სიახლეები

IT აკადემიის ახალი კურსები

2020 წელს აკადემიაში 200-ზე მეტი ადამიანი მიიღებს განათლებას.

თებერვალი 25, 2020

„თიბისი IT აკადემიაში“ UX-ის (User Experience/მომხმარებელთა გამოცდილება) კურსზე რეგისტრაცია დაიწყო. 3-თვიან ინტენსიურ კურსზე სწავლება უფასოა და ის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს აერთიანებს. პროგრამას მოწვეული მენტორები გაუძღვებიან.


კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები ახალ პროფესიას შეიძენენ და UX-ის დამწყები სპეციალისტის საჭირო უნარებს და ცოდნას მიიღებენ.

„თიბისი IT აკადემია“ 2019 წელს დაარსდა ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. აკადემიის მიზანია ერთი მხრივ, ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარება, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. მეორე მხრივ, კი ქვეყანაში ტექნოლოგიების განვითარება“, - ამბობს ზურა პერტაია, აკადემიის მენეჯერი.


აკადემიას Front-end და Back-end development ის მიმართულებით უკვე 120 კურსდამთავრებული ჰყავს.

რაც შეეხება უშუალოდ UX კურსს - ის Boot Camp-ის სახის ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს. 4 საათიანი ლექციები ყოველ სამუშაო დღეს ჩატარდება და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რეალურ პროექტებზე იმუშაონ.


პროგრამა UX-ის გარდა, iOS და Android დეველოპმენტის კურსებსაც მოიცავს. დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, აპლიკანტების შერჩევა ჟიურის მიერ გასაუბრებისა და ტესტირების შედეგად მოხდება.


2020 წელს აკადემიაში 200-ზე მეტი ადამიანი მიიღებს განათლებას. დაგეგმილია სტუდენტებისთვის ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა პროექტისა და ინიციატივის განხორციელებაც.



დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულებზე შეუძლიათ: 

   

UX

IOS Bootcamp

Android Bootcamp