თიბისელები

პროექტი - მრავალშვილიანი თიბისელები

თებერვალი 26, 2024

თიბისი რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია, რომელიც განსაკუთრებული კორპორაციული კულტურით გამოირჩევა. კომპანია თანამშრომლებს სხვადასხვა ბენეფიტს სთავაზობს და უქმნის მათ კომფორტულ სამუშაო გარემოს.

იბისისთვის თანამშრომლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ამ მიზნით, იგეგმება სხვადასხვა წამახალისებელი პროექტი. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეულია - მრავალშვილიანი თანამშრომლების მხარდაჭერა. თიბისელს, რომელსაც 4 ან მეტი შვილი ჰყავს, მრავალშვილიანის სტატუსი ენიჭება და კომპანია მას დამატებით სარგებელს სთავაზობს. 

თიბისი მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული მრავალშვილიან თანამშრომელთა წახალისების პროექტში და სოციალურ მხარდაჭერას უცხადებს მათ.

კოპმანიისგან თანამშრომელი მეოთხე და მეხუთე შვილის ყოლის შემთხვევაში 10 000 ლარს, ხოლო მეექვსე და ყოველი შემდეგი შვილის დაბადების შემთხვევაში 50 000 ლარის ოდენობის ფულად პრემიას იღებს.

ნატო ამყოლაძე

თინათინ დემეტრაშვილი

მრავალშვილიანების პროექტი თიბისიში დღემდე გრძელდება და ამ დროისთვის კომპანიამ სოციალური მხარდაჭერა 68 მრავალშვილიან თიბისელს გამოუცხადა.

ზვიად ნამშურიძე

ნინო სამხარაძე

თიბისიში გვჯერა, რომ თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა ხელს უწყობს თიბისის მთავარი მისიის აღსრულებას, რაც ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა.