სიახლეები თაობა

ქუთაისმა იცის...

ასეთი ქალაქია ქუთაისი, ქუთაისმა იცის გულშემატკივრობა ⚽️ თიბისი - ქუთაისის „ტორპედოს” მთავარი მხარდამჭერი
🩵

თებერვალი 14, 2025

ქუთაისი ისტორიული ქალაქია. არა მხოლოდ იმ მდიდარი ისტორიული წარსულის გამო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაგროვდა, არამედ იმიტომაც, რომ აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ისტორიას, რომელიც აქაურია, ავთენტურია და მხოლოდ ქუთაისმა იცის.

© გიორგი ნაკაშიძე

ქუთაისმა იცის რომ ეს ისტორია 1946 წელს იღებს სათავეს. სწორედ მაშინ, ქუთაისის ავტოქარხნის ბაზაზე დაიბადა “ტორპედო” და მას შემდეგ, “ტორპედოს” გულშემატკივრობაც უბრალოდ ქუთაისში დაბადებით იწყება.

რომელი თაობის წარმომადგენელიც არ უნდა იყო, თუ ქუთაისელი ხარ, ეს ნიშნავს რომ ხარ “ტორპედოსკენ”.

© გიორგი ნაკაშიძე


ეს მხოლოდ საფეხბურთო გუნდი არ არის ამ ქალაქისთვის. ყველა ადამიანსა და ყველა სკამს ტრიბუნაზე განსაკუთრებული ისტორია უკავშირდება - იუმორნარევი, გულიანი და რაც მთავარია, სიყვარულით სავსე. ამ ისტორიების ნაკრებია ქუთაისის ტორპედო და არა მხოლოდ ფეხბურთელების გვარების.


ქუთაისმა იცის რომ ქორწილიდან პირდაპირ თამაშზე მოსვლა ჩვეულებრივი ამბავია.

© გიორგი ნაკაშიძე

იცის პირობის დადება და გამარჯვების შემთხვევაში შესრულება. თავისი გუნდის ღირსეული დახვედრაც იცის და მოწინააღმდეგისაც.

© გიორგი ნაკაშიძე

ქუთაისმა იცის იმ ადამიანების დაფასება რომლებსაც ტორპედოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით. მათთვის საყვარელ ადგილსაც გამორჩეული ლეგენდის რამაზ შენგელიას სახელი დაარქვეს.

© გიორგი ნაკაშიძე

ახსოვთ ძოძუაშვილის და ყიფიანის მწვრთნელობისას მოგებული საქართველოს ჩემპიონატი - ზედიზედ სამჯერ. მესამე გამარჯვების ისტორიას კი თითქმის ყოველდღე იხსენებენ.

ქუთაისმა ერთგულებაც იცის და ეს ყველაზე კარგად იმ წლებში დამტკიცდა, როცა გუნდი წარმატებას ვერ აღწევდა და სხვადასხვა მიზეზების გამო უფრო დაბალ დივიზიონშიც დაქვეითდა. ამ დროს “ტორპედო” გულშემატკივარმა არ მიატოვა, ყველაზე მძიმე დროს გუნდს გვერდით დაუდგა და სირთულეების გადალახვაშიც ლომის წვლილი შეიტანა.

© გიორგი ნაკაშიძე

ფანების მოგებული თამაში იცით?


აი, ქუთაისმა იცის, გაუკეთებიათ ბევრჯერ.

ქუთაისმა იცის როგორ გახადოს ყოველი მატჩი დაუვიწყარი შეძახილებითა და გადაძახებებით. იუმორი ხომ იცის და იცის ქუთაისმა.

© გიორგი ნაკაშიძე

მატჩის დღეს ქუთაისელები მხოლოდ საფეხბურთო კლუბს არ გულშემატკივრობენ, ისინი თავიანთ საყვარელ ქალაქს ქუთაისს გულშემატკივრობენ.


ამიტომაც არის ეს ადგილი პატარა ქუთაისი - აქ გვხვდება ყველაფერი ის, რაც ქუთაისში და ქუთაისელებში გვიყვარს.


ასეთი ქალაქია ქუთაისი და ასეთი გუნდია ტორპედო.

ქუთაისმა იცის გულშემატკივრობა.

ავტორი: დავით კილაძე

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე