მუსიკა | ცა

ივნისის ქართული მუსიკა Vol.15

Tsa.Music

ივლისი 06, 2021

Mother On Mondays – Friends

ქართული ალტერნატიული მუსიკის მარგალიტი, Monther On Monday-ის ალბომი „Friends“, 1995 წელს ჩაიწერა, განახლებული ჟღერადობით კი ივნისში Leno Records-ზე გამოვიდა.

Nikakoi - LAM​-​a97

CES Records 25 მაისიდან პარასკევობით ნიკა მაჩაიძის მუსიკალურ ანთლოგიას გამოსცემს, რომელშიც მუსიკოსის, ბოლო 25 წლის განმავლობაში, აქამდე გამოუქვეყნებელი ნამუშევრები შევა.

Natalie Beridze: Mapping Debris (David Eight)

ბერლინური ლეიბლი, „Monika Enterprise“ ნატალია ბერიძის კომპოზიციაზე, Mapping Debris (ამავე სახელწოდების ალბომიდან) მუსიკალური ვიდეოს აქვეყნებს, რომლის რეჟისორიც თავად ნატალია ბერიძეა.

Afternoon Version – MHYH

90-იანი წლებიდან აქტიური ქართული ბენდი, Afternoon Version ახალი სიმღერითა და ვიდეო კლიპით, MHYH გვიბრუნდება, რომელიც ემოციური ტრამვიდან განკურნებას გულისხმობს.

RTNH - Slow Motion Garden

ახალგაზრდა ქართველი პროდიუსერის, რატი ბარამიძის ალბომი, რომელიც კასეტის ფორმატზე, ქართულ ლეიბლზე „UNHEARD“ გამოვიდა.

sefