აგვისტო 29, 2022
VA - Sleepers Poets Scientists Vol. 2
კომპილაციური ალბომი "Sleepers Poets Scientists vol. 2", CES Records-ზე გამოვიდა და 8 ქართველ ქალ კომპოზიტორსა და მუსიკალურ პროდიუსერს აერთიანებს, მათ შორის: ნატალია ბერიძე, ანუშკა ჩხეიძე, ნაზი ჭავჭავაძე, თამთა გვარლიანი, თამო ნასიძე, ELY ANN, sTia, და ნინა სიმონიშვილი. ყველა მათგანი "შემოქმედებითი განათლების სტუდიის" კურსდამთავრებულები არიან. აღნიშნული კომპილაციის პირველი ნაწილი 2019 წლის დასაწყისში გამოვიდა.
Faeywa - BLOODLUST
LTFR-ის კოლექტივთან აფილირებული ქართველი არტისტი, Faeywa პირველ პერსონალურ ალბომს აქვეყნებს, სადაც ჰიპ-ჰოპის გარდა უამრავ სხვა მუსიკალურ სტილს შეხვდებით.
The Polar Monk - CAMEL 1963
გიგი ედიბერიძე პროექტით The Polar Monk ახალ სინგლს “Camel 1963” აქვეყნებს.
Deni varlevyy - Hip-Hop I Love
ქართველი ახალგაზრდა ჰიპ-ჰოპ პროდიუსერის ახალი ბითთეიფი, რომელიც სავსეა სასიამოვნოდ მოსასმენი chill-hop ბითებით.
Koridze - Mariota - Past Life Regression
ქართველი მუსიკოსის და პროდიუსერის, გიორგი ქორიძის ბითთეიფი 2015 წლიდან, რომელმაც მზის შუქი მხოლოდ 7 წლის დაგვიანებით მოეფინა.
Bypass - Droppers
ანონიმური ქართული ელექტრონული პროექტის სადებიუტო ალბომი, საინტერესო ექსპერიმენტებით და ბრეიქებით.
Nvsession - Mystical Mission
ქართველი დიჯეისა და პროდიუსერის ელექტრონული ალბომი, რომელიც მან 4 წლის წინ ჩაწერა.
VA - Digital Sublime [GLSP005]
თბილისური ლეიბლი Glispy რიგით მეხუთე რელიზს აქვეყნებს, სადაც ლეიბლის დამფუძნებლებისა და მეგობრების ტრეკებია შესული.
Tongue Bite - Melting Eyes
თბილისური Post-Hardcore / Grunge ბენდის სადებიუტო ალბომი.
Lasha Chkhaidze - Agartha LP
Intergalactic Research Institute for Sound ქართველი მუსიკოსის ლაშა ჩხაიძის სადებიუტო ალბომს აქვეყნებს, „აგარტი“ ეს დავიწყებული სამფლობელოა დედამიწის გულში - ალბომი კი თავის მხრივ ადამიანის ცნობიერების გაუკვალავ ადგილებში მოგზაურობას გამოხატავს.
Erekle Getsadze – Exodus
ერეკლე გეწაძის ახალი ექსპერიმენტული ალბომი, რომელიც არის სპექტაკლი “Exodus”-ის საუნდტრეკი. თითოეული ტრეკი არის დარბაზში არსებული ემბიენსისა და სპეკტაკლის გამომსვლელის ლაპარაკის ერთგვარი მიქსი, რომლის გადამუშავება/დაეფექტება ხდებოდა ცოცხლად, წარმოდგენის მსვლელობის დროს. შესაბამისად მთელი ალბომი არის სრული იმპროვიზაცია და არცერთი დეტალი წინასწარ არ ყოფილა შეთანხმებული.
Bad Habitz – She Gets It
ივლისი ერეკლე გეწაძისთვის საკმაოდ ნაყოფიერი თვე აღმოჩნდა, გარდა სოლო პროექტისა მან ასევე ახალი ალბომი გამოუშვა Bad Habitz-ის სახელით, სადაც ელენე კალანდაძესთან ერთად საინტერესო თანამედროვე ჰიპ-ჰოპს გვთავაზობს.
Penrose – PARTER7
თბილისელი დამწყები ჰიპ-ჰოპ არტისტის ახალი ალბომი Kingsmen-ის ლეიბლზე.
Monolith – Minotaur
ქართული ერთკაციანი პროექტი, ჰარდ როკის ჟანრში, რომელმაც 4 წლის წინ სადებიუტო ალბომი „Worldline;Dead“ გამოუშვა, ახალ სინგლს აქვეყენბს.
AmorFati - The Dirty Things You Do
რიგით მეორე სინგლი თბილისში ჩამოყალიბებული ახალი ბენდისგან, რომელიც Subor Records-ში ჩაიწერა.
სელექცია: ჯაბა შავიშვილი