მუსიკა | ცა

ნოემბრის ქართული მუსიკა Vol. 8

Tsa.Music

დეკემბერი 04, 2020

Erekle Getsadze – Frankfurt

ქართველი მუსიკოსი ერეკლე გეწაძე ახალ ალბომს, “Frankfurt”-ს “Leno Records-ზე აქვეყნებს. მუსიკოსისთვის გამორჩეული მელოდიურობა და გრუვი ახალ ალბომშიც ნაცნობ სახეს იღებს და მსმენელს ელოდება.

UNKNOWNUMB - To Nobody​,​Demo Tape

ახალგაზრდა თბილისელი ჰიპ-ჰოპ არტისტის სადებიუტო ჩანაწერი.

Newa - Observer 001

ანა კუბლაშვილი იგივე Newa ახალ EP-ს აქვეყნებს, რომელიც აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკებისგან შედგება და მუსიკოსმა ლეიბლის გარეშე დაარელიზა, მუსიკა აქაც raw ტექნო ბიტებითა გარშემორტყმული.

Sukhishvili – Ramishvili

„Leno Records“-ზე სუხიშვილების 2013 წლის პროექტი „თანამედროვე ბალეტი - რამიშვილები“ უკვე ციფრულად არის ხელმისაწვდომი. ინოვაციურობით ცნობილი პროექტი, როგორც ქორეოგრაფიის მიმართულებით, ასევე მუსიკალურადაც არ წყვეტს ექსპერიმენტებს და განაგრძობს წინსვლას.

Dima Dadiani – Ortachala

დიმა დადიანისთვის ეს წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა, ალბომ „ზესტაფონის“ შემდეგ „Leno Records“-ზე იგი ახალ EP-ს „ორთაჭალა“ აქვეყნებს, სადაც ლოკალურ მუსიკალურ ტრადიციას ბრიტანულ ბას მუსიკასთან საკმაოდ გემოვნებიანად აზავებს.

Tamaz - All My Crazy Love – Cry

სამი ფორტეპიანოზე შესრულებული კომპოზიციისგან შემდგარი EP ქართული მუსიკოსისგან

Avgust1ne - another version of the truth

Avgust1ne ამერიკელი მუსიკოსია, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს. სწორედ აქ ჩაწერა მან პირველი ალბომიც, რომელიც ტრანსისა და Drum N Bass-ის ნაზავს წარმოადგენს.

HVL - Aura Fossil

გიგი ჯიქია მისსავე დაფუძნებულ HVL-ის ლეიბლზე, მორიგ ალბომს აქვეყნებს. მუსიკა აქაც ემებიენთისა და ტექნოს ნაზავია, რომელიც მომენტებში 90-იანების მეორე ნახევრის IDM-ის ნოსტალგიითა გაჯერებული.

Four Dimensional Monster Lobsters – NAMETNAVAD

ქართულმა ბენდმა ახალი მუსიკალური კლიპი გადაიღო კომპოზიციაზე „ნამენტნავად“ რომელიც ჯგუფის სადებიუტო ალბომში „Solitary Days of Alien Abduction“ შევიდა.

COBERT - MEXUTA MISVLE

ქართველი პროდიუსერის, Cobert-ის 2 ტრეკისგან შემდგარი EP, რომელიც მაროკოულ ლეიბლზე, Casa Voyager ლიმიტირებული 7 ინჩიანი ფირფიტის ფორმატით გამოვიდა.

Ottonian - OLDIES

თბილისელი პროდიუსერი და ბითმეიქერი Ottonian ძველ გამოუქვეყნებელ ტრეკებს ცალკე ალბომად აქვეყნებს, სადაც არტისტის მუსიკალური მრავალფეროვნებად ნათლად ჩანს, ბრეიქბიტიდან დაწყებული, გეტო ჰაუსით დამთავრებული.

2Kija - You Can Not Solve it Using Mathematics

თბილისელი მუსიკოსის ახალი ალბომი, 6 ტრეკისგან შემდგარი, მელოდიურობით სავსე ემოციური ალბომი შექმნილია Carbon Based Lifeforms-ის, Burial-ის და Ishome-ს მუსიკალური გავლენით.

AKIN - ხმაური

ნიკა ჩოხელი, რომელიც ჯგუფი Mellow-ის დამფუძნებელია, ახალი ფსევდონიმით AKIN ახალ ალბომს „ხმაურს“ აქვეყნებს, რომელიც აუდიო კომპოზიციების, სიმღერების და ყოველდღიური ხმების კრებულია.

BREATHDUB – MELLOW

ზურა ჩხარტიშვილი BREATHDUB-ის სახელით ახალ სინგლს აქვეყნებს, რომელიც მისსავე დაფუძნებულ ლეიბლზე „Timelapse Of A Dream“ გამოვიდა.

Night Oceann - Sorcerer's Dream

ნატალია ბასილაიას სადებიუტო ემბიენთ EP „Expeditions Above“-ის ლეიბლზე.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი