სიახლეები

უნიკალური გამოცდილება - მეტალის ბარათები თიბისი კონცეპტისგან

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება

დეკემბერი 20, 2022

პირველად საქართველოში, თიბისის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კონცეპტ 360-ის მომხმარებლებისთვის მეტალის ბარათების ლიმიტირებული გამოშვება შეიქმნა.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ - პირველად საქართველოში, კონცეპტ 360-ის მომხმარებლები მეტალის ბარათების შეკვეთას შეძლებენ. 


ნაკრები გამორჩეული დიზაინის სამი სხვადასხვა ტიპის ბარათისგან შედგება: Visa signature, Mastercard World Elite და საკრედიტო Ertguli Visa Signature. 

ნაკრები კონცეპტ 360 განსაკუთრებულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს მათ, ვისაც საკუთარი ფინანსებისა და აქტივების უკეთ სამართავად მეტი ფინანსური ინსტრუმენტი და გაზრდილი შესაძლებლობები სჭირდებათ.


მაღალი კლასის ბარათების გარდა, ნაკრები მოიცავს პირადი ბანკირის მომსახურებას, სამოგზაურო დაზღვევას, თიბისი კაპიტალის საბროკერო მომსახურებას და უამრავ ექსკლუზიურ, მომხმარებლის სურვილზე და საჭიროებაზე მორგებულ შეთავაზებას.

Visa Signature-ი და Mastercard World Elite-ი მომხმარებლებს სთავაზობს საერთაშორისო უპირატესობებს, მათ შორის მსოფლიოს 1200-ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯით სარგებლობას, სასტუმროებსა და სამოგზაურო მომსახურებაზე ფასდაკლებებს. 

მეტალის ბარათების გამოშვება პირველია, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი კავკასიის რეგიონისთვის.

"კონცეპტის მეტალის ბარათების დიზაინისთვის მინიმალისტური სტილი შევარჩიეთ. რაოდენობა ლიმიტირებულია და მათი მიღება წინასწარი შეკვეთით არის შესაძლებელი.


მომხმარებლებისთვის ამ კონკრეტული შეთავაზებით, თიბისი კონცეპტმა პერსონალური საბანკო მომსახურება კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა.

თიბისი, როგორც ნოვატორი კომპანია, ყოველთვის ცდილობს ამბიციური ნაბიჯების გადადგმას, რაც მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებისკენ და გაუმჯობესებისკენ არის მიმართული“ – ნატა ხურციძე, პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი.

ბარათების შეკვეთა შესაძლებელია აქ:

ავტორი: გიორგი არონია