ივნისი 02, 2023
რთულად იპოვით ადამიანს, რომელიც გეტყვით, რომ მოგზაურობა არ უყვარს. მოგზაურობა არამხოლოდ დასვენების, განტვირთვისა და განახლების საშუალებაა, ის საკუთარი თავის გაცნობის საუკეთესო გზაც არის.
გარდა ამისა, მას შემეცნებითი დატვირთვაც აქვს - მოგზაურობისას სრულად შევიგრძნობთ აწმყოს და ამავდროულად უკეთ ვეცნობით წარსულს, რომელიც ჩვენ ირგვლივ კვალს ტოვებს.
თანამედროვე სამყაროში, რომელიც რუტინით და ურბანული ქაოსით არის გადატვირთული, მოგზაურობა ის აუცილებელი გამოცდილებაა, რომელიც ჩვენი ენერგიის, შთაგონების, შრომისუნარიანობის, თუ უბრალოდ განწყობისათვის არის აუცილებელი.
თუმცა, ნაყოფიერი მოგზაურობის დაგეგმვა არც ისე მარტივია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ახალ აღმოჩენებს ვეძებთ. საუკეთესო მოგზაურობისათვის შორს წასვლა არ არის აუცილებელი - ჩვენ გარშემო უამრავი ადგილია, რომლის სილამაზეც ამ დრომდე არ აღმოგვიჩენია.
თუკი ახლა გეგმავთ მოგზაურობას, მაშინ ეს ბლოგი ყურადღებით უნდა წაიკითხოთ, რადგან მასში გამორჩეული კონცეფციის ტურზე გიყვებით. 23-25 ივნისს თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“ გიწვევთ სამცხე-ჯავახეთის გასტრო-კულტურულ ტურში, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობასა და მისი უნიკალურობის აღმოჩენაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
Სამცხე-ჯავახეთო დიდი ისტორიით, არქიტექტურით, კულინარიით, ეთნიკური მრავალფეროვნებით და გამორჩეული კულინარიით ხასიათდება.
სამცხე-ჯავახეთი როგორც საქართველოს უძველესი კუთხე ის ადგილია, რომელიც მოგზაურებს ბევრ მოულოდნელ თავგადასავალს ჰპირდება.
„მოგზაურის“ დამფუძნებლების, თაკო მესხისა და ნათია ცირეკიძის სურვილი თავიდანვე გამოკვეთილი იყო - მათ სურდათ, სტანდარტული ტურისტული კომპანიის ნაცვლად, კულტურული ურთიერთობების გაცვლის სივრცე შეექმნათ. სწორედ ამ იდეის მატარებელია გასტრო-კულტურული ტური სამცხე-ჯავახეთში.
თაკო მესხი, „მოგზაურის“ თანადამფუძნებელი:
„დღევანდელ დროს, როდესაც ტემპი დაჩქარებულია და ყოველდღიურობა უამრავი სტრესით არის სავსე, მოგზაურობა ერთგვარი გამოსავალია, რომ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ, გადავიტვირთოთ და ძალები მოვიკრიბოთ.
ასეთ დროს საკუთარ ქვეყნის მონახულება განსაკუთრებით კომფორტულია. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ტურის იდეა - საქართველოში მოგზაურობით გვინდა ადამიანებს ის უნიკალური ადგილები, ისტორია და მახასიათებლები გავაცნოთ, რაც ამ ქვეყანას უხვად აქვს.“
თიბისი კონცეპტის და “მოგზაურის“ ტური საკმაოდ მრავალფეროვანია. ტურის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთის მკვლევარი, ისტორიკოსი კუკური მეტრეველი მონაწილეებს გააცნობს პრეისტორიული და ფეოდალური ხანის ძეგლებს - აბულის ციკლოპური ციხის მისტიკას და ვარძიის სამ იარუსად ნაშენი კომპლექსის უნიკალურობას აზიარებს.
სამსარის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, საროს მთავარანგელოზთა ეკლესია, უძველესი მესხური დარბაზები, ხერთვისისა და თმოგვის ციხეები - ეს ის ადგილებია, რომლის ხილვისას ისტორიული საქართველოს სხვადასხვა ეპოქა ცოცხლდება..
არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ისტორიის სრულყოფილი მოყოლა ტრადიციულ კულინარიას საუკეთესოდ შეუძლია.
ტურის განმავლობაში, მესხური კერძების დაგემოვნებასთან ერთად, რესტორატორი ქეთი ბაქრაძე, მოგზაურებს მისეული იმპროვიზაციებით, ქართული კულინარიის ნაკლებად ცნობილ გემოებსა და არომატებს აღმოაჩენინებს..
მოგზაურობის მიზანი და კონცეფცია ამ შემთხვევაში ის ფაქტორი აღმოჩნდა, რამაც „მოგზაური“ და თიბისი კონცეპტი ერთმანეთთან დააკავშირა.
„უკვე მრავალი წელია თიბისი კონცეპტი აქტიურად ზრუნავს კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობაზე, აცოცხლებს ისტორიას და ადამიანებისათვის ხელშესახებს ხდის.
ჩვენი იდეაც სწორედ ისტორიის ადამიანებამდე მიტანას გულისხმობდა ამიტომ თანამშრომლობა ბუნებრივად მოხდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარისათვის მაღალი ხარისხის სერვისი და ორგანიზებულობა განსაკუთრებული პრიორიტეტია, რაც საბოლოოდ წარმატებულ პროექტებს განაპირობებს.“
- ამბობენ თაკო მესხი და ნათია ცირეკიძე.
აღსანიშნავია, რომ გასტრო-კულტურული ტური სამცხე-ჯავახეთში თიბისი კონცეპტისა და „მოგზაურის“ მეორე ერთობლივი ტურია.
პროექტის ფარგლებში, სამომავლოდ საქართველოს სხვა კუთხეების ტურებიც იგეგმება, რაც ამ ადგილების უნიკალურობას თანამედროვე მოგზაურისათვის საინტერესო ფორმით წარმოაჩენს.
რაც შეეხება გასტრო-კულტურული ტურს სამცხე-ჯავახეთში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სამცხე-ჯავახეთის ტურზე სპეციალური შეთავაზება გელოდებათ:
1 ადამიანის 2 ადგილიან ნომერში განთავსების ღირებულება
20%-იანი ფასდაკლებით 1480 ლარია.
ტურის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ.
ავტორი: At.ge
ფოტოგრაფი: ზაქარია ჭელიძე