თაობა

რატომაა მნიშვნელოვანი “ნაყინის შესვენაბა”?

სექტემბერი 08, 2025

თუ 18-23 წლის ხარ და შენი ყოველდღიურობა უეცრად ორმაგად სწრაფად მიდის, უკვე დავალებებსა და დედლაინებში ხარ ჩაფლული, ან იმის გამორკვევის პროცესში ხარ - რა გინდა რომ აკეთო, იცოდე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელია, აუცილებლად გაქვს დრო საკუთარ თავზე ზრუნვისა და მენტალურ ჯანმრთელობაზე ყურადღების დათმობისთვის.

ახალ ყოველდღიურობაში პატარ-პატარა რიტუალების დამატებით, შეგიძლია დღის განმავლობაში გამოყო დრო, როცა უბრალოდ მომენტით ისიამოვნებ. შეიძლება ეს იყოს შენი საყვარელი სიმღერის მოსმენა, რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზე გაყენებს, სერიალი, რომელსაც გამოცდებს შორის დანაშაულის გრძნობის გარეშე უნდა უყურო, ან კომფორტული საჭმელი, რომელსაც ყოველთვის შინაგანი სიმშვიდის შეგრძნება ახლავს.

ბევრისთვის ნაყინი სწორედ ასეთია. ბავშვობის ტკბილი ნოსტალგია, რომელიც უკვე ზრდასრულებისთვისაც საკუთარ თავზე ზრუნვისა და დაჯილდოების პატარა ფორმად იქცა.

“The only thing that could make this day better is ice cream.” - Michael Scott, The Office, S4E2

თიბისი და ლუკა პოლარე სწორედ შენი ზრდასრულობის პირველი ეტაპების გამარტივებისთვის გაერთიანდნენ. ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას ლუკა პოლარეში ახალი თიბისი ბარათით თიბისის ტერმინალზე გადახდისას 15%-ს მომენტალურად დაიბრუნებ - ჯამში თვეში მაქსიმუმ 20 ლარს.

ლუკა პოლარე უკვე 15 წელია არსებობს და დღეს 5 ქალაქში, 24 სხვადასხვა ლოკაციაზე დაგხვდება. 60-მდე სახეობის ნაყინს შორის კი აუცილებლად იპოვი ისეთ გემოს, რომელიც ნებისმიერ დღეს უკეთესობისკენ შეცვლის.წარმოიდგინე ეს პატარა რიტუალი, როგორც ხუთწუთიანი პაუზა, როცა გონებას ასვენებ, ლექციის შემდეგ თავს აჯილდოებ ან უბრალოდ თავს ახსენებ, რომ თუნდაც ყველაზე არეულ დღეებში, შეგიძლია საკუთარ თავს სიამოვნების უფლება მისცე.

როცა დღე ზედმეტად ამაღელვებლად მოგეჩვენება, მოძებნე ლუკა პოლარეს ყველაზე ახლო ფილიალი და არ დაგავიწყდეს ახალი თიბისი ბარათი. თუ ფიზიკურად ბარათის ტარება არ გიყვარს, შეგიძლია ციფრული ბარათი მობაილბანკიდან 1 წუთში გაიაქტიურო და ციფრულ საფულეში დაამატო.

 

ნახე შეთავაზების დეტალები.

ნახე შეთავაზების დეტალები აქ