სიახლეები

აქ.ახლა - თიბისის ახალი გზავნილი

გამარჯობა, ვინც არ უნდა იყო, ჩვენ მუდამ შენს გვერდით ვდგავართ აქ.ახლა.

მაისი 29, 2020

მაშინ, როდესაც წარსულმა უკვე ჩაიარა, მომავალი კი ჯერ არ დამდგარა, არაფერია იმაზე უფრო რეალური და გადამწყვეტი ვიდრე „აქ და ახლა“.

აქ და ახლა ყველა სხვა დანარჩენზე უფრო სრულყოფილი შესაძლებლობა და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ხელშია.  

ახლა, როდესაც გარემო მუდმივად იცვლება, ცხოვრების ტემპი კი ძალიან სწრაფი, მნიშვნელოვანია არსებული თითოეული შესაძლებლობის დანახვა და გამოყენება.

თიბისი საკუთარი მომხმარებლებლის გვერდით დგას აქ და ახლა, ისევე როგორც უკვე თითქმის სამი ათწლეულია.


ფოტოები: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, რეზი ყენია

5 წლის წინ თიბისიმ თქვა #გამარჯობა. ამ ხაზის ლოგიკური გაგრძელება იყო: #ვინცარუნდაიყო, #მოდიაქ, #შენ, #შენთვის. თითოეული ეს კამპანია, იმ დროის შესაბამისი იყო და მომხმარებლის საჭიროებებს პასუხობდა.

თიბისი, როგორც ციფრული სერვისების მომწოდებელი ინოვაციური კომპანია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად და სწრაფად მიიღოს დისტანციური სერვისი.

დღეს სწორედ ეს არის თიბისის ახალი დაპირება - ადამიანებმა კომპანიასთან ერთად, აქ და ახლა , განახორციელონ საკუთარი მიზნები და შექმნან უკეთესი მომავალი. 

ფოტო: ელენე შენგელია


აქ.ახლა - თიბისის მისიისა და ხედვის გამოძახილი და ამავდროულად, თავისი შინაარსით, კომპანიის ბიზნეს ხედვაა - ის შესაძლებლობები, რასაც მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების სახით სთავაზობს.


ყველას საკუთარი აქ და ახლა აქვს, ამიტომ შეფასებებიც მრავალფეროვანი და არაერთგვაროვანია. ზოგი ამ სიტყვებს პროდუქტებსა და სერვისებს, ზოგი კი - ფილოსოფიურ ღირებულებებსა თუ შინაგან მდგომარეობას უკავშირებს - „სადაც თავს ბედნიერად გრძნობ, იქ რომ იყო - ეს არის ჩემთვის აქ და ახლა.“  


ეს სიტყვები ახალგაზრდებში ინოვაციის, წარმატებისა და ტექნოლოგიური სიახლეების ასოციაციას იწვევს. 

„ის, თუ რა იქნება მომავალში, განისაზღვრება იმით, რას გააკეთებ აქ და ახლა“

- მარიამ გაბრიჭიძე, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი.

ადამიანების ნაწილმა ეს ფრაზა ბრენდის მხრიდან ყველა სიტუაციასა და დროს მომხმარებლის გვერდით დგომად აღიქვა და ისე მიიღო როგორც რჩევა - არაფერი გადადონ.


ბევრი ადამიანის წარმოდგენით ეს ფრაზა გაცილებით ღრმა შინაარსს იტევს, ვიდრე მხოლოდ დროისა და ადგილის აღნიშვნაა.


„აქ და ახლა ჩემთვის სამუშაო ეთიკის გამოხატულებაა“, - რევაზ კოპალაძე, „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი. 


„ადრე მეგობარმა მასწავლა, ნებისმიერ საქმეს, რომელსაც აკეთებ გული უნდა დაუდოო. გულის დადება იმას ნიშნავს, რომ აქ და ახლა იყო, დააკვირდე, მოუფრთხილდე, დახელოვნდე, დაიმახსოვრო. სიცოცხლეც ხომ აქ და ახლა ხდება, როგორც მოქმედება. აქ და ახლა გიხარია, გწყინს, გენატრება, გიყვარს. საერთოდაც, ერთ დღეში შეიძლება წარმოუდგენლად ბევრი რამ მოხდეს. ერთი დღეც კი არ უნდა, წუთებია საკმარისი, რომ მოკვდე და დაიბადო, ან ვინმე ისეთს შეხვდე, რომ არ წარმოგედგინა.“


- სალომე მაკარიძე, მწერალი. 


აქ და ახლა იმდენად მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომ ის არაერთხელ ყოფილა და მომავალშიც იქნება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სფეროში რაღაც ღირებულის შექმნის შთაგონება.


ფილოსოფოსისა და მწერლის - ალან უოტსის დანატოვარი:

აქ და ახლა ფსიქოლოგიაში - როგორც გეშტალტთერაპიის საფუძველი;

პოლ ოსტერისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს მიმოწერა, რომელიც წიგნად - „აქ და ახლა“გაერთიანდა;

ამავე სახელწოდების ლუთერ ვანდროსის სიმღერა;

HBO-ს მრავალსერიანი დრამა;

ამერიკელი მხატვრის, პოლ რიჩმონდის ნამუშევარი - სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მიმართულებით გამოყენებული ეს ორი სიტყვა, ადამიანისათვის "აქ და ახლას" შეხსენების საჭიროებასა და მათ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

სწორედ ამ საჭიროებამ და ახლანდელმა დროებამ შეაქმნევინა ბესიკ ხარანაულს ლექსი “აქ და ახლა”. ეს ლექსი გახდა შთაგონება თიბისის ახალი კამპანიის წარმდგენი ვიდეოკოლაჟის შესაქმნელად.


დღეს ახალ ისტორიასა და შესაძლებლობას, საკუთარ "აქ და ახლას" ქმნის თიბისიც. თავის მომხმარებელს კი ეუბნება: გამარჯობა, ვინც არ უნდა იყო, ჩვენ მუდამ შენს გვერდით ვდგავართ.

ავტორი: მარიამ ყანჩაველი