აპრილი 13, 2023
„საუკეთესო რამ სურათში არის ის, რომ ის არასდროს იცვლება, განსხვავებით მასზე ასახული ადამიანებისგან“
- ენდი უორჰოლი
„ქოლგა თბილისი ფოტო" წელს უკვე 22-ე ფესტივალს ატარებს. მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, მისი მიზანი არა მხოლოდ გამარჯებულების გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფიის საქართველოსთან დაკავშირება და ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობაა.
ფოტო: დათო ქორიძე, Francisco Gonzalez Camacho, Javier Arcenillas
კონკურსში მონაწილეობა 45 ვეყნის 440-მა ფოტოგრაფმა მიიღო.
ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო 2023" ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე, ინდუსტრიულ სივრცეში გაიმართება. კონკურსის ფარგლებში, 4 მაისს 20:00-ზე ჟიური გამარჯვებულებს 5 კატეგორიაში გამოავლენს:
- დოკუმენტური სერია
- რეპორტაჟი
- კონცეპტუალური ფოტო პროექტი
- ერთი კადრი
- მობილური ფოტოგრაფიის ერთი კადრი
ფოტო: Fabian Ritter

ფოტო: Nicola Zolin

ფოტო: იაკობ სებისკვერაძე

ფოტო: Torsten Schumann
ფოტოკვირეული 5 მაისიდან უმასპინძლებს რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას.
ფესტივალის ფინალისტებსა და პროგრამას გაეცანით - https://kolga.ge/-ზე.
ფოტო: Andrey Ivanov
ფოტო: სოფია ფირცხალავა