შეიქმნება ახალი სცენა, სადაც ყოველდღიური გამოცდილებები გადაიქცევა ლამაზ, მარტივ, თავისუფალ და გაუგებარ აკუსტიკურ ისტორიებად”

 

Ამ ალბომზე დაწერა გადავწყვიტე, რადგან უცნაურ ნოსტალგიაში გადამგდო. Არვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ მაშინ როცა სახლის ტელეფონები ჯერ ისევ გამოყენებადი იყო, იმის ალბათობა რომ ვინმე მეზობლის საუბრისთვის შემთხვევით მოგესმინა, საკმაოდ მაღალი იყო, Ზუსტად ასეთია ეს ალბომი, თითქოს 20 წუთის განმავლობაში ხარ მოლოდინის რეჟიმში და გზად სხვადასხვა ისტორიებს ისმენ.

Რას ველოდოთ PES-ისგან?

ჟანრი: DIY, Hyper-Pop, Chip-tune, experimental, screamo


ეს ალბომი Ცარიელი სახლის პადვალშია ჩაწერილი, რამოდენიმე დღეში, Როგორც არტისტები ამბობენ 1-1 კომპოზიციაში “Gudoki” ე.წ “პოდკასტ ტრეკი”

 

-         3 წელი გავიდა, თითქმის, რაც ამ ალბომს ვაკეთებთ

-         Პირველი კურსის მერე ალბომს ვაკეთებთ, 5 წელი გავიდა”

-         Მარა მართლა 5 წელი კი არ ვაკეთებთ, Მთელი ცხოვრება გიშლის ხელს რომ ვერ გააკეთო.

 

ალბომი თავისებურად ტრაგი-კომედიაა ზოგადად არტისტის ცხოვრების - მუშაობა საქმეში, რომელიც არ მოგწონს, მხოლოდ იმიტომ რომ გქონდეს საარსებო შემოსავალი და რესურსი იმისთვის რომ 5 წელიწადში მაინც გააკეთო ის რაც გინდა - ამ შემთხვევაში ალბომის დასრულება შეძლო.

 

ალბომის პირველი კომპოზიცია “Call” თითქოს ტელეპორტაციასავითაა, სანამ ქოლცენტრის მუსიკას უსმენ, ელი როდის ტელეპორტირდები ფერად ანიმაციის სამყაროში, მაგრამ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ხარ.

“AKHALI ABA”, “PES” და “nadzviskhe” ერთი მოსმენით სახალისო, ფერადი და მზიანია, ამ კომპოზიციებში კარგად ჩანს, როგორ შეგიძლია აიღო კარგად დავიწყებული ძველი ხმოვანება, გახადო digital და აქციო ახლად. Მიუხედავად იმისა, რომ ალბომის უმეტესი ნაწილი საკმაოდ სახალისო, Hyper-pop კომპოზიციებითაა სავსე, ტექსტში საკმაოდ ბნელა - “I know how good the endlessness Feels”. “Ჯაჭვის მათრახს ველი”, ამასთანავე ყველა ზემოხსენებულ ტრეკს ფონად მისდევს ზუსტი დოზით scream.

 

ალბომის შუაში წააწყდებით კომპოზიციას “GUDOKI”, სადაც ბენდის წევრები გულახდილად აზიარებენ მათ გამოცდილებას, რომელიც იმედგაცრუებებითაა სავსე, მაგრამ სადღაც მაინც იგრძნობა, მართალია ირონიით გაჟღენთილი, მაგრამ იმედი “უკეთესი მომავლის”.


ალბომის ჩემთვის 1-1 საყვარელ კომპოზიციაში “Shekhvedramde” post-rock-ის ელემენტებს წააწყდებით, კომპოზიცია მშვიდია და მარტივად შეგაყვარებთ თავს, Ხოლო ალბომ PES-ის ბოლო ისტორიის დახასიათება უბრალოდ შეუძლებელია, უნდა მოუსმინოთ.

 

Საბოლოო ჯამში, ერთი შეხედვით საბავშვო, Early 2000იანების მულტფილმებიდან გადმოვარდნილი კომპოზიციები, ძველი თამაშების მუსიკალური ბგერები და ფერადი ალბომი, საკმაოდ საინტერესო თემებს ეხება: კრიზისი, მშიერი მუსიკოსები და იმედი, უკეთესი მომავლის და იმის, რომ “შეიქმნება ახალი სცენა, სადაც ყოველდღიური გამოცდილებები გადაიქცევა ლამაზ, მარტივ, თავისუფალ და გაუგებარ აკუსტიკურ ისტორიებად”

Საყვარელი კომპოზიცია: “PES” | “Nadzviskhe” | “shekhvedramde”

გვანცა უთურას სუბიექტური შეფასება - 7/10

ავტორი: გვანცა უთურა