მუსიკა | ცა

მაისის ქართული მუსიკა Vol.14

Tsa.Music

ივნისი 04, 2021

Generali Minerali - Wave Chaos EP

გიორგი ჯინჭარაძე, პროექტით Generali Minerali ახალ EP-ს, თბილისურ ლეიბლზე, Oman Records-ზე აქვეყნებ. „Wave Chaos” 5 კომპოზიციას მოიცავს, სადაც ერთ-ერთი ბრიტანელი პროდიუსერის, Harrison BDP-ის რემიქსია.

Natalie Beridze - Mapping Debris (Album)

ნატალია ბერიძის მეცხრე სოლო ალბომი ბერლინულ ლეიბლზე „MONIKA ENTERPRISE“. Mapping Debris ტერმინია, რომელსაც ავიაკატასტროფის შემდეგ იყენებენ. სპეციალური სააგენტო ათასობით მეტალის მცირე მონაკვეთს აგროვებს, რათა შემდგომში კატასტროფის რეალური მიზეზი დაადგინოს. აღნიშნული ალბომი წლების წინ შექმნილი ხმოვანი ნაწყვეტებისგან შედგება, რომლებმაც შემდგომში განახლებული სიცოცხლე სწორედ ახალ ალბომში გააგრძელეს.

CIRCUS MIRCUS - 23:34 (Video)

ანონიმი წევრებისგან შემდგარი მუსიკალური ბენდი Circus Mircus ახალ მუსიკალურ კლიპს აქვეყნებს.

„ბენდის პირველი ლაივი თბილისში, საქართველოში ჩატარდა. ამ ადგილს ჯგუფის სამივე წევრისთვის განსაკუთრებული ღირებულება აქვს, რადგანაც ისინი აქ მდებარე ცირკის აკადემიაში სწავლობდნენ, საიდანაც მოგვიანებით გარიცხეს. ამის შემდეგ არტისტები გაერთიანდნენ და მისტერ კაიტის მოხეტიალე ცირკთან ერთად წლების განმავლობაში მსოფლიო ტურნეს მართავდნენ. კოლექტივის შემოქმედება, რომელიც რამდენიმე ჟანრს მოიცავს, ჯგუფის თითოეული წევრის შინაგან სამყაროსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს წარმოაჩენს."

Daniel Adikashvili & Nika Gabadze - Pretty Good Score

ახალგაზრდა ჯაზ შემსრულებლების, დანიელ ადიკაშვილისა და ნიკა გაბაძის დუეტი ახალი კომპოზიციის ჩანაწერს ავრცელებენ Leno Records-დან, რომელიც მუსიკოსების მეორე სტუდიურ ალბომში წლის ბოლოსთვის შევა.

Neon Warrior - Where Is Bavshvi (EP)

თბილისელი პროდიუსერი, გოჩა ანიაშვილი იგივე Neon Warrior ლეიბლზე - „Irán Wym Organización“ ახალ EP-ს აქვეყნებს, რომლითაც ნერვული სისტემის მოქმედების აღწერას ცდილობს. ალბომი მის გარდაცვლილ მეგობარს, გოგი ჩანანიძეს (Kulibaba-ს) ეძღვნება.

Fish Can Sing - Searchin'

Fish Can Sing ერთი წლის წინ ჩამოყალიბებული ბენდია, რომლებიც სასიამოვნოდ მოსასმენ აკუსტიკურ მუსიკას უკრავენ, Searchin’ ბენდის რიგით მეოთხე სინგლია.

Turbulance – Turbulance

2000-იანი წლების დასავლეთ ლონდონის ხმა - Broken Beat! ელექტრონული ჯაზ-ფანკით სავსე მუსიკალურობა იგრძნობა ბექა გოჩიაშვილი, მიშო ურუშაძესა და ამსტერდამელი ბითმეიქერის, Kid Sublime-ის ახალ პროექტში ლეგენდარულ ლონდონურ ლეიბლზე  „Cooperation Records“-ზე.

ბაჩო ჯიქიძე - მუდმივობის განცდა (Album)

ბაჩო ჯიქიძე ბოლო 10 წლის ერთ-ერთი საინტერესო ავტორ-შემსრულებულია ქართული მუსიკაში, რომელიც საკუთარ სიმღერებს მშობლიურ ენაზე ასრულებს. ხშირად მისი ტექსტები სოციალური კომენტარითაც გამოირჩევა. „მუდმივობის განცდა“ 9 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომია, რომლის მუსიკალური პროდიუსერიც თორნიკე ჯაფიაშვილია.

Sefrei - Immortal Butterfly EP

საკმაოდ საინტერესო თბილისური პროექტის მინიალბომი, რომელიც ნეო-სოულს, ჯაზს, გოსპელსა და პოეზიას აერთიანებს.

Djmamir - სხვისი ლეპტოპის სიმფონია (ანუ ისევ ერთად ვართ) EP

ირონიით სავსე ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი თბილისიდან.

Keto Gugushvili – Miniatures EP

ახალგაზრდა მუსიკოსის სიმშვიდით სავსე 2 მინიატურული კომპოზიცია.

The Rylans - Ab Aeterno EP

The Rylans შარშან, კარანტინის დროს ჩამოყალიბდა და ჯგუფის ფრონტმენი მებო ნუცუბიძეა. „Ab Aeterno“ ჯგუფის პირველი EP-ია რომელიც ადამიანთა საკუთარი თავის პოვნისკენ მიმართულ მოგზაურობას ეძღვნება. 

MoonG - ცრის (Album)

"დიდუბე რექორდსი” ექსპერიმენტული ლეიბლია, რომელიც კომუნალური პრინციპით შეიქმნა დიდუბის რაიონის წერეთლის 73-ის (სსრკ-ს დროს ე.წ. "მუნჯების კორპუსის") ეზოში და განვითარდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ერთობლივი მუშაობით. MoonG-ის „ცრის“ ლეიბლის პირველი რელიზია და ვფიქრობ წელს ქართულ მუსიკაში ერთ-ერთი საუკეთესოც, სადაც ურბანული პოეზიის დახმარებით დღევანდელი თბილისის ახალგაზრდობის ცხოვრებაა გადმოცემული.

Buka Tolordava - ოციანი / Through the 20 (Album)

ახალგაზრდა მსახიობის და მუსიკოსის, ბუკა თოლორდავას სადებიუტო ალბომი, რომელიც მიმდინარე პანდემიის პროცესებს ეძღვნება.

„ეს არის ჩემი სადებიუტო ალბომი ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური მოვლენის - პანდემიის შესახებ. რამდენიმე ქვეყანა ამ პრობლემას გაუმკლავდა, რამდენიმე ჯერ კიდევ ებრძვის მას (მათ შორის - ჩვენც), რამდენიმე ქვეყნისთვის ახლა უფრო მძიმეა ის, ვიდრე აქამდე. ფაქტია, რომ, სულაც რომ დასრულებული იყოს, ან როცა არ უნდა დასრულდეს, მსოფლიო ისეთი ვეღარასდროს იქნება, როგორიც იყო. ეს ალბომი არის ერთგვარი დაკვირვება, თუ როგორ იმოქმედა პანდემიამ, "ლოქდაუნმა", იზოლაციამ და ჩაკეტილობამ პირადად ჩემზე, რა ცვლილებები გამოიწვია ყოველივე ამან ჩემში.“

WRENCHE$127- Metallic​/​Intuition & Biomechanic (EP)

საინტერესო, მომნუსხველი და პირქუში მუსიკალური პროექტი თბილისიდან, რომელიც შვედი არტისტის, ჰანს რუდოლფ გიგერის ბიომექანიკურ სამყაროს ხედვას ეძღვნება.

Sergi Chalauri – SUNVIEW (Album)

ძალიან ლამაზი და ხარისხიანი მუსიკა ახალგაზრდა თბილისელი პროდიუსერისგან, სერგი ჩალაურისგან, რომელიც „დუღილი Records”-ზე მცირე ტირაჟით, კასეტის ფორმატში გამოვიდა.

Lizi Japaridze – DESIRE (Video)

2014 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტი, ლიზი ჯაფარიძე ახალ ვიდეო კლიპს აქვეყნებს, სიმღერის პროდიუსერი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი თავად მომღერალს ეკუთვნის.

ლექსო რატიანი - თამაში (EP)

ახალგაზრდა მუსიკოსის და ინსტრუმენტალისტის, ლექსო რატიანის სადებიუტო EP, რომელშიც შემავალი 4  სასიყვარულო კომპოზიცია მან 12-13 წლის ასაკში დაწერა, წლების შემდეგ კი განახლებული ჟღერადობით წარუდგინა მსმენელს.

SKAZZ- Kurota

ახალი პოსტ-პანკ ბენდი ქუთაისიდან და მათი სადებიუტი ჩანაწერი. ჯგუფის შემადგენლობა: ნოდო კუპრავა (ვოკალი, გიტარა), საბა ვაშაყმაძე (ვოკალი, ბასი) და გოგა ჟორჟოლიანი (სინთეზატორი)

GIO CHARELLI - WISH I WERE GOD

ახალგაზრდა პროდიუსერის, გიო ჭარელის ექსპერიმენტული კომპოზიცია.

Melqo ft. Qaji Todia – JUMBO (Video)

მელქო ნელ-ნელა ერთ-ერთი ყველაზე ავთენტურ ქართულ მუსიკალურ პროდუქტად ყალიბდება. ახალ კომპოზიციაში და კლიპში მას Bedford Falls-ის წევრი დათო ჯიქია, ფსევდონიმით Qaji Todia  უერთდება.

A2k, Nini Tsnobiladze - CAVERNS OF TIME (Album)

ათუკა ედიშერაშვილის და ნინი ცნობილაძის სადებიუტო კოლაბორაციული ალბომი, უკრაინულ ლეიბლზე “Dear Deer Productions”.

Hekathena - Own the Night

Hekathena ქართველი მუსიკალური პროდიუსერის ფიქციური პერსონაჟია, რომელიც სინთეზატორზე დაფუძნებულ მუსიკას ქმნის. მისი ახალი ალბომი „Own The Night” სლოვენიურ ლეიბლზე “ Diffuse Reality Records“-ზე გამოვიდა და მუსიკალურად მუსიკოსის თითქმის შამანურ ამბის თხრობის სტილს აგრძელებს.

Leni – wpi

ახალგაზრდა ქართველი ბითმეიქერის სადებიუტო EP.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი