ნოემბერი 08, 2021
Sandro Tavartkiladze – Dzaglo
სანდრო თავართქილაძემ ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვალა მუსიკალური მიმართულება, სრულიად აბტრაქტული ბითებიდან, ბოლო წლებში სანდრო აკუსტიკურ მუსიკაზე გადაერთო და საკუთარი ემოციური მდგომარეობის გადმოცემას გიტარის საშუალებით ცდილობს. სექტემბერში მან გამოუშვა ალბომი „ქოთნის მუსიკა“. რომელსაც მსმენელისგან პოზიტიური შეფასება მოჰყვა, ოქტომბერში კი გამოვიდა მისი ალბომი „Dzaglo”, რომელიც ვიმედოვნებით გასული ალბომის შეფასებებს გაიზიარებს - ფაქტი კი ერთია, სანდრო უკანასკნელი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ქართველი მუსიკოსია.
Murman Tsuladze - They Closed The Roads
მურმან წულაძე, ალბათ, ბოლო წლებში ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური პროექტია, ჯგუფის წევრებიც არ იზარებენ და მსმენელს ახალ ვიდეო კლიპს სთავაზობენ, სიმღერაზე „ჩაკეტეს გზები“.
Vaqo – Voreq
Vaqo-ს ახალი სინგლი "ვორექ", მომავალი ალბომიდან უკვე ხელმისაწვდომია. სიმღერა ვორექ (მეგ. ნიშნავს"მე ვარ") ნამღერია ძველ ქართველურ დასავლურ ენაზე, მეგრულად, მეგრული ენა აქტიურადაა გავრცელებული, თბილისის, სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში. მუსიკა ცდილობს ერთმანეთს დაუკავშიროს ქართველური ჟღერადობის ვოკალი თანამედროვე, ბლუზის, ფსიქოდელიის სადავეებს. მუსიკაში ისმის ქართული შუა საუკუნეების მელოდეიები გიტარაზე, ასევე კარგად ნაცნობი საჭიდაო მელოდია "ჭიდაობას რა უნდა..." სოლოს პარტიის სახით. სიმღერის ვალია ქართველური კულტურის რესურსთა ათვისება მოხდეს, დასავლეთ ქართული ენის, და აღმოსავლეთ ქართული ინსტრუმენტალის ხარჯზე, მეგრული ენის ხმოვანებით და ძველ ქართული საჩონგურე მუსიკის სახით ელექტრო გიტარაზე ბლუზურ გამაში ტრანსკიპტით ოთხ მეოთხედიან რითმაში. მუსიკის მთავარი სათქმელია შემდეგ სიტყვებშია: "მიდგა თქვანო ხანდენსუნ თინა პატონენს თქვანდე"... "ვინც თქვენზე ზრუნავს, შეფარულად ბატონობს თქვენზე".
Partial Index – Stakes
ექსპერიმენტული ელექტრო პროექტი თბილისიდან მორიგ EP-ს აქვეყნებს.
Neon Warrior - Children Of Flowers
Neon Warrior გოჩა ანიაშვილის ფსევდონიმია, რომელიც აქტიურად მუსიკას რამდენიმე წელია აკეთებს. მისი შრომა დაფასდა და ნოემბრის დასაწყისში სრული ალბომი Ces Records-ზე დარელიზდება, მანამდე კი მოუსმინეთ ნიკა მაჩაიძის მიერ გადაღებულ ანიმაციურ კლიპს კომპოზიციაზე „Children Of Flowers”.
A2k - Flash Forward
A2k ათუკა ედიშერაშვილის ელექტრონული პროექტია, რომელსაც ბოლო პერიოდში საკმაოდ წარმატება ხვდა წილად Beatport-ის ჩარტებში. პროექტი ოქტომბერში მორიგ Ep-ს, სახელწოდებით Flash Forward აქვეყნებს.
Hanks Lucas – TBS
ქართველი ახალგაზრდა ჰიპ-ჰოპ არტისტი, Hanks Lucas პირველ EP-ს აქვეყნებს, სადაც თავს იყრის კოლაბორაციული ტრეკები სხვა ქართველ არტისტებთან Aprilee და Vromj.
Santebela - Borderline States
სანთებელა ანონიმური ემბიენთ პროექტია, რომელმაც გასული წლის განმავლობაში რამდენიმე ალბომი და Ep გამოაქვეყნა, რამდენიმე თვიანი შესვენების შემდეგ სანთებელა ახალ ალბომს „Borderline States” აქვეყნებს.
Vromj - I Only Speak In Digital
ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი ლაშა ბერიძე, იგივე Vromj სადებიუტო EP-ს აქვეყნებს.
Fortrøste - Trust (Ep)
Fortrøste ახლადჩამოყალიბებული ორი წევრისგან შემდგარი Post-Black Metal / Blackgaze ბენდია თბილისიდან, Trust კი მათი სადებიუტო Ep-ია, რომელიც ოქტომბერში გამოვიდა.
Evmar - Edgy Lovers
Evmar მარიამ კავილაძის პროექტია, რომელიც აქამდე Sefrei-ის სახელით იყო ცნობილი. ოქტომბერში მარიამმა ორი დამოუკიდებელი EP – “Edgy Lovers” და “Parts” გამოაქვეყნა.
Zurab Kostava - Unfixed 2015
ზურაბ კოსტავა ქართველი პროდიუსერია, რომლის შემდგომი ელექტრონული რელიზი Unfixed 2015 ოქტომბერში გამოქვეყნდა.
Djmamir – Demo Albomi
Djmamir ან უბრალოდ დიმა მრავალპროფილური არტისტია, რომელიც აგერ უკვე 3 წელია აქტიურად აქვეყნებს საკუთარ მუსიკას სხვადასხვა პლატფორმებზე. მისი დემო ალბომი იმ ტრეკებს მოიცავს, რომლებსაც ადგილი რომელიმე უკვე არსებულ ალბომში არ მოეძებნა, თუმცა არავინ იცის სამომავლოდ რა ბედი ეწევათ.
Forcian - Photon Perspective
ივა მიროშნიჩენკო სასცენო სახელით Forcian საკმაოდ საინტერესო ელექტრონულ მუსიკას წლეებია ქმნის - ოქტომბერში მან ემოციური Beat ალბომი, „Photon Perspective“ გამოაქვეყნა.
Betkho – Trinity
და კიდევ ერთხელ, Betkho კვლავ გვამოგზაურობს ემოციებით დატვირთულ სამყაროში, რომელსაც ახალ Ep-ში „Trinity” ცდილობს რომ შექმნას.
Bneleti/ბნელეთი - Bneli Ch'ra
ბნელეთი საქართველოში მოღვაწე ამერიკელი მუსიკოსის, ბენ უილერის პროექტია, რომლის ახალი Ep-ც მეტალისა და ექსტრემალური ელექტრონიკის ზღვარზე გადის.
Sinoptik Music - River Flow
ქართველი პროდიუსერი, ზურა ჩხარტიშვილი ფსევდონიმით Sinoptik Music ახალ EP-ს, „River Flow“ აქვეყნებს.
Holy Moly – Guru
ქართული მუსიკალური დუეტი, Holy Moly გერმანულ ლეიბლზე „Trndmsk Records“ ახალ EP-ს აქვეყნებს.
Zebuloni - Shift From Here To There
Zebuloni ახალგაზრდა პროდიუსერის, გიორგი ზაალიშვილის პროექტია, რომელიც ახალ ემბიენთ კომპოზიციას აქვეყნებს.
Lucaroi – Pirates Letter To His Lover
ლუკა სებისკვერაძის საინტერესო აკუსტიკური პროექტი, ახალი სინგლით „Pirates Letter To His Lover“.
Coral Koala - Red Shotgun
Coral Koala ახალგაზრდა მუსიკოსის, სანდრო ციბაძის პროექტია, რომელიც 2016 წლიდან აქტიურია, თუმცა პირველი სინგლი 2021 წლის ოქტომბერში დარელიზდა.
სელექცია: ჯაბა შავიშვილი