სექტემბერი 05, 2024
ახალი სასწავლო წლისთვის მზადება ყველასთვის ამაღელვებელი პროცესია, რომელსაც სექტემბერში შესაძენი საინტერესო პროდუქტებით სავსე ჩამონათვალი სდევს.
2-დან 9 სექტემბრის ჩათვლით, თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, შერჩეულ ობიექტებში შეძენისას თიბისის ბარათით 50%-მდე თანხას დაიბრუნებ.
ამ ბლოგში კონტენტ კრეატორი ლიზა მიქაძის სპეციალურად Back 2 School-ისთვის შექმნილ სურვილების სიას ნახავ, რომლის ყველა ნივთზე თიბისის შეთავაზება მოქმედებს.
ჯინსი Reckless-ის კოლექციიდან
Reckless ქართული ბრენდია, რომელიც ტანსაცმლის ორიგინალური დიზაინის საშუალებით ახალგაზრდების შინაგან ხმას გადმოსცემს და მათ თვითგამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. ბრენდის ტანსაცმელი და აქსესუარები ახალგაზრდებს შორის დიდი პოპულარობით სწორედ ამიტომ სარგებლობს.

Miniso-ს უსადენო დამტენი
Miniso-ს უსადენო დამტენი ისეთი ნივთია, რომელიც ჩანთაში ყოველთვის უნდა გქონდეს. არც დიდ ადგილს დაიკავებს და მშვიდად ყოფნის საშუალებასაც მოგცემს.

წიგნი ბიბლუსისგან
Ბიბლუსში ნებისმიერი ასაკისა თუ ინტერესის ადამიანი იპოვის საკითხავს, მათ შორის უახლეს გამოცემებსა, მსოფლიო ბესტსელერებს, BookTok-ის საყვარელ წიგნებსა თუ კლასიკურ ნაწარმოებებს.
Სასწავლო ლიტერატურის პარალელურად, საკუთარი წარმოსახვითი სამყაროს შექმნისა და განტვირთვისთვის ბიბლუსში ათასობით წიგნი გელოდება.
ფეხსაცმელი ICR-დან
Back 2 School კვირეული სექტემბრის საშემოდგომო საყიდლებისთვის საუკეთესო დროა. როგორც სპორტული, ისე კლასიკური ფეხსაცმელების ფართო არჩევანს ICR-ის ვებგვერდსა და ფიზიკურ მაღაზიებში აღმოაჩენ.
KIKO-ს გლოსი
KIKO Milano-ს გლოსი TikTok-ზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელიც ერთგულ მომხმარებლებს შორის აქტუალურობას თითქმის 1 წელია არ კარგავს.
