მუსიკა | ცა

ნოემბრის ქართული მუსიკა Vol.20

Tsa.Music

დეკემბერი 13, 2021

Sandro Tavartkiladze  - dzaglo (B​-​Sides)

მუსიკოსს სანდრო თავართქილაძისთვის შემოდგომა ნაყოფიერი სეზონი გამოდგა, სექტემბერში მან გამოუშვა ალბომი „ქოთნის მუსიკა“, ამას უკვე ნოემბერში მოჰყვა ალბომი „ძაღლო“ და უკვე თვის ბოლოსთვის სანდრომ აღნიშნული ალბომის B Side-ები გაავრცელა, რომელიც აქამდე გამოუყენებელ ფილმის მუსიკას, საგიტარო მუსიკის ფრაგმენტებსა და სკეჩებს მოიცავს.

4D Monster Lobsters - Ertoba & Gartoba

ქართულმა ბენდმა 4D Monster Lobsters, ახალი ალბომი "ერთობა და გართობა" გამოუშვა. ბენდი მას 2021 წლის განმავლობაში მუშაობდა და პერიოდულად აქვეყნებდა სინგლებს აღნიშნული რელიზიდან. ალბომში შესულია კოლაბორაციული სიმღერები სხვადასხვა ქართველ შემსრულებლებთან: სანდრო თავართქილაძე, Melqo, გიორგი ბულია, vromj და სხვა.

Mess_Montage - The Garden of Earthly Lights

ქართველი მუსიკოსი, თორნიკე მარგველაშვილი Mess_montage-ის სახელით ახალ ალბომს, “Garden of Earhtly Delights“ აქვეყნებს. ალბომი ამსტერდამულ ლეიბლზე „Shimmering Moods Records“ გამოვიდა და მუსიკოსის მიერ 2018 წლიდან შექმნილ 9 კომპოზიციას აერთიანებს. რელიზის ძირითადი თემა საკუთარი თავის თავიდან აღმოჩენაა, რომელსაც ადამიანი ხშირად ბუნებასთან პირდაპირ კონტაქტის გზით აღწევს. ალბომი ციფრულად და ლიმიტირებული CD-ის სახით Bandcamp-ზეა ხელმისაწვდომი.

Toke - The Calm Before The Storm

ქართველი ელექტრონული მუსიკის DJ და პროდიუსერი Toke ახლადშექმნილ ლეიბლზე Batter Down პირველ EP-ს "The Calm Before The Storm" აქვეყნებს, სადაც 4 კომპოზიციაში ბრიტანული საცეკვაო მუსიკის ჟღერადობის დომინირება იგრძნობა

evmar - 3​:​5​:​8

მარიამ კავილაძე თბილისელი პროდიუსერი და შემსრულებელია, რომელიც მუსიკას ამჯერად evmar-ის სახელით აკეთებს. ნოემბერში მან ორი ტრეკისგან შემდგარი EP გაავრცელა.

Margaliti • მარგალიტი - Lend Your Ears To My Song

ანსამბლი მარგალიტი 2020 წელს დაარსდა და მათი სადებიუტო CD ჩანაწერი 18 კომპოზიციას აერთიანებს, რომლის ფარგლებშიც ქართული ქალაქური მუსიკის საინტერესო ინტერპრეტაციებია გაშლილი

Elvefall  - Howling Winds In The Woods Of Snow

Elvefall ნიკა ჭოლაძის ემბიენთ / Atmospheric Black Metal პროექტია, რომელიც სადებიუტო EP-ს აქვეყნებს.

Mind Static - Random Tales

თბილისელი პროდიუსერის, რეზი დოლიძის პროექტი Mind Static კიდევ ერთი ახალი ჩანაწერით, რომელიც ტექნოსა და ემბიენთის ჟღერადობაშია გადაწყვეტილი.

Neon Warrior - Botanical Garden

Neon Warrior თბილისელი მუსიკოსის და პროდიუსერის, გოჩა ანიაშვილის პროექტია, რომელმაც CES Records-ზე მორიგი ჩანაწერი, “Botanical Garden” გამოაქვეყნა. ალბომი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მუსიკოსის მისტიურ მოგზაურობას აღწერს.

Eko & Vinda Folio -  ის იყო ყველა

ქართული პოსტ-პანკ დუეტის, Eko & Vinda Folio-ს სიღერაზე „ის იყო ყველა“ სააგენტომ “Hajime Production” ვიდეო კლიპი გადაიღო, კლიპის რეჟისორი ლაშა ცქვიტინიძეა.

Aokigahara – Reflection

ანზორ ფიფიას Depressive Black Metal პროექტი სადებიუტო ჩანაწერით, რომელიც შვედურ მეტალ ბენდს, Lifelover-ს ეძღვნება.

Tongue Bite - Come And Go

ახალი ქართული ბენდი, პირველი ვიდეო კლიპით და სიმღერით, სადებიუტო EP-დან „Melting Eyes“ - ჩაწერილია Diezag Records-ში.

BAD HABITZ - Never Cry

თბილისური დუეტი BAD HABITZ (ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე) ახალ კომპოზიციას და ვიდეო კლიპს ავრცელებენ, ანიმაციის რეჟისორი ანანო ზაქარიაშვილია.

SvanSikh – GSXM

დიდი ხნის მუსიკალური შესვენების შემდეგ, პოპულარული ქართული დუეტი SvanSikh-ახალი კომპოზიციით და ვიდეო კლიპით გვიბრუნდება.

Lomidze - Analog Algorithm Live

რიგაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის, ლევან ლომიძის ახალი ლაივ ალბომი, რომელიც Laska Bar-ში ჩაიწერა.

Psicokex – Gantiadi

ფსიქოკექსი თბილისური მუსიკალური პროექტია, რომელიც 2020 წლის დეკემბერში შეიქმნა. მუსიკოსები ეტაპობრივად აქვეყნებენ კომპოზიციებს მათი სადებიუტო (იმავე სახელწოდების) ალბომიდან. ნოემბრეში პროექტმა საკუთარ იუთუბის არხზე რამდენიმე კომპოზიცია გამოაქვეყნა, „განთიადი“ მათგან პირადი ფავორიტია.

C Drops - monohabits

ნიკა ერგემლიძის და ლაშა კოტორაშვილის დუეტი C Drops, ახალ სინგლს ავრცელებს, რომელიც სამომავლოდ მათ სადებიუტო ალბომში შევა.

Ferropolis - We're Just A Funeral Singers

თბილისური პროექტი „Ferropolis“ ახალი სიმღერით „We're Just A Funeral Singers“.

პანიკა - ვიკიდებ ყველაფერს

პანკ ჯუფი პანიკა 4 წლის წინ დაარსდა და მათ ანგარიშზე უკვე ალბომი და რამდენიმე სინგლია. ჯგუფმა ნოემბერში ახალი სიმღერა „ვიკიდებ ყველაფერს“ გამოაქვეყნა.

Leni- Wav's From Aiziou

Leni ახალგაზრდა ქართველი ბითმეიქერია, რომელიცპირველი ბითთეიფის შემდეგ, მეორე შედარებით მოკლე ჩანაწერს აქვეყნებს. "Wav's From Aiziou" გაჟღენთილია ჯაზური და აბსტრაქტული ნაწილაკებით, რომლის ერთადერთი უარყოფითი მხარე ის არის რომ ძალიან მოკლეა.

სელექცია: ჯაბა შავიშვილი