ბიზნესი კულტურა

კონტენტ მხარდაჭერა სტარტაპებისთვის - თაია, N9 Gallery

თებერვალი 28, 2023

თიბისი უკვე 2 თვეა, სტარტაპერების მხარდასაჭერ პროექტზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც სტარტაპ კურსის მონაწილე სამ გამორჩეულ ბიზნესს — “თაიას”, “N9 Gallery-სა” და “ჩინის” - საკომუნიკაციო კამპანიისთვის საჭირო ფოტო და ვიდეო კონტენტის გადაღებაში ეხმარება.

LAAP Studio ხუთი წლის წინ დაარსდა და, როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, ერთ ერთი პირველი ფოტოსტუდია იყო, რომელიც კომერციულ ფოტოგრაფიაში სპეციალიზირდებოდა. კომპანია დღეს სრულფასოვანი ფოტო/ვიდეო სტუდიაა. LAAP STUDIO-ს გუნდი 20-მდე ადამიანისაგან შედგება და პროექტის სრული ციკლი ერთ სივრცეში ხდება — კონცეფციის მოფიქრებიდან აღსრულებამდე. საბოლოოდ კი გუნდი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდებისთვის მაღალი ხარისხის, პროფესიონალურ ვიზუალურ კონტენტს ქმნის.


ამ ეტაპისთვის LAAP Studio-მ უკვე 2 სტარტაპის მხარდაჭერა შეძლო. მის ანგარიშზე 50-ზე მეტი ფოტო და 3 ვიდეოა.


წაიკითხე ბლოგი და გაეცანი პროექტის განმავლობაში გადაღებულ ფოტო კონტენტს.

N9 Gallery საგამოფენო სივრცეა, რომლის მიზანიცაა, პოპულარიზაცია გაუწიოს ახალგაზრდა, ნიჭიერ და გემოვნებიან არტისტებს, აგრეთვე ითანამშრომლოს ყველა საინტერესო ავტორთან და ამით კიდევ უფრო ფერადი გახადოს მომხმარებლის დღე.

თაია შენი საყვარელი, ადგილი, სახლი, ნივთია, რომელიც უმცირეს ზომებშია გადმოტანილი, ეს არის ემოცია, რომელსაც შეგიძლია ხელით შეეხო.


მინიატურების დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია, თავისი საყვარელი მოგონებები ხელშესახებ ნივთებად აქციოს, საყვარელ ადამიანს აჩუქოს ან სულაც თავისთვის შეინახოს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მესამე სტარტაპის, "ჩინის" ვიდეო და ფოტო კონტენტით უზრუნველყოფაც. სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ როგორც სტარტაპერის, ისე LAAP Studio-ს Facebook გვერდს.