ლუკა ნაჭყებიას გასტრო ბლოგი

ივნისი 16, 2022

თბილისში Საჭმლის ქუჩის ფესტივალი პირველად რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ, უბრალოდ ვიზიტორებისა და სხვადასხვა სტარტაპის სიყვარული და ერთგულება დაიმსახურა. ამ ბლოგში, ლუკა ნაჭყებია ქართული კულინარიის განვითარებაში Taste Tbilisi-ს მნიშვნელობის შესახებ მოგვიყვება და მცირე გასტრო გიდსაც გაგვაცნობს: 

“საჭმლის ქუჩის ფესტივალის Პირველივე გამოჩენიდან, შეიძლება ითქვას, მე მისი პოპულარიზაციის მონაწილე და მხარდამჭერი ვარ, ვინაიდან მინდა, რომ აქაურობა იყოს ძალიან კარგი და უფრო და უფრო უკეთესი შედეგები აჩვენოს. 


მე და ოთო ლეჟავა, რომელიც Taste Tbilisi-ს ორგანიზატორია, ვიზიარებთ კულინარიის განვითარების ერთ საერთო პათოსს და ორივე მივიჩნევთ, რომ რეალურად, კულინარია ვითარდება უშუალოდ ქუჩიდან, ანუ ხელმისაწვდომი ადგილიდან და არა მაღალი კულინარიიდან. ეს განპირობებულია იმით, რომ თუ გემრიელი და საინტერესო საჭმელი ქუჩის დონეზე არ იქნება ხელმისაწვდომი, მაშინ, - არ იქნება არსად.” 

ლუკა ნაჭყებია

ამ პათოსისა და ემოციის დახმარებით, უკვე მეხუთე წელია, რაც ქუჩის საჭმლის ფესტივალი ტარდება და მომხმარებლებს ყოველ წელს განსხავევბულ და საინტერესო კონცეფციას სთავაზობს. თუმცა, აქ უცვლელად ისეთი ადამიანები იკრიბებიან, რომლებსაც გადახალისებული, გათანამედროვებული კერძების ხილვა და კულინარიული სიახლეების მოსინჯვა სურთ.

“ქართული კულინარია, ზოგადად, ძალიან გამბედავია, თუმცა ისევე როგორც ყველგან სამყაროში, აქაც ის მომენტია, რომ ხალხის მცირე ოდენობას აქვს რაღაც ახალის მიმღებლობა, ხოლო დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. Massimo Bottura-საც კი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი შეფია, თავის რესტორანშიც - Osteria Francescana-ში, ჰქონია მსგავსი პრობლემა, თუმცა დღეს ეს რესტორანი მსოფლიოში საუკეთესოდ არის მიჩნეული. აქ, ამ ფესტივალზე, ვხედვათ ნათელ ნიმუშსს იმისას, რომ ხალხი ბედავს და სწორედ ამ გამბედაობითა და პატარ-პატარა ნაბიჯებით ვითარდება კულინარიული გარემოც და შემდეგ, “word-of-mouth” თემაც თავისას შვება.” 

ქართულ გასტრო ბაზარზე ბევრ სიახლეს ქუჩის ფესტივალი ნერგავს. ამ სივრცის ორგანიზატორების ოცნებაც სწორედ ეს არის, რომ ადრე თუ გვიან, ის რაც ფესტივალზე ხდება იქცეს ჩვენს ყოველდღიურობად.

Taste Tbilisi-ს წლევანდელი თემა ქართული ელემენტები და გემოებია, რასაც თითოეული მონაწილე სათანადოთ, თუმცა მისთვის დამახასიათებელი ნოტებით პასუხობს. Პირველი ორი კვირის განმავლობაში, დედაენის ბაღში ისეთი ობიექტებიც ვიხილეთ, რომლებიც, აქამდე მხოლოდ მაღალ კულინარიაში გვხვდებოდნენ. ამ ნაბიჯით, მაღალი სარესტორნო მხარე ხელს უწყობს ახალი კულინარიული ერის დაწყებას.

“წელს მნიშნველოვანია, რომ ყველაფერი იყოს ქართული და ყველგან, აი “ჯეკუნაშიც” კი ქართული გემოებისთვის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად აჯიკა დაამატეს. ყველგან რაღაც ქართული ხდება და ეგ კარგია, რადგან სწორედ ამ დროს შეიძლება რაიმე მართლა კარგი დაიჭირო, რაც ქართულ კულტურაში დარჩება.


მნიშნველოვანია ის, რომ ქუჩის საჭმელი უფრო აზიის ფენომენია, ვიდრე ევროპის და მაშინ, როცა მთელი მსოფლიო მიილტვის აზიისკენ, რადგან მრავალფეროვნება სწორედ მანდაა, ჩვენ, რატომღაც, კულინარიის ამ რაკურსში, ევროპისკენ ავიღეთ გეზი და ეს ფესტივალი, რაღაცნაირად, აზიურ სულისკვეთებას გვმატებს, რაც თავისთავად კარგია კულინარიისთვის. Ნელ-ნელა ყველა ხვდება, რომ ქუჩის საჭმელი არის სწორი და საჭირო გზა, რადგან ზოგადად სამყარო აჩქარდა და სწრაფი კვება ყველას სჭირდება.” 

