ოქტომბერი 16, 2019

19 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate) რიგით მესამე ფესტივალი – „Jazz and Wine“ გაიმართება. ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობენ: ოზ ნოის ტრიო ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად, ბრიტანული ჯგუფი “MF ROBOTS” და იტალიური ბენდი “Sugerpie & Candymen”.
Jazz and Wine“-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება – ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს.
წელს “Jazz & Wine“-ის პარტნიორია ქართული ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“, რომელიც სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტის, ტესლა მოდელ 3 -ის გამოცდას გეგმავს. ელონ მასკის ტესლა მოდელ 3 უკვე აიქარის გაზიარების სერვისშია.

„Jazz & Wine“ – ის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა გამოცადოს ელექტრო-მობილი და ნახოს მისი უნიკალური შესაძლებლობები.
თიბისი სტატუსის მომხმარებლები კონცერტების ბილეთის tkt.ge-ზე შეძენისას 20%-იანი ქეშბექითაც ისარგებლებენ.
ფესტივალის პროგრამა:
19 ოქტომბერი, შაბათი
13:00-15:00 საათი, წინანდლის პარკი – ტესლა მოდელი 3-ის ტესტ-დრაივი
14:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი – Sugerpie & Candymen-ის კონცერტი
ქართული ღვინის დეგუსტაცია
მაურიციო სიცილიანოს კულინარიული შოუ (იტალია)
19:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი – ოზ ნოის ტრიოს კონცერტი ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად
22:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი – MF ROBOTS”-ის შოუ