ტექნოლოგია

თიბისის მობაილბანკის სიახლეები

თებერვალი 23, 2022

მობაილბანკი მუდმივად ახლდება და ემატება ახალი ფუნქციონალები. 


ამჟამად მობაილბანკის რამდენიმე ახალ ფუნქციაზე მოგიყვებით, რომლებიც ჩვენს ყოველდიურობას კიდევ უფრო ამარტივებს და გვიზოგავს დროს:

პირადი ნომრით გადარიცხვა გადახდის ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობაა მომხმარებლისთვის. თუ აქამდე თანხას ანგარიშის და მობილურის ნომრით რიცხავდით, მობაილბანკს უკვე პირადი ნომრით გადარიცხვის ფუნქციაც აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ მიმღების პირადი ნომერი იცით, შეგიძლიათ მის ანგარიშზე თანხა მომენტალურად გადარიცხოთ. ამისათვის, გადარიცხვების მენიუდან სხვასთან გადარიცხვა უნდა აირჩიოთ და პირადი ნომრით, ძალიან მარტივად, ყოველგვარი საკომისიო გადასახადის გარეშე გადარიცხოთ სასურველი რაოდენობის თანხა. 

ბოლო პერიოდში, არსებული გამოწვევის ფონზე, ყველა ტრანზაქციის თუ სერვისის დისტანციურად შესრულება/მიღება განსაკუთრებით საჭირო გახდა. მომხმარებლებისთვის ცხოვრება კიდევ უფრო რომ გაგვემარტივებინა და მათ ფილიალში მისვლა არ დასჭირვებოდათ, მობაილბანკს ფულადი გზავნილის მიღების ფუნქციონალი დავამატეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გზავნილის მიღება კოდის საშუალების ძალიან მარტივადაა შესაძლებელი.

ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის ციფრული ანალოგია და მისი შეკვეთა მომხმარებელს მობაილ ან ინტერნეტბანკიდან შეუძლია. 


ახალი ბარათი პანდემიის პერიოდში არსებული საჭიროებების ფონზე შეიქმნა, მაშინ, როცა მომხმარებლებს ყველანაირ სერვისს დისტანციურად ვაწვდიდით.


ციფრული ბარათი მომენტალურად აქტიურდება და მისი დამატება შესაძლებელია ციფრულ საფულეში (apple pay ან tbc wallet). 


მომხმარებელს ციფრული ბარათის გამოყენება pos ტერმინალებზე და ონლაინ ვაჭრობისას შეუძლია, ასევე თანხის ბანკომატიდან განაღდებაც.


რამდენიმე თვის წინ ინტერნეტ და მობაილბანკშ სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო გამარტივდა. 


მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ სასურველ თანხაზე მოთხოვნა ციფრული არხების საშუალებით, დისტანციურად დააფიქსირონ. ამისათვის ინტერნეტ ან მობაილბანკში მხოლოდ მარტივი განაცხადის შევსებაა საჭირო. 


მომხმარებელს განაცხადის დაფიქსირებიდან ერთ სამუშაო დღეში მას თიბისის გუნდიდან დაუკავშირდებიან სესხის დასამტკიცებლად. 


თიბისის ციფრული არხებით შესაძლებელია 500 ლარიდან 60,000 ლარამდე თანხის მიღება, 6 თვიდან 48 თვემდე დაფარვის ვადით. 

აქამდე კომუნალური გადასახადები მომხმარებელს სათითაოდ უნდა მოენიშნა და ისე გადაეხა, რაც გარკვეულ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული.  


გადავწვიტეთ, მათთვის კომუნალურების დაჯგუფების და ერთიანად გადახდის ფუნქციონალი შეგვეთავაზებინა, რაც საკმაოდ დიდ დროს ზოგავს.

მომხმარებლის სურვილებზე მორგებული ახალი ანაბარი „მინდა“ ბევრ კატეგორიას აერთიანებს. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს რისთვის და რა რაოდენობის თანხის დაგროვება სურს და ნახოს ამისთვის ყოველთვიურად რა რაოდენობის თანხის დამატება დასჭირდება.


მომხმარებელი თვითონ მარტივად მართავს ანაბარს, და მობაილბანკში ხედავს დაგროვების პროგრესსაც.


მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკის გუნდი მომხმარებლისთვის გამარტივებული მომსახურების შეთავაზებაზე ზრუნვას აგრძელებს, უახლოეს მომავალში მომხმარებლებს კიდევ არაერთ სიახლეს გავუზიარებთ.