მუსიკა | ცა

იანვრის ქართული მუსიკა Vol.22

Tsa.Music

თებერვალი 15, 2022

Pluto's Plan - Welcome To Earth

თბილისური ლეიბლი Pluto’s Plan აგრძელებს კომპილაციების სერიის გამოქვეყნებას, „Welcome To Earth“ მათი მესამე კრებული,ა რომელიც ქართველი და უცხოელი პროდიუსერების რჩეულ 10 საცეკვაო ტრეკს მოიცავს.

Gacha Bakradze – Out

გაჩა ბაქრაძის აღნიშნული EP, პანდემიამდე ლონდონურ ლეიბლზე „AD.93“-ზე უნდა გამოსულიყო, თუმცა აღნიშნული პროცესი გადაიდო და შესაბამისად მუსიკოსმა იანვარში თავად დაარელიზა იგი Bandcamp-ის მეშვეობით.

Nikakoi – Paris 99

CES Records განაგრძობს ნიკა მაჩაიძის მუსიკალური ანთოლოგიის სერიის გამოშვებას და ამჯერად მუსიკოსის პირველ დემო ალბომს „Paris 99”-ის სახელწოდებით გვთავაზობს, რომლის მეშვეობითაც Nikakoi-მ  RFI-ის გრანპრი მოიპოვა.

Nvs - Forgetting The Nightmare

ქართველი საცეკვაო მუსიკის პროდისერის, Nvs-ის მელოდიური 4 ტრეკისგან შემდგარი EP.

ბანძი სიმღერები - TrianguLove

ბანძი სიმღერების უკან არც ისე ბანძი მუსიკა იმალება - ეს პროექტი მუსიკოს სანდრო თავართქილაძეს ეკუთვნის, რომლის ფარგლებშიც 2014-2017 წლებში უამრავი კომპოზიცია ჩაიწერა.  აღნიშნული ალბომის გარდა, ამავე პროექტით იანვარში კიდევ ერთი რელიზი, VERY MODERN, EVERYTHING STRAIGHT SAYING, VERY INNOVATIVE AND INTIMATE ALBUM​!​!​! გამოვიდა.

MKSS  - Policlinic

ანონიმური ემბიენთ პროდიუსერი თბილისიდან, რომელიც თავის ახალ EP-ში ქალაქის ურბანული გარემოს გადმოცემას ცდილობს.

moozy  - Tribute to the Caretaker: Interview With Existence

რამდენადაც ჩემს „ინტერნეტ გამოძიების“ უნარებს მივენდობით, ამ პროექტის უკან ქართველი პროდიუსერი ლუკა გოდერიძე უნდა იმალებოდეს. მისი აღნიშნული ალბომი ბრიტანელი მუსიკოსის, ლეილანდ კირბის იგივე The Caretaker-ის მუსიკის მიმართ მიძღვნაა.

evmar  - Artificial Exits

მარიამ კავილაძე, იგივე evmar სამი კომპოზიციისგან შემდგარ ახალ EP-ს აქვეყნებს.

VAQO – Land Of Kartvelians

ვახტანგ ქანთარიამ 2022 წლის დადგომისთანავე შემოგვთავაზა კიდევ ერთი ახალი ალბომი, “Land Of Kartvelians”, რომელიც ავსტრიულ ლეიბლზე „Studio Hundert Records.“ გამოვიდა. ფსიქოდელიური როკი, ქანთრი თუ ფოლკი ისევ საინტერესოდ ენათესავება აღნიშნულ რელიზში ერთმანეთს. „წარსულით სიამაყე არაფერია მიღწევების განვითარების გარეშე. ეს დიდი და ისტორიული დანაშაულია“ - ასეთია ახალი ალბომის კონცეფციაც და მუსიკოსის სათქმელიც.

The Polar Monk – The Night

The Polar Monk ქართული ინდი პოპ/როკ ბენდია, რომელმაც გასული წლის აგვისტოში სადებიუტო ალბომი გამოუშვა. ამჯერად ჯგუფი ახალ სინგლს “The Night” გვთავაზობს.

Foi Mal - "Teeth"

ქართველი მუსიკოსი, დიმიტრი ბუჟიაშვილი იგივე Foi Mai მომავალი ალბომიდან პირველ სინგლს და ვიდეო კლიპს ავრცელებს.

Holy Moly – Running EP

თბილისური დუეტი Holy Moly ბრიტანულ ლეიბლზე Capital Heaven 6 ტრეკისგან შემდგარ EP-ს აქვეყნებს.

Sadboi In AnmanLand - არაუშავს

Sadboi In AnmanLand ეს ლონდონში დაფუძნებული დუეტია, რომელიც ქართველი ანამარია ბურდილისგან და პარიკ ჰემინგტონისგან შედგება.მათი მუსიკალური სტილი ჰიპერ-პოპის, ჰიპ-ჰოპისა და ელექტრონული მუსიკის კავშირებზე გადის. ყველაფერთან ერთად აუდიო ელემენტს ვიზუალური ნაწილიც ემატება და ერთიანად საინტერესო მუსიკალური პროდუქტი იქმნება. (თანაც ქართულ ენაზე) ამის ნათელი ილუსტაციაა დუეტის პირველი სინგლი „Don’t Slip”, რომელიც ქართული მუსიკისთვის სრულიად ახალი, აქაურობისთვის დამახასიათებელი მელანქოლიის გარეშე აბიჯებს ჩვენს სივრცეში. ვფიქრობ პერსპექტივაში მათი მუსიკა შეიძლება საკმაოდ ატაცებულიც კი გახდეს ადგილობრივი აუდიტორიის მიერ, ვინაიდან ყველაფერი გააჩნია იმისთვის რომ ახალი თაობასთან კავშირები გააბას. მოკლედ დასაწყისი კარგია და უკვე მეტიც გვჭირდება, დაველოდოთ რას შემოგვთავაზებს დუეტი სამომავლოდ.

Psicokex - Trip&nophobia Fm41.5'

2020 წელს ჩამოყალიბებულმა ქართულმა ბენდმა „ფსიქოკექსმა“ ახალი კომპოზიცია „- Trip&nophobia Fm41.5'“ გაავრცელა.

Sandro Besta - Ironic Ukulele

ქართველი კომპოზიტორი და შემსრულებელი, სანდრო ბესტავაშვილი, რომელიც გასულ წელს ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში ჩაირიცხა, ახალ სინგლს და მასზე შექმნილ ვიდეო კლიპს აქვეყნებს.

Gerka - Stand Together

თბილისელი მუსიკოსი, ლუკა გერაძე იგივე Gerka ახალ სინგლს, “Stand Together” აქვეყნებს.

OD-MLN – Dielo

ახალგაზრდა ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის,  ოთო მელანაშვილის სადებიუტო სინგლი ალბომიდან, რომელიც აპრილში გამოვა.

სელექცია: ჯაბა შავიშვილი