კულტურა

"ქოლგა თბილისი ფოტო" 2022

TBC x KOLGA | პარტნიორობის 18 წელი

აპრილი 21, 2022

„საუკეთესო რამ სურათში არის ის, რომ ის არასდროს იცვლება, განსხვავებით მასზე ასახული ადამიანებისგან“

- ენდი უორჰოლი

"ქოლგა თბილისი ფოტო" წელს უკვე 21-ე ფესტივალს ატარებს. მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, მისი მიზანი არა მხოლოდ გამარჯებულების გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფიის საქართველოსთან დაკავშირება და ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობაა.

ფოტო: Dina Alfasi | Karl Mancini | Dina Alfasi

1 აპრილს ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის წლევანდელი საერთაშორისო ფოტო კონკურსის - ჟიურის მიერ შერჩეული ფოტოპროექტების სია, ე.წ. Shortlist გამოქვეყნდა.


კონკურსში მონაწილეობა 30-მდე ქვეყნის 400-მდე ფოტოგრაფმა მიიღო.

ფოტო: Arne Piepke, დოკუმენტური სერია - Anecdotes from an unfamiliar land

ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო 2022" ორწლიანი პაუზის შემდეგ ფიზიკურად გაიმართება. კონკურსის ფარგლებში, 6 მაისს ჟიური გამარჯვებულებს 5 კატეგორიაში გამოავლენს:

ფოტო: Isabella Franceschini, დოკუმენტური სერია - Becoming a citizen

  • დოკუმენტური სერია
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტო პროექტი
  • ერთი კადრი
  • მობილური ფოტოგრაფიის ერთი კადრი

ფოტო: Cesar Desfuli, დოკუმენტური სერია - Bonjul to Biella

ფოტოკვირეული 7 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას.


ფესტივალის ფინალისტებსა და პროგრამას გაეცანით -  https://kolga.ge/-ზე.

ფოტო: Ole Witt, დოკუმენტური სერია - Food Sync

ფოტო: Filippo Ferraro, დოკუმენტური სერია - Lost Roots: the Olive Trees Apocalypse in Italy

ფოტო: Tamara Eckhardt, დოკუმენტური სერია - Youth of the Island Field

ფოტო: Luca Specchio, რეპორტაჟი - Young Brothers

ფოტო: Dina Alfasi, მობილური ფოტო - Long Journey

ფოტო: Himanshu Roy, მობილური ფოტო - Jumper Boy

ფოტო: Tamar Meparishvili, ერთი კადრი - Frozen Lisi Lake Walking

ფოტო: Danila Tkachenko, კონცეპტუალური პროექტი - Acid

ფოტო: Mikheil Kurdadze, კონცეპტუალური პროექტი - Another Planet Seems to be Too Close to Me