ტექნოლოგია თიბისელები

ადამიანური კაპიტალის გუნდი თიბისი ტექისთვის

მაისი 08, 2025

როგორია იყო HR ტექ კომპანიაში?

ტექ ინდუსტრიაში ადამიანებთან მუშაობა მხოლოდ რესურსების მართვა არ არის - ეს ადამიანების პოტენციალის აღმოჩენა, მათი მოტივაცია და პროფესიული განვითარების მუდმივი მხარდაჭერაა. როცა ეს ყოველდღიურობად იქცევა, HR-ის როლი უაღრესად სტრატეგიული ხდება. 

 

იყო HR ტექ კომპანიაში ნიშნავს, იყო ცვლილებების ნაწილი, სადაც შენი ყოველდღიური გადაწყვეტილებები რეალურად ცვლის ადამიანების კარიერულ გზას.  

 

HR გუნდის მთავარი მისიაა - ტექნოლოგიური გუნდები იყვნენ მოტივირებული და გაძლიერებული. ეს გულისხმობს როგორც საუკეთესო ტალანტების მოძიებას, ასევე მათ განვითარებასა და შენარჩუნებას. 

 

„იყო HR ტექ კომპანიაში ნიშნავს იყო მუდმივი მონაწილე სიახლეების, გამოწვევებისა და მასშტაბური გადაწყვეტილებების, გქონდეს წვდომა ტექნოლოგიურ სიახლეებზე და ეხმარებოდე ადამიანებს მნიშვნელოვანი კარიერული ცვლილებების გზაზე" - კახი გობეჯიშვილი, IT ტალანტების შერჩევის მენეჯერი

როგორია შერჩევის პერიოდი? 

ახალმა ტექნოლოგიებმა და მიდგომებმა რეკრუტინგი უფრო მოქნილი, სწრაფი და მონაცემებზე დაფუძნებული გახადა, აქტიურად გამოიყენება AI ხელსაწყოები და პროცესები მაქსიმალურად ავტომატიზებულია.  

„თანამშრომლის შერჩევისას დიდი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ მის კომპეტენციას, არამედ განვითარების სურვილს“ - მარი ბარსონიძე, უფროსი IT ტალანტების შერჩევის მენეჯერი 

რას ნიშნავს იყო HR ტექ კომპანიაში? 

ტექ ტალანტების მოზიდვა და შენარჩუნება მუდმივად ადაპტირებას მოითხოვს - ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება, შესაბამისად, HR-იც მუდამ სიახლეს უნდა ეძებდეს: ახალ ბენეფიტებს, მოქნილ მიდგომებს, სწორი განვითარების გზებს. 

„ეს არის ძალიან ცვალებადი და კონკურენტული გარემო. დიდი გამოწვევაა ტექ ტალანტების მოზიდვა, შენარჩუნება, განვითარება, და ორგანიზაციისადმი ლოიალურობის შენარჩუნება“ - გვიზიარებს თეონა კერესელიძე, HR ბიზნეს პარტნიორი, ტექ გუნდის კაპიტანი.  

რა ქმნის კომპანიას მიმზიდველს ტექ ტალანტებისთვის? 

  • ჰიბრიდული ან დისტანციური მუშაობის მოდელი 
  • ინოვაციური და საინტერესო პროექტები 
  • თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეხება 
  • კულტურა, სადაც თანამშრომელი ფასობს 
  • რეალური ზრუნვა პროფესიულ ზრდაზე 
  • ჩართულობა და მოტივაცია 

 

„ეს არის კულტურის, განვითარების შესაძლებლობების და საინტერესო პროექტების კომბინაცია. როცა ორგანიზაციაში იგრძნობა ნდობა, თავისუფლება, პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და რეალური ზრუნვა ადამიანებზე, მაშინ კომპანია ავტომატურად მიმზიდველი ხდება საუკეთესო ტექ ტალანტებისთვის“ - მერიკო ნაფეტვარიძე, HR ბიზნეს პარტნიორი 

კარიერული განვითარება - რატომ რჩებიან ადამიანები? 

კომპანიაში ფუნქციონირებს სერტიფიცირების, ტრენინგების და ქოუჩების სისტემა. ინდივიდუალური განვითარების გეგმები, სასწავლო პროგრამები, რესურსები, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობაც პროფესიული ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია.  

„თანამშრომლებს ვაძლევთ დროს და სივრცეს, სადაც შეუძლიათ პროფესიულად გაიზარდონ“ - ამბობს ნინი ნიკოლაძე, ტექ თანამშრომელთა კომპეტენციის განვითარების პარტნიორი. 

ზრუნვა უკუკავშირით იწყება 

უკუკავშირი როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ფორმატით რეგულარულად მიმდინარეობს. ორგანიზაციაში გამოიყენება eNPS მეტრიკა, რაც თანამშრომელთა კმაყოფილების გაზომვის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია. თუმცა შეფასება მხოლოდ სტატისტიკა არ არის - რეალური ცვლილებები სწორედ ამ უკუკავშირის საფუძველზე მიიღება. 

„ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ღიაა ინოვაციებისა და უკუკავშირისადმი, ხელს უწყობს თანამშრომლების ჩართულობას" - ელენე ძაგანია, HR ბიზნეს პარტნიორი

ჩართულობა და მოტივაცია - ყოველდღიური კულტურა 

თანამშრომელთა ჩართულობისა და მოტივაციის გასაძლიერებლად კომპანიაში მრავალფეროვანი და თანმიმდევრული აქტივობები ტარდება. 

ტრადიციად ქცეული თიმბილდინგები, სპირტული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო შეხვედრები ხელს უწყობს გუნდურობასა და საერთო მიზნებზე ფოკუსირებას. ასევე, განსაკუთრებით დასამახსოვრებელია არაფორმალურ გარემოში ჩატარებული პარასკევის შეხვედრები, სადაც მეგობრულ გარემოში ხდება კვირის შეჯამება და მნიშვნელოვანი იდეების გაზიარება. 

„ეს ყველაფერი ქმნის ისეთ სამუშაო კულტურას, სადაც ადამიანებს უნდათ დარჩენა, განვითარება და თავიანთი წვლილის შეტანა საერთო წარმატებაში“ - სულხან სახვაძე, თანამშრომელთა ჩართულობისა და მოტივაციის პარტნიორი