სიახლეები

ზაფხულის გრილი მოგონებები

თიბისი კონცეპტი x „მეამა ქოლექთი ზღვაზე“

სექტემბერი 03, 2021

ყველაზე გრძელი ზაფხულიც მიილია, თუმცა მოგონებებები, ამ სამ თვეში გადახდენილ თავგადასავლებზე, ნანახით აღფრთოვანებეზე, ახალ ურთიერთობებზე, შემთხვევით შეხვედრებზე, მოგზაურობებზე, კიდევ დიდხანს გაგვყვება. 


სანატრელი შვებულების ან არდადეგების სრულყოფილად გასატარებლად ბევრი რამეა საჭირო, მაგრამ ხანდახან მცირე დეტალებიც უდიდეს მნიშვნელობას იძენს, მაგალითად:კარგი ფილმი, ახალი მუსიკა, მზიანი, მოულოდნელი წვიმა, წითელი მზის ჩასვლა, კარგი ყავა, ცხელი ქვები,თუ უბრალოდ ცივი ყავის კოქტეილი ზღვის სანაპიროზე.. რა ჯობია სანაპიროზე, მწველი მზის ქვეშ, ზღვის ტალღების ხმაურში დასვენებისას, გემრიელი საზაფხულო ყავის კოქტეილის დაგემოვნება იქვე, სანაპიროდან ამოუსვლელად თუ შეგიძლია..


ხანდახან ეს პატარა დეტალია, დიდი შესვენებისას, რომ უმიზეზო სიამოვნებას მოგგვრის. თანაც ეს ყველაფერი სადმე ინდოეთის ოკეანის კუნძულებზე გადაღებული სარეკლამო რგოლიდან კი არაა, ჩვენს რეალობაშია, აქ და ახლა. პირდაპირ სანაპიროზე, გარუჯვისას, ან მეგობრებთან ერთად დროის გატარების პარალელურად ცივი ყავისა და ჩაის კოქტეილების დაგემოვნება მეამა ქოლექთი ზღვაზე შეგიძლიათ, და რაც მთავარია, მეამა ქოლექთის და თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებით.

დროა გაგაცნოთ, თიბისი კონცეპტისა და მეამა ქოლექთის შეთავაზება, რომელიც 10 სექტემბრის ჩათვლით მოქმედებს: თიბისი კონცეპტის მომხმარებლები, მეამა ქოლექთის ზღვისპირა ობიექტებში ცივი ყავის კოქტეილების სეტს სპეციალურ ფასად შეიძენთ.

მეამა ქოლექთის სანაპირო სივრცე - მალევე გახდა საყვარელი ადგილი როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე ზღვისპირელებისათვის. სანაპიროზე განთავსებული ორიგინალური დიზაინისა და კონცეფციის ღია სივრცეში შეგიძლიათ სხვადასხვა, სპეციალურად ამ ადგილისთვის შექმნილი ყავისა და ჩაის კოქტეილების დაგემოვნება და ახალი, საყვარელი გემოების აღმოჩენა, პარალელურად კი უამრავი საინტერესო გასართობით თავის შექცევა.

იაგერ ტონიკი ყავით და ციტრუსით, ესპრესოს პინაკოლადა, ცივი ყავა ირლანდიულად, მწვანე ჩაი ჯინ ტონიკით, ანანასში მოთავსებული ყავის კოქტეილი - ეს რამდენიმეა იმ საზაფხულო კოქტეილებიდან, რომელიც “მეამას” ყავის და ჩაის ბაზაზეა დამზადებული და სპეციალურად მეამა ქოლექთის სანაპირო სივრცისთვის შეიქმნა. სხვადასხვა გემოებში - საბავშვო, ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო საზაფხულო სასმელებში სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის შექმნილ კოქტეილების სეტებსაც აღმოაჩენთ.

მეამა ქოლექთი ზღვაზე შეგიძლია ბათუმის სანაპიროს ორ ლოკაციაზე აღმოაჩინო: 26 მაისის ქუჩასთან, სასტუმრო "შერატონის" მიმდებარედ და შ.ხიმშიაშვილის N18-ის მოპირდაპირედ, სასტუმრო "კოლიზეუმთან". 


ავტორი: თამარა ჭინჭარაული / AT.ge