ამ ორი კვირის განმავლობაში, ქართული მოტივებით შექმნილი და გადახალისებული ბევრი ისეთი კერძიც ვიხილეთ, რომლის ქუჩაში წარმოდგენა აქამდე შეუძლებლად გვეჩვენებოდა. ლუკას თქმით, კულინარიაში Წარმატებისაკენ მიმავალი გზა სწორი ემოციისა და განწყობის შექმნაზე გადის და ფესტივალზე წარმოდგენილი თითოეული ობიექტი სწორედ ამას აკეთებს. 

“აქ გამოსვლით თითოეული მონაწილე დიდ საქმეს აკეთებს და აღებულ პასუხისმგებლობას ყველა შესანიშნავად გაუმკლავდა. აქ არ არის მთავარი მიზანი კომერციული, აქ მთავარი ამ ობიექტების გამბედაობაა. Შეიძლება პირველ და მეორე ჯერზე არ გამოგივიდეს, მაგრამ საბოლოოდ, რასაც საუცხოოდ კარგს მაინც შექმნი. თუმცა, რაც მე ძალიან სუბიექტურად გამიხარდა, არის: “მეფე და ჩიტის” სულისკვეთება იმიტომ, რომ ქართული რესტორნის გათანამედროვებას მისი გაძვირების გარეშე აკეთებენ ისე, რომ ხარისხს კი არ კარგავენ, უმატებენ კიდეც. ყველაფერი აქვთ ძალიან გემრიელი: ხინკალი, რომელსაც ცხვარი ურევია, დევს ტარხუნის წვენში და მოსახერხებელი შეფუთვის გამო, მირთმევის პროცესიც კი სასიამოვნო და კომფორტულია. რაც მთავარია, ეს არის ხინკლის ბუნებრივი ევოლუცია, რადგან ხინკალი ოდესმე აუცილებლად უნდა გასულიყო კედლებს გარეთ.

მნიშვნელოვანი ობიექტია, “ბარბარესგან”, იმიტომ რომ დიდი ხანია მაღალი კულინარიის ინდუსტრიაში არიან და მათგან გადადგმული ნაბიჯი, რომ გადმოსულიყვნენ street food-ში თანაც მაშინ, როცა ეს მათ არაფერში სჭირდებოდათ, რადგან ძალიან მყარად დგანან თავიანთ ნიშაში, არის კარგი მაგალითი და სიმამაცის მიმცემი სხვებისთვის. ფესტივალის ფარგლებში, ობიექტმა სიახლედ კუჭმაჭი ელარჯში შემოგვთავაზა. 

ასევე, მოვიხიბლე “თამთაკის” გამოჩენით, რომელსაც თავისი უნიკალური თამთაკები აქვს და მინდა აღვნიშნო “ჯეკუნაც” იმიტომ, რომ ეს ობიექტი, შეიძლება ითქვას, ვეგანური სამზარეულოს ბურჯია საქართველოში და ჯეკფუდს აკეთებენ და თავიანთი ნიშა ძალიან კარგად უჭირავთ. Საინტერესოა დიტრიხაც, რომლისგანაც დღითი დღე უფრო მეტს ველოდებით. 

რაც შეეხება “შოთის”, მათ შარშანაც ძალიან სასიამოვნოდ გაგვაოცეს და რაც მთავარია, ხარისხი წელსაც უჭირავთ. თუმცა, ისიც ვიცი, რომ მათი ნიჭისა და უნარების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტი შეუძლიათ შემოგვთავაზონ და ამას აუცილებლად ველოდები. 

ასევე, ძალიან საინტერესოა, რომ დაახლოებით 3 წლის წინ, მქონდა ქართული სამზარეულოს ვოკში გადატანის მცდელობა და რამდენიმე ლექცია ჩავატარე ამ მიმართულებით. Მიმაჩნია, რომ ბუნებრივი ნაბიჯია ის, რომ ქართული კერძებიდან რაღაცები ვოკში გადავიდეს, რადგან ქართულ კულინარიას ამის მიმღებლობა აქვს. Სწორედ 3 წლის წინ, street food ფესტივალზე გავაკეთე ვოკში გაკეთებული ოსტრი ატრიაში და წელს, აქ, უკვე ჩაქაფული შემხვდა ვოკში. ეს ძალიან კარგი ნიშანია იმისა, რომ ხალხი იმ სულისკვეთებას იზიარებს, რომელიც აუცილებელია განვიტარებისთვის და ძალიან მიხარია, რომ სწორი ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ”. 

Როგორც გავარკვიეთ, Მომდევნო საჭმლის ქუჩის ბაზრობა შემოდგომაზე იგეგმება. Ხოლო მანამდე, 18-19 ივნისს Taste Tbilisi-ს შეგიძლია ესტუმრო და ლუკას გასტრო გიდი საკუთარ თავზე გამოსცადო. აღმოაჩინე მრავალფეროვანი სტარტაპები, რომლებიც დედაენის ბაღში დაგხვდებიან.