აგვისტო 30, 2024
მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე დღის განმავლობაში ბევრი ადამიანისთვის მთავარი ადგილია დროის გასატარებლად, რადგან სხვადასხვა ინტერესზე მორგებული მრავალფეროვანი სივრცეების გაერთიანება ქმნის გარემოს როგორც სამუშაოდ, ისე განსატვირთად და სიახლეების აღმოსაჩენად.
აქ შეხვდებით კომფორტულ სამუშაო და საგამოფენო სივრცეებს, ბიბლიოთეკას, ჯანსაღ კერძებზე ორიენტირებულ კაფესა და კოლექციას - საერთაშორისო და წამყვანი ბრენდების უამრავი საინტერესო ნივთით.
ლიზა ტრაპაიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც მარჯანიშვილის 7-ში დროს ხშირად ატარებს, ლიზა თავის საყვარელ სივრცეებზე, აქტივობებზე, აღმოჩენებზე მოგვიყვება და თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გვამოგზაურებს.
დილის რუტინა - გზა სახლიდან სამუშაო სივრცემდე…
ჩემი დილა იწყება ძალიან ადრე, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან ერთად. საუზმის შემდეგ ვარჩევ ხალისიან მუსიკას, რაც მიქმნის დღის განწყობას და ასე მივდივარ მარჯანიშვილზე...
პირველი, რასაც თიბისი კონცეპტის სივრცეში შემოსვლისას ვაკეთებ…
გეზს ვიღებ იმ სივრცისკენ, სადაც ჩემი საყვარელი ცივი ამერიკანო მელოდება.
საყვარელი კერძები მულტიფუნქციური სივრცის კაფედან…
რადგან ყველაფერი ძალიან მომწონს, რთულია ამორჩევა, მაგრამ ჩემი საყვარელი კერძი ქათმის მსუბუქი სალათაა.
ბოლო დროს აღმოჩენილი წიგნი ბიბლიოთეკაში…
ჩემი ბოლო დროის აღმოჩენაა TASCHEN-ის გამოცემა ტადაო ანდოს გენიალურ ხედვასა და მის ამოუწურავ ფანტაზიაზე. ვფიქრობ, ეს ჩემს სამაგიდო წიგნად გადაიქცევა.
გვირჩიეთ ერთი წიგნი საზაფხულო დასვენებისთვის…
ახლა დავიწყე ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონი“ და შემდეგ აკა მორჩილაძის „ობოლეს“ წავიკითხავ.
გამოფენა, რომელიც ბოლო დროს დაგამახსოვრდათ თიბისი კონცეპტის სივრციდან ან აქ აღმოაჩინეთ…
ვერა ფაღავა მისი თანამედროვეობის ასახვით, ფერებით და ფორმებით ყოველთვის მემახსოვრება.
თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში აღმოვაჩინე ლადო ალექსი-მესხიშვილის გამოფენა “ - არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე”, - რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გამაკვირვა რეტროსპექტიული გამოფენის სრულყოფილებამ.
როგორ ატარებთ მუშაობის დროს 15-წუთიან შესვენებას?
გარე სივრცეში, სუფთა ჰაერზე, შემიძლია 15 წუთი ვიმყოფინო განსატვირთად.
ყველაზე მყუდრო ადგილი თიბისი კონცეპტის სივრცეში…
ბიბლიოთეკაში, ყველაზე წყნარ და ლამაზ ინტერიერში ვპოულობ სიმყუდროვეს.
ადგილი მარჯანიშვილის 7-ში, სადაც ყველაზე მეტ ადამიანს შეხვდები…
შიდა ეზოში ყოველთვის ხალხმრავლობაა.
მოგვიყევით თიბისი კონცეპტის კოლექციაში წარმოდგენილი "პოსტეროს" შექმნის იდეისა და შთაგონების შესახებ, რა არის ბრენდის მთავარი პროდუქტები?
პოსტერო 3 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა., მისი შექმნის იდეა მე და ჩემს მეგობარ ნინის გვეკუთვნის.
სწორედ ნინის ბაბუის, მხატვარ ოთარ ჯიშკარიანის ნამუშევრებზე დაყრდნობით იქმნება პოსტეროს ნივთები, რომლებიც ქართულ ენასა და ჩვენს უნიკალურ დამწერლობას აცნობს საზოგადოებას.
რომელია "პოსტეროს" ის ნივთები, რომლებიც ზაფხულის დღეებს გაალამაზებს?
ინტერიერში პოსტეროს ანბანის ლარნაკში ჩაწყობილი ბევრი მინდვრის ყვავილი, ფერადი ანბანის შარფები კი კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.
საყვარელი ნივთი, რომელიც თიბისი კონცეპტის კოლექციაში შეგიძენიათ…
დღიური ,,მდუმარე ქალაქები” ვერა ფაღავას გამოფენიდან.
ნივთი თქვენი Wish List-იდან…
კუსამას ყვითელი ,,გოგრა”.
მთავარი მიზეზი, რის გამოც ირჩევთ თიბისი კონცეპტის სივრცეს…
კარგი ლოკაცია, კომფორტული გარემო, გემრიელი კერძები, მომღიმარი თანამშრომლები და მყუდრო ინტერიერი.
ავტორი: გვანცა ჩანადირი/Hammock Magazine
ფოტო: სალი დუნდუა