ტექნოლოგია სიახლეები

ვაკანსიები ციფრული ბანკინგის გუნდში

Go Digital

სექტემბერი 24, 2020

მობაილ და ინტერნეტბანკი მუდმივად ვითარდება, ემატება ახალი ფუნქციონალები, იმისათვის რომ მომხმარებლებს ყოველდღიურობა კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდეთ. 


სწორედ ამიტომ, მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკის და ციფრული ბანკინგის გუნდში რამდენიმე ძალიან საინტერესო ვაკანსიამ მოიყარა თავი.


ამ გუნდში შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.



მობაილბანკის გუნდში პროდუქტის ტექნიკურ ანალიტიკოსს და პროდუქტის განვითარების ექსპერტს ვეძებთ


თუ გიყვარს სისტემების და პროცესების ანალიზი, ითვლები თანამედროვე ტექნოლოგიების და სიახლეების ექსპერტად, გაქვს სისტემის ანალიტიკოსის, ბიზნესანალიტიკოსის, პროგრამისტის ან DevOps ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;


ასევე, თუ გაქვს სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადების, UML და ERD დიაგრამებით მონაცემთა ბაზებთან და ვებ-სერვისებთან მუშაობის გამოცდილება, მაშინ პროდუქტის ტექნიკური ანალიტიკოსის ვაკანსია შენთვისაა. 


თუ შემოგვიერთდები, მონაწილეობას მიიღებ ბიზნესამოცანების, პროცესების და მოდელების ანალიზში, დაგეგმავ და დააორგანიზებ საკუთარ პროექტს, დააპროექტებ ბიზნესამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას, როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით, გააანალიზებ და დააპროექტებ სისტემებს შორის ინტეგრაციებს, შეიმუშავებ სისტემის არქიტექტურას, მოამზადებ სისტემის არქიტექტურის დოკუმენტს, IT არქიტექტორებთან ერთად განიხილავ და შეათანხმებ არქიტექტურას და მიიყვან პროცესს ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე, აქტიურად იმუშავებ პროდუქტის ექსპერტებთან და გუნდის კაპიტანთან ერთად პროდუქტის დანერგვასა და განვითარებაზე.



თუ შემოგვიერთდები, მობაილბანკის განვითარების პროცესში ჩაერთვები, ასევე ჩაიბარებ კონკრეტულ ფუნქციონალს, რომლის განვითარება და გაუმჯობესებაც შენი მოვალეობა იქნება. UX/UI დიზაინერებთან ერთად მომხმარებლის ინტერფეისის დეტალურ აღწერას შექმნი. პროექტის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის ეტაპებზე ექსპერტი იქნები.



თეა კობახიძე - ციფრული სერვის ექსპერტი, ასოცირებული პარტნიორი 


ციფრული ბანკინგის გუნდში ანდროიდ, iOS, ვებ და Front-end დეველოპერებს ვეძებთ

თუ Kotlin, ან Swift და Design Pattern-ები იცი, და ასევე რეაქტიული პროგრამირებისა და ტესტირების, UI კომპონენტებთან და CI/CD გარემოსთან მუშაობის გამოცდილებაც გაქვს, გამოდის შენ გეძებთ ჩვენი გუნდის ანდროიდ ან iOS დეველოპერის პოზიციაზე. ჩვენთან მოხვედრის შემთხვევაში, Enterprise-ის დონის პროექტებზე იმუშავებ. 


ვებ დეველოპერის პოზიციაზე გვჭრდება ადამიანი, რომელმაც იცის Angular, Javascript ES5/ES6, Design Patterns, HTML5 და CSS3-ის ახალი ტექნოლოგიები. ასევე, ვისაც აქვს ტესტირების, Git-თან, CSS პრეპროცესორებთან და CI/CD გარემოსთან მუშაობის გამოცდილება.



Angular-ის, Typescript და Javascript-ის, HTML-ის CSS-ის მცოდნე და გამოცდილების მქონე ადამიანს ვეძებთ Front-end დეველოპერის პოზიციაზე. თუ შემოგვიერთდები, ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნესმოთხოვნების და ამოცანების ანალიზში, შექმნი Front-end აპლიკაციას და შეიტან ცვლილებებს არსებულში, გააკეთებ აპლიკაციების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით, მონაწილეობას მიიღებ UI/UX-ის შემუშავებაში.


ტატო კუტალია - ანდროიდ დეველოპერი


UX/UI დიზაინერი 

თუ ხარ UI, UX ან UI/UX დიზაინერი და რაც მთავარია, მომხმარებლებთან ემპათიის დამყარება შენი საყვარელი საქმეა, თუ მათთვის მოსახერხებელი, მარტივი და სასიამოვნო პროდუქტების შექმნის შესაძლებლობა ენთუზიაზმით გავსებს, მაშინ ეს ვაკანსიები შენთვისაა. ჩვენ გვჭირდება მომხმარებლების ხმა და ინტერესების დამცველი საუკეთესო ციფრული პროდუტების შემქმნელ გუნდში. 


თუ UX კვლევისა და გამოყენებადობის ტესტირების გამოცდილება გაქვს, შეგიძლია მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით პროტოტიპები შექმნა და მობილური აპლიკაციებისთვის UX დიზაინზეც გიმუშავია - მაშინ შენთვის UX დიზაინერის ვაკანსია გვაქვს. 


ჩვენს გუნდში მობაილბანკის ახალი ფუნქციების UX დიზაინს შექმნი და არსებულ ფუნქციებს გააუმჯობესებ, დაგეგმავ UX კვლევებსა და ტესტირებას; შექმნი პროტოტიპებს და განავითარებ პროდუქტს. შენი მთავარი მიზანი კი მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება იქნება. 

თუ გიმუშავია თანამედროვე მობილური აპლიკაციების ინტერფეისის UI დიზაინზე, კარგად იცნობ ვიზუალური კომუნიკაციის პრინციპებს, შეგიძლია ე.წ აიქონებისა და მარტივი ილუსტრაციების ხატვა, გიმუშავია სტილის სახელმძღვანელოსთან და დიზაინ სისტემასთან - მაშინ UI დიზაინერის ჩვენი ვაკანსია შენს შესაძლებლობებზეა მორგებული. 


თუ შემოგვიერთდები, მობაილბანკის ახალი ფუნქციების UI დიზაინზე და UI ბიბლიოთეკებზე იმუშავებ. ასევე მობაილბანკისთვის სხვადასხვა ვიზუალურ სტილს და გრაფიკულ გამოსახულებას შექმნი. შენი მთავარი ფუნქცია UX დიზაინერთან ერთად მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა იქნება.



მარიამ ქობულაძე - UX/UI დიზაინერი, ასოცირებული პარტნიორი



ასევე, ტესტირების მიმართლულებითაც ვეძებთ ახალ თანამშრომლებს 

ტესტერი - ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი


  • ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესში


  • ტესტირების მაგალითებზე დაყრდნობით მონაწილეობას მიიღებ ავტომატურ ტესტების დეველოპმენტში


  • ორიენტირებული იქნები ტესტირების პროცესის სწორად დაგეგმვასა და განვითარებაზე


  • უზრუნველყოფ ტესტირების რეპორტის შექმნას გუნდისთვის



ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი



  • ჩაერთვები ავტომატური ტესტების დეველოპმენტში Open Source ინსტრუმენტების გამოყენებით


  • Devops ინსტრუმენტების გამოყენებით უზრუნველყოფ ავტომატური ტესტების ჩართვას continuous integration პროცესში


  • შეიტან ცვლილებებს არსებულ იმპლემენტაციებში


  • ჩაერთვები Performance ტესტირების პროცესში და გასცემ რეკომენდაციებს სისტემის სანდოობასა და მასშტაბირებადობაზე


  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში

DevOps ინჟინერი


  • გამართავ აპლიკაციების ინფრასტრუქტურას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების   მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;


  • მონაწილეობას   მიიღებ არქიტექტურის შემუშავებასა და არსებულის ცვლილებაში;


  • მონაწილეობას   მიიღებ Continuous integration და Continuous deployment პროცესის აწყობაში;


ციფრული განვითარების გუნდში კი მონაცემთა ანალიტიკოსის და ციფრული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიები გვაქვს

ციფრული გაყიდვების მენეჯერი 



  • შეიტან მნიშვნელოვან წვლილს ციფრული ბანკის განვითარებაში;


  • ყოველდღიურად იზრუნებ ციფრული ბანკის მომხმარებლების, ტრანზაქციების, პროდუქტების გაყიდვების გაზრდაზე;


  • გუნდთან ერთად დაგეგმავ გაყიდვების კამპანიებს;


  • გააანალიზებ არსებულ პროდუქტებს და სეგმენტებს;


  • გამოიკვლევ პოტენციურ პროდუქტებს და სეგმენტებს;


  • მიიღებ მონაწილეობას პროდუქტების გაუმჯობესებაში;


  • ინტენსიურად იმუშავებ ბანკის სხვა სტრუქტურებთან (ფილიალებთან, ქოლცენტრთან) მაქსიმალური შედეგის მისაღწევად


მონაცემთა ანალიტიკოსი 



  • მონაცემების მომზადება SAS (SQL-ის საშუალებით) და BIG DATA გარემოში მოგიწევს 


  • სხვადასხვა წყაროდან მოიძიებ მონაცემებს, დაამუშავებ, გაანალიზებ და მიგნებებს წარმოაჩენ ვიზუალურ ანგარიშებს ააწყობ (Tableau/Power BI-ს გამოყენებით)



თუ გინდა, რომ თიბისის ციფრული ბანკინგის გუნდის წევრი გახდე და ფიქრობ, რომ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ფუნქციების შესრულება შეგიძლია და შესაბამისი გამოცდილებაც გაქვს, აღმოაჩინე შენთვის საინტერესო ვაკანსია ბმულზე და შეავსე აპლიკაცია აქ