ნოემბერი 01, 2023
ფულის დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ადამიანებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა შეიძინონ. ახლა, როცა სკოლის მოსწავლე ხარ, შეიძლება იფიქრო, რომ დაზოგვა ძალიან რთულია, მაგრამ ცოტა მონდომებითა და ჭკვიანური გადაწყვეტილებებით, ჯანსაღი ფინანსური ჩვევების გამომუშავებას აუცილებლად შეძლებ. ამაში ეს ბლოგიც დაგეხმარება.
1. დაისახე მიზანი
ყველაფერი უფრო მარტივია, როცა შენს გონებაში ცხად მიზნებს დაისახავ. ეს პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ “მოგზაურობაში”. მოიფიქრე, რა გინდა ან გჭირდება ყველაზე მეტად - ეს შეიძლება იყოს ახალი წიგნი, მეგობრებთან ერთად გასართობად წასვლა, სათამაშო კონსოლი ან სულაც, სასწავლო კურსი. დაიწყე თანხის დაზოგვა პატარ-პატარა სურვილებისთვის და მალე ეს ჩვევა უფრო დიდი მიზნების მიღწევაში დაგეხმარება. და თუ მაინც გიჭირს დაწყება ან “ჯიბის ფული” მალე გეხარჯება, შეგიძლია გადახდის დღიური ლიმიტი hi app-ში აკონტროლო, რომლის ოდენობას (10, 20, 50 ლარი ან ულიმიტო) მშობელთან ერთად შეათანხმებ.
2. გათვალე ბიუჯეტი
ვიცით, შეიძლება ცოტა მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ ფულის მართვის საიდუმლო სწორედ ბიუჯეტირებაშია. როცა ზუსტად იცი, რამდენი უნდა დახარჯო კვებისთვის, გასართობად ან საკანცელარიო ნივთების საყიდლად, უფრო გააზრებულად დახარჯავ ფულს და მეტსაც შეინახავ.
3. ეცადე, თავი აარიდო იმპულსურ ხარჯვას
ცდუნება დიდია და რთულია, არ აჰყვე ტრენდებს, მაგრამ პატარ-პატარა ნივთების შეძენით ხშირად ბევრი შემოგვეხარჯება ხოლმე. ამიტომ სანამ რაიმეს ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებ, შეეკითხე საკუთარ თავს, ეს ნამდვილად გჭირდება თუ, უბრალოდ, გინდა. hi app-ით მუდმივად შეძლებ თვალყური ადევნო ტრანზაქციებს და მეტად ინფორმირებული, გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღო.
4. ყურადღება მიაქციე შეთავაზებებს
ვის არ უნდა ფასდაკლებები საყვარელ ბრენდებზე?! ჰო და, ასეთ შეთავაზებებზე ყურადღების მიქცევით ბევრის დაზოგვას შეძლებ. შეთავაზებები კი hi app-ში მუდმივად დაგხვდება.
5. იყავი მომთმენი
ფულის დაზოგვას დრო სჭირდება. გული არ აიცრუო, თუ რაღაცის ყიდვას მალევე ვერ შეძლებ, იმუშავე პირადი ბიუჯეტის შედგენაზე და ყველაფერი გამოგივა.
თუ გინდა, უკეთესად შეძლო თანხის დაზოგვა, მოძებნე TBC hi app App Store ან Play Store-ზე.
გადმოწერე hi app