დეკემბერი 24, 2020
მნიშვნელობა არ აქვს როგორ შეხვდებით ახალ წელს, ტრადიციულად, ახლო ადამიანების გარემოცვაში თუ საშობაო ფილმების ყურებასა და ტკბილეულის დაგემოვნებაში, მთავარია, რომ ეს დღე ბედნიერ მომენტებთან ასოცირდება.
დეკემბრის საახალწლო სამზადისი დაწყებულია, განწყობის შექმნა კი ონლაინშოპინგითაც შეგიძლიათ. შექმნილი ვითარების გამო სადღესასწაულო საჩუქრებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. თუ საყვარელი ადამიანების ნახვას ვერ ახერხებთ, დადებითი ემოციების გაზიარება საინტერესო საჩუქრითაც შეგიძლიათ. ხოლო, თუ სასურველი ნივთები ჯერ არ შეგირჩევიათ, გადახედეთ ჩვენ მიერ მომზადებულ სიას.
აქ თავმოყრილია ჩვენ მიერ შერჩეული კონცეპტუალური, განსხვავებული საახალწლო საჩუქრები. იჩქარეთ, რომ დეკემბრის შოპინგისას სასურველი ნივთის შეძენა მოასწროთ.
ქართული ქსოვილი
თანამედროვე და ამავდროულად, ისტორიული ორნამენტებით შექმნილი საჩუქრის შერჩევას ქართული ქსოვილის ვებგვერდზე შეძლებთ, სადაც ქართულ ბრენდებთან კოლაბორაციით შექმნილი ყოველდღიური სამოსი და აქსესუარებია თავმოყრილი. კონცეპტუალურ ონლაინმაღაზიაში საჩუქრის ძებნის პროცესიც საინტერესოა, აქ მოგზაურობისას შეხვდებით ქსნის ერისთავის, შალვას ტანისამოსის მოტივებზე შექმნილ ჭრელ მუზარადს XVIII საუკუნიდან და კიდევ სხვა უნიკალურ ნივთებს.
LIYA X KASH KASH
ქართული ბრენდების - LIYA-სა და KASH KASH-ის კოლაბორაციით უნიკალური ხელნაკეთი მაკიაჟის ხაზი გამოჩნდა. პროდუქტები ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შეიქმნა, კაშკაშა და დახვეწილი ფერები კი საახალწლო ლუქს კიდევ უფრო ელეგანტურს გახდის.
თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით ქართულ კოსმეტიკურ ბრენდზე - LIYA X KÁSHKASH.
They Said Books
კინოს მოყვარულებისთვის Kubrick Archives - წიგნი ამერიკელი რეჟისორის, სტენლი კუბრიკის შესახებ შესანიშნავი საჩუქარია. წიგნი კუბრიკის შემოქმედებითი პროცესის მასალებს აერთიანებს, სადაც ესკიზები, რეკვიზიტები, ფილმების სცენების ნიმუშები და კიდევ სხვა საინტერესო დოკუმენტებია წარმოდგენილი.
თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ სათვალეებზე 15%-იანი ფასდაკლებით, დანარჩნ ასორტიმენტზე კი 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ მაღაზიაში - They Said Books.
MIND THE SHOP
ახალი ქართული კონცეპტუალური მაღაზია გამორჩეულ ინტერიერის ნივთებსა და დეკორაციებს წარმოადგენს. მათ შორის შეხვდებით სარკეს - “Ozu Mirror”, რომელიც Yasuijiro Ozu-ს ინსპირაციით შეიქმნა.
Buyers
ახალი წლის დეკორაციების ძებნისას Buyer-ის საახალწლო კოლექციას გულგრილად ნამდვილად ვერ დატოვებთ. როგორც ყოველთვის, ახალი საახალწლო დეკორაციებიც ჯადოსნური და განსხვავებულია
თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ 10%-იანი ფასდაკლებით ონლან მაღაზია - Buyers.
The Why Not Gallery
They Why Not Gallery-ს ონლაინმაღაზიაში ახალ კონცეპტუალურ ნივთებს შეხვდებით. ორიგინალური ინტერპრეტაციებით წარმოდგენილი ქართული ისტორიული ნივთები თუ ქართველ მხატვრებთან კოლაბორაციით შექმნილი პროდუქტები - აქ ნამდვილად შეარჩევთ განსხვავებულ საჩუქარს.
CHUBIKA
ქართველი დიზაინერის, ჩუბიკას შემოქმედებაში ახალი კონცეპტუალური ნივთები გამოჩნდა. ჩუბიკას სანთლები და საპნები ფუნქციური დატვირთვის გარდა ხელოვნების ნიმუშებსაც წარმოადგენს, ეს არის სწორედ კონცეპტუალური კავშირი ნივთსა და ხელოვნებას შორის, რაც საჩუქარს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
DECOR.IT
თუ ინტერიერის დიზაინისთვის განსხვავებულ დეკორაციას ეძებთ, მისტიკური სარკე აფროდიტეს გამოსახულებით შესანიშნავი არჩევანია. სარკის შეძენას შეძლებთ DECOR.IT-ის ინსტაგრამ გვერდზე.
ESHVI
თუ დახვეწილ და ამავდროულად, ექსტრავაგანტურ საჩუქარს ეძებ, ESHVI-ს ტრენდული “must have” ბეჭედი ექსკლუზიური კოლექციიდან კარგი გადაწყვეტილება იქნება.
Funduki
ქართული კონცეპტუალური მაღაზია Funduki მარტივ და ამავდროულად, საინტერესო დიზაინის ეკომეგობრულ ნივთებს წარმოადგენს. მინიმალისტური თარო კარგი საჩუქარია, ის სხვადასხვა სახის ინტერიერს მოუხდება და კიდევ უფრო თანამედროვეს გახდის.
Ceramic Studio 1300
კერამიკ სტუდიო 1300-ის ონლაინმაღაზიაში უკვე შეგიძლიათ საახალწლო ნივთების შეძენა. ხელნაკეთი შანდლები, მოხატული ჭურჭელი და სხვადასხვა დეკორაციები ნებისმიერ საახალწლო სუფრას გაახალისებს, ზამთრის დღეებს კი კიდევ უფრო მყუდროს გახდის.
Vodkast Records
უსიკის მოყვარულებისთვის ფირფიტები საინტერესო საჩუქარია - Vodkast Records-ში ნამდვილად შეძლებთ სასურველი ჟანრის ფირფიტების შერჩევას.
Rose Moda Tbilisi
კონცეპტუალური მაღაზიიდან განსხვავებული პიჟამო შევარჩიეთ წარწერით - “Do You Want to Sleep With Me?”. Rose Moda Tbilisi-ის ნივთების შეძენას ვებგვერდზე შეძლებთ.
Rosebud
ქართული ბრენდის, Rosebud-ის კოლექციიდან ცნობილი ფილმებისა და სერიალების ინსპირაციით შექმნილი წინდები შევარჩიეთ. უეს ანდერსონის ფილმის, The Royal Tenenbaums-ისა და დევიდ ლინჩის ცნობილი სერიალის, Twin Peaks-ით შთაგონებული დიზაინერული ნამუშევრები კარგი საჩუქარი იქნება, მათთვის, ვისთვისაც საინტერესო დეტალები მნიშვნელოვანია.
THE SHOP
TUTU / COSMONAUT
ქართველი ხელოვანის, თუთუ კილაძის ნამუშევრებით შექმნილი ტანსაცმლისა და აქსესუარების კოლექციიდან ჰუდი შევარჩიეთ. თუთუს ჯადოსნური ნახატები ყოველდღიურ სამოსს გამორჩეულად საინტერესოს ხდის. ჰუდის შეძენას TUTU / COSMONAUT-ის ინსტაგრამ გვერდიდან შეძლებთ.
Moon Rabbit
ხელნაკეთი ნივთების მაღაზია Moon Rabbit ხელოვანებმა სოფო კობიძემ და ნატო ბაგრატიონმა შექმნეს. აქ შეხვდებით ხელით მოხატულ ხის ნივთებს, სანათებსა და შანდლებს.
ASTEROID B612
გამორჩეული საჩუქრის ძიებისას ASTEROID B612-ის მაღაზიაზე შეგიძლიათ შეაჩეროთ არჩევანი. აქ ნივთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშიცაა. პოსტერების, ღია ბარათების, ნაჭრის ჩანთებისა და სტიკერების პრინტები შექმნილია სხვადასხვა ხელოვანის დიზაინით.
ID VISION
სტუდიო საინტერესო ინტერიერის ნივთებსა და აქსესუარებს ქმნის. ჩვენ მიერ შერჩეული ბალიშის პრინტი ხელით არის შესრულებული, შემდეგ კი ქსოვილზეა გადატანილი. თუ ინტერიერის დიზაინისთვის განსხვავებულ დეკორაციას ეძებთ, ID VISION-ის ნივთები კარგი არჩევანია.
Identity Candles
ფერადი და განსხვავებული დიზაინის სანთლები შესანიშნავი საჩუქარია საყვარელი ადამიანისთვის. Identity Candles-ის საჩუქრებით შეძლებთ ბედნიერებისა და სიმშვიდის გაზიარებას.
Chocolaterie Artisan
თუ საახალწლო ტკბილეულს ეძებთ, შოკოლატერია არტიზანის ხელნაკეთი შოკოლადის ბონბონების სასაჩუქრე ყუთით შეძლებთ ადრესატის გახარებას.
ავტორი : თითა ჯიქიძე / Hammockmagazine