მუსიკა | ცა

ქართული მუსიკის ობსერვატორია 009 | VAQO - The Land of Kartvelians

გვანცა უთურას შეფასებების სერია ქართულ უახლეს ალბომებზე.

იანვარი 28, 2022

დღეიდან 2022 წლის Observeატორია გახსნილად გამომიცხადებია, და ალბათ, გასაკვირი არაა, რომ დღეისთვის ერთ-ერთი ფავორიტი ალბომი „Land of Kartvelians” ავარჩიე.


სიმართლე რომ ვთქვა, არც კი ვიცი, ის უფრო მიხარია რომ მსგავსი ალბომი არსებობს თუ ის უფრო მწყის რომ აქამდე მსგავსი ალბომი არ არსებობდა, ქართულად!


მაგრამ, როგორც არა-ერთ ქართველს მრავალჯერ უთქვამს „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“

რას მოუსმენთ ალბომში?

დიდებული ჟანრების აფეთქებას -  Rock, Blues, Psychedelic rock , folk გემოვნებით.


ალბომში წააწყდებით ყურისთვის გაცვეთილ ჟღერადობებს, ნაცნობ გიტარის რიფებს, ჟანრისთვის დამახასიათებელ დრამს და მიუხედავად ამისა, ვაქოს ალბომი 1-1 ყველაზე საინტერესო ალბომია რაც ბოლო პერიოდში მომისმენია და ამის მთავარი მიზეზი, არის ის რომ მიუხედავად მკაფიო წარსულის ჟღერადობისა, ვაქო არ კარგავს თავის პიროვნებას და იდენტობას ამ მუსიკაში. თითქოს ბევრისთვის მივიწყებულ ჟანრს აძლევს ახალ, ქართულ ხასიათს, მისი ექსცენტრიული ვოკალი და ირონიული, დღევანდელ რეალობაზე მორგებული ტექსტები, განსაკუთრებულ ღირებულებას მატებს ალბომს.


გქონდეს უნარი უნიკალური ენერგიის შენარჩუნების წარსულში ჩაძირვის გარეშე - ეს არის VAQO-ს „Land of Kartvelians“.


რაც მთავარია, ვაქოს ალბომი კიდევ ერთხელ იუწყება, რომ ქართული ენის ადგილი ნებისმიერ ჟანრშია, მაგრამ ასევე ახალ ფანჯარას ხსნის მეგრული ენისთვის კომპოზიციით „voreq”.


საერთო ჯამში, მიუხედავად ჩემი ნაკლები სიმპათიისა ზოგადად მსგავსი მუსიკის მიმართ, ეს ალბომი ჩემი ფავორიტების სიაშია და მადლობა ვაქოს, რომ „ახალი ყურით მომასმენინა“ კარგად დავიწყებული ძველი.

საყვარელი კომპოზიციები - "akhali taoba modis", "Aravis Egona", "Aliluia Genatsvale", “voreq”

გვანცა უთურას სუბიექტური შეფასება - 9/10

ავტორი: გვანცა უთურა