მუსიკა | ცა

ახალი ქართული მუსიკა Vol.21

Tsa.Music

იანვარი 18, 2022

Nikakoi – Wheezing

CES Records აგრძელებს ნიკა მაჩაიძის მუსიკალური ანთოლოგიის მეორე სერიას, ამჯერად ალბომით „Wheezing” რომელიც მუსიკოსის მიერ 2000-2011 წლებში ჩაწერილ 10 სიმღერას აერთიანებს, მათგან ნაწილი მსმენელისთვის უკვე ნაცნობია, ნაწილი კი პირველად მოხვდება მათ ყურებს.

Erekle Deisadze - Am Enit Amen

ერეკლე დეისაძემ 6 წლიანი პაუზის შემდეგ გააქტიურა სოლო პროექტი და სოციალური მესიჯებით სავსე ახალი ალბომი, „ამ ენით ამენ“ გამოუშვა, რომელიც ჰიპ-ჰოპის სტილშია გადაწყვეტილი. მასთან ერთად ალბომში შეხვდებით Kay G-ს, Next Dilla-ს და ჯერონიმოს. თავად ალბომის ვიზუალურ გაფორმებაზე მაქსიმე მაჩაიძემ და გიორგი გრძელიშვილმა იმუშავეს.

Lunaym – somnivorous

იშვიათად წააწყდები საინტერესო ქართულ ელექტრონიკას. Lunaym ამით გამორჩეულია. შარშან რამდენიმე EP გამოუშვა, „somnivorous“ კი უფრო მეტ მუსიკალურ სტილს უყრის ერთად თავს, თავისი მელოდიური თუ რიტმული მონაკვეთებით ვფიქრობ ერთ-ერთი უნიკალური რამეა რაც დღეს ჩვენთან იწერება. ავტორის ვინაობა დღემდე უცნობია (ცნობილი ისაა რომ სულ რაღაც 17 წლისა უნდა იყოს) თუმცა შეიძლება ამ ეტაპზე ესეც ჯობდეს.

Skvin – Experimenti

Shvin-იც ამჯერად ანონიმური მუსიკოსის პროექტია, მისი ექსპერიმენტი კი ბევრი განსხვავებული მუსიკალური შრისგან შედგება. ეს უფრო კომპილაციური ალბომის ფორმატია, თუმცა მაინც ჩანს ის პერსპექტივები რაც ბევრი შრომის შემდეგ ამ ახალგაზრდა მუსიკოსს შეიძლება ჰქონდეს სამომავლოდ.

Andro Dgebuadze - East West Experiments 2

ანდრო დგებუაძეს ფართო საზოგადოება სრულიად სხვა მხრიდან უფრო იცნობდეს, თუმცა იგი ამავე დროს კარგა ხანია რაც მუსიკას ქმნის, განსაკუთრებით ცნობილია მისი დაინტერესება აღმოსავლური კულტურით - შედეგად შეიქმნა ეს სინგლიც, რომელიც ორ კომპოზიციას აერთიანებს დასავლური და აღმოსავლური ჟღერადობების ზღვარზე.

rainglow - the day it rained forever

ახალგაზრდა თბილისელი მუსიკოსის, გიორგი კიბიშაურის პირველი EP, რომელშიც ძირითადად ელექტრონული ინსტრუმენტალური მუსიკა იყრის თავს და თავის მხრივ საოცნობო განწყობას ქმნის.

Nuera - Ver EP

თუ არ იცით გეტყვით რომ ლევან ნადარეიშვილი იგივე Nuera ბოლო 10 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ტრანს პროდიუსერია. მისი უახლესი EP 4 კომპოზიციას მოიცავს და წინა ნამუშევრებიდან განსხვავებულ მუსიკალურ მიმართულებებსაც იკვლევს.

Bassil - Shin 001

ქართული ტექნო სცენის გამორჩეულმა წარმომადგენლებმა, Kancheli & Newa-მ ახალი მუსიკალური ლეიბლი „SHIN“ დაარსეს. ამავე ლეიბლის პირველი რელიზი კი ასევე საინტერესო ქართველი პროდიუსერისა და DJ-ის Bassil-ის EP-ია. ეს არის საკმაოდ ჩამთრევი, ე.წ. raw ხმოვანების ტექნო მუსიკა, ხარისხს კი პირველივე კომპოზიციის მოსმენიდანვე ადვილად მიხვდებით.

Tbilisi Guts Ensemble - Without Sacrifice

აღნიშნული ჩანაწერი ცოტა დაგვიანებით დაიდო ბენდქემფზე, ამიტომაც ეხლა გიზიარებთ. Ikalto Micro Art Residence ეს სახელოვნებო რეზიდენციაა, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსები თუ ვიზუალური ხელოვანები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ამ რეზიდენციის ფარგლებში შეიქმნა ეს იმპროვიზირებული მუსიკალურ ნამუშევარი კავკასიის რეგიონის წარმომადგენელი მუსიკოსებისგან. ნამუშევარი საინტერესოა იმითაც რომ გამოყენებულია არასტანდარტული ინსტრუმენტები, მათ შორის იაპონური შაკუჰაჩი, ავსტრალიური დიდჯერიდუ და სხვა.

IKULI – SMA

IKULI-ის შემოქმედება რამდენიმე თვის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე და გამიხარდა რომ ნამუშევრებს EP-ს სახე მისცა ყველაფერს. SMA-ეს არის ნამდვილი ავთენტური ქართული საავტორო მუსიკა ფანკის, ელექტრონული მუსიკისა და ალტერნატიული როკის სინთეზით, ცოტა The Offspring-ის სტილში, უბრალოდ ნაკლები დრაივით. თუმცა ვფიქრობ მისი ტექსტები და მუსიკა საინტერესო რეფლექსიას ახდენს ქართული სმის კულტურაზე და საკმაო პოტენციალი აქვს რომ უფრო მასობრივი გახდეს.

evmar  - Lost & Found

მარიამ კავილაძემ გასულ წელს რამდენიმე EP/ალბომი გამოუშვა Sefrei-ის სახელით, ბოლო რამდენიმე თვეა იგი evmar-ის სახელით აქტიურობს და ახალი EP-ც “Lost & Found” სწორედ დეკემბერში გამოვიდა.

LOUDspeakers - Pills Of Time

LOUDspeakers დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სტაბილური ბენდია ქართულ სივრცეში, 6 წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფმა რომელიც ამჟამად ტრიოს სახით მოღვაწეობს ახალი ალბომი Leno Records-ში ჩაწერა. Pills Of Time - ალბომი დროის მკურნალ ეფექტს იკვლევს და თუ ის რომელიმე ადამიანს რთულ პერიოდში დაეხმარება, მაშინ მუსიკოსების მისიაც შესრულებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ

Enforcement – Siciopath

Enforcement ალტერნატიული მეტალ ბენდია თბილისიდან, რომელიც 2016 წელს დაარსდა და მათი სადებიუტო  ალბომი Sociopath სწორედ წელს გამოვიდა.

Meme Musicc – I’m OK now

მარიამ „მემე“ ჟორდანია ახალგაზრდა ვოკალისტია, „I’m Ok now” კი მისი სადებიუტო მინიალბომია. მუსიკალურად ჩემთვის ძალიან საინტერესოა თანამედროვე Neo-Soul / RnB მუსიკა ქართველი არტისტისგან. Kudos ალბომის პროდიუსერსაც და მარიამსაც, რომლის ვოკალიც დახვეწილი ინგლისურით გადმოგვცემს სათქმელს.

OTHR - Deltoid

KHIDI-ს ლეიბლი კლუბის რეზიდენტის, ლადუკა ნინუას იგივე OTHR-ის სადებიუტო EP-ს აქვეყნებს. ლადუკა მრავალფეროვანი მუსიკალური წარსულის არტისტია, რომელმაც კარიერა ლოკალურ მეტალ და პოსტ-პანკ ბენდებში გიტარისტად დაიწყო, ბოლო რამდენიმე წელია კი ტექნო მუსიკის მიმართულებით ავითარებს ჟღერადობას.

Gaga Frani – Gaga Frani

ჯგუფ „ფრანი“-ის დამაარსებელი და სოლისტი გაგა ჩიხლაძე, Gaga Frani-ის სოლო პროექტით სადებიუტო ალბომს აქვეყნებს. აღსაღნიშნავია რომ აღნიშნული ალბომის ფირფიტაზე გამოსაშვებად მუსიკოსმა სულ რამდენიმე დღის წინ შესაბამისი დაფინანსებაც მოიპოვა.

წერილი - შენ ვერ გამიგებ მე

ჯგუფი წერილი 2022 წელს პირველ სინგლს, „შენ ვერ გამიგებ მე“ აქვეყნებს. რამდენიმე ხნის წინ ჯგუფს ლევან ჯავახიშვილი შეუერთდა და მისმა ელექტრონიკამ ვფიქრობ წერილის მუსიკა უფრო გაამდიდრა, ეს აღნიშნულ სიმღერაშიც ნათლად იგრძნობა.

Orion, Skyra - Speciale 01

მილანური ლეიბლი Orion Records ქართველი პროდიუსერის და DJ-ს, Skyra-სა და ლეიბლის დამფუძნებელი დუეტის კოლაბორაციულ EP-ს აქვეყნებს.

Luna997 – Panari

მაქსიმე მაჩაიძე რომ სიტყვების ოსტატია ეს ნათლად ჩანს დეკემბერში გამოქვეყნებული სიმღერიდნა Panari. ვფიქრობ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკია მისი შემოქმედებიდან, Props to Sabanadze for magic beat.

Mechanical Rainbow – ZILINA

ქართული ბენდი Mechanical Rainbow ახალ მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებს სიმღერაზე „ZALINA”. ეს არის ფერადი და საოცნებო განწყობის შემქმნელი სიმღერა, ფსიქოდელიური ელემენტებით.  წარმატებები მათ!

Half Moon - Christmas Lights

Half Moon ახალგაზრდა თბილისელი ავტორ/შემსრულებლის თორნიკე გაგოშვილის პროექტია, რომელიც ძირითადად ქანთრისა და როკ მუსიკის ნაზავს წარმოადგენს. მისი ახალი საშობაო სიმღერა საკმაოდ ბევრმა ადამიანმა აიტაცა და შესაძლებელია თქვენც ჩაგითრიოთ.

NIKITA – Tape: Z

თბილისელი პროდიუსერი და ბითმეიქერი NIKITA ოთხი ტრეკისგან შემდგარ EP-ს აქვეყნებს.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი