მაისი 04, 2022
თუ შენი საქმიანობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს დაუკავშირე, ან წარმოადგენ ორგანიზაციას თუ პროგრამას, რომელიც ამ დარგში მრავალფეროვანი გარემოს შექმნისთვის ზრუნავს და გსურს, შენზე ბევრმა გაიგოს, მაშინ უნდა იჩქარო — გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე აპლიკაციების მიღება მალე დასრულდება.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით, უკვე მეორედ იმართება და მიზნად ისახავს ICT სფეროში წარმატებული გოგოებისა და ქალების აღიარებას. თუმცა დაჯილდოება მხოლოდ მათთვის არ შექმნილა — იგი წარმოაჩენს და აჯილდოებს იმ პროგრამებსა და ორგანიზაციებსაც, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ICT სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადის გაგზავნა 8 მაისამდე შეგიძლიათ.
ჯილდო ექვს კატეგორიაში გაიცემა — მომავლის ლიდერი ქალი, ICT სფეროს ჩემპიონი, ტექნოლოგიური სტარტაპი, ქალების გაძლიერების პროგრამა, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.
თითოეული ნომინაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად შეგიძლიათ ესტუმროთ ვებგვერდზე.
წელს პროგრამას მხარს უჭერს თიბისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, Visa, UTG და Majorel Georgia. თიბისი კი, როგორც პროექტის მთავარი პარტნიორი, ორ ნომინაციაში გამარჯვებულებს, საუკეთესო ტექნოლოგიურ სტარტაპსა და მომავლის ლიდერს დაუჭერს მხარს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.
აპლიკაციების გაგზავნა შესაძლებელია როგორც საკუთარი სახელით, ისე სხვების წარდგენის მიზნით. ასე რომ, თუ იცნობ ადამიანს, პროგრამას ან ორგანიზაციას, რომელიც საკუთარი საქმიანობით ICT დარგს აძლიერებს, წარადგინე იგი შესაბამის ნომინაციაში ვებსაიტზე www.ictwomen.ge და გააცანი მისი საქმიანობა ფართო საზოგადოებას
ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური ფინალისტებს 30 მაისს გამოავლენს, გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კი 10 ივნისს გაიმართება.