ტექნოლოგია

მობაილბანკი ყოველდღიურობის გასამარტივებლად

Go Digital

დეკემბერი 30, 2020

გამოწვევებით სავსე 2020 წელს, თიბისის გუნდი მაქსიმალურად ვცდილობდით მომხმარებლების ცხოვრება გაგვემარტივებინა და მომსახურების და პროდუქტების დიდი ნაწილი ციფრულ სივრცეში გადაგვეტანა. სერვისების და პროდუქტების გაციფრულების პროცესი, რომელიც თიბისის სტრატეგიის ნაწილია, ისევ გრძელდება.


გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ციფრულ სიახლეს, რომლითაც 2020 წელს მომხმარებლების ყოველდღიურობის გამარტივება შევძელით:

განახლებული მობაილბანკი 2.0

პირველი განსაკუთრებული სიახლე, რაც 2020 წელს ჩვენს მომხმარებელს შევთავაზეთ, მობაილბანკის დიზაინის სრული განახლება იყო. აპლიკაცია, თიბისის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური რედიზაინის შემდეგ უფრო მარტივი, თანამედროვე და დახვეწილი გახდა და კიდევ უფრო მეტად მოერგო მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებს და სურვილებს. განახლებული აპლიკაცია ნახევარი მილიონი მომხმარებლისთვის  app store-სა და google play-ზეა ხელმისაწვდომი.

ახალი ფუნქციონალები და პროდუქტები

რადგან არსებულ რეალობაში, დისტანციური სერვისების საჭიროება მნიშვნელოვნად გაიზარდა, გადავწყვიტეთ, პროდუქტების და მომსახურების გაციფრულების პროცესი კიდევ უფრო დაგვეჩქარებინა და მობაილბანკის აპლიკაციას რამდენიმე ფუნქციონალი და პროდუქტი დავამატეთ.

ციფრული ბარათი

ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის ციფრული ანალოგია და მისი მიღება და გააქტიურება მობაილ ან ინტერნეტბანკიდან მომენტალურადაა შესაძლებელი. ციფრული ბარათით მომხმარებელი ყველა იმ საბანკო ტრანზაქციას შეასრულებს, რასაც პლასტიკური ბარათის გამოყენებისას, მათ შორის გადაიხდის POS ტერმინალზე, ელ. კომერციაში და გაანაღდებს თანხას ბანკომატიდან.

ინტერნეტის გარეშე მომუშავე მობაილბანკი

2020 წელს, მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკით სარგებლობა კიდევ უფრო გავუმარტივეთ და შესაძლებლობა მივეცით, ისარგებლონ მობაილბანკით ინტერნეტის დახარჯვის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მობაილბანკით სარგებლობა მაშინაც კი შეუძლიათ, როცა მობილურ ტელეფონში ინტერნეტპაკეტი ან მეგაბაიტები ამოწურული აქვთ.

პირადი ნომრით გადარიცხვა

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის მობაილბანკს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალი დავამატეთ და მათ მობაილბანკიდან თანხის გადარიცხვის, კიდევ ერთი ალტერნატივა - პირადი ნომრით გადარიცხვა შევთავაზეთ.

    საპენსიო დანაზოგის ჩვენება მობაილბანკში 

კიდევ ერთი სიახლე რაც 2020 წელს დაემატა, საპენსიო დანაზოგის ჩვენებაა მობაილბანკში, რაც აპლიკაციის მთავარი გვერდიდანაა შესაძლებელი.

    „ჩართე“ მობაილბანკში 

თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის დახმარებით, მომხმარებელს შესაძლებელობა მივეცით მარტივად გახდეს ქველმოქმედების მონაწილე და პლატფორმაზე ჩართე, სასურველი თანხა გადარიცხოს. ამ გზით მომხმარებელი სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების ინტერნეტითა და პერსონალური კომპიუტერით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

მარტივად ახსნილი მობაილბანკი

ახალი ფუნქციონალების შეთავაზების გარდა, მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად, 2020 წელს საგანმანათლებლო კამპანიაც წამოვიწყეთ. პროექტის მიზანი ციფრული არხების აუცილებელი და საჭირო ფუნქციების მარტივ და გასაგებ ენაზე ახსნა იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიებში არც თუ ისე კარგად ერკვევნიან და უჭირთ ციფრული არხების გამოყენება.  ასე გამოჩნდა სოციალურ ქსელში, თიბისის გვერდზე ვიდეოების სერია, სადაც აუდიტორიისთვის ცნობილი ადამიანები მარტივ და გასაგებ ენაზე ხსნიან მობაილბანკის სასარგებლო ფუნქციებს, ყოველგვარი რთული და უცხო ტერმინების გამოყენების გარეშე

ციფრულ სივრცეში ამ და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური სიახლით შევეცადეთ, არსებული რეალობის ფონზე, ჩვენი მომხმარებლებისთვის ბანკთან ურთიერთობის პროცესი კიდევ უფრო გაგვემარტივებინა და მათთვის შესაძლებლობა მიგვეცა, სერვისების 90% დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად უმოკლეს დროში მიეღოთ. სერვისების გაციფრულების პროცესი თიბისიში გრძელდება და 2021 წელს მომხმარებელს კიდევ არერთ საინტერესო პროდუქტს და მომსახურებას შევთავაზებთ.

გადმოიწერე მობაილბანკი:

iOS-ისთვის

ანდროიდისთვის