მუსიკა | ცა

ქართული მუსიკის ობსერვატორია 006 | Forcian - Infinity

გვანცა უთურას შეფასებების სერია ქართულ უახლეს ალბომებზე.

ნოემბერი 10, 2021

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, განსაკუთრებით გვჭირდება მუსიკა, რომელიც შეგვიქმნის სასიამოვნო გარემოს ოთახში, დილით ყავის დალევის რიტუალს გაგვიუმჯობესებს და მყუდრო გარემოს შეგვიქმნის, ან სულაც კონცენტრაციაში დაგვეხმარება, ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ოქტომბრის რელიზებიდან 1-1 საინტერესო ალბომი Infinity by Forcian.

რას ველოდოთ Forcian – Infinity-სგან?

ალბომში წააწყდებით სუფთა და დამტვრეულ ბგერებს, სწორ დოზა ბითების სიმძიმეს, აკვიატებად მელოდიებს და სემპლინგის ხელოვნებას. Forcian-ის ტრეკები საკმაოდ გამართული და ხარისხიანია, რაც არაა გასაკვირი, თუ Forcian-ის ძველი ალბომებიც გაქვთ მოსმენილი.

ჩემი აზრით, ალბომის ხიბლი ისაა, რომ ყველა კომპოზიცია თითქოს თავისი საკუთარი ისტორიის მატარებელია და მიუხედავად იმისა, რომ განცალკევებით დგანან ერთმანეთისგან, მაინც საინტერესო პროექტს ქმნიან ერთად.

ალბომის პირველ კომპოზიცია blur-ში საკმაოდ მძიმე, გაწელილ ბგერებს წააწყდებით, მაგრამ კომპოზიცია Fifa-ს დამსახურებით თითქოს სტადიონზე აღმოჩნდებით და ბრბოს შეძახილების ნაწილი გახდებით.

როდის მოვუსმინოთ ალბომ Infinity-ს?

ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, ალბომს მოუსმინოთ საქმის კეთებისას ან მეცადინეობისას, თუ აქამდე უსმენდით Youtube-ს Lofi ლაივებს, ახლა შეგიძლიათ უკვე ქართულ ალბომსაც მოუსმინოთ მსგავსი ესთეტიკით.

საყვარელი კომპოზიცია - „1993“, “Appa”


ნაკლებად საყვარელი კომპოზიცია - „Word"


უთურას სუბიექტური შეფასება - 7/10

ბევრი წარმატება მინდა ვუსურვო Forcian-ს და დიდი ინტერესით დაველოდები მის მომავალ პროექტებს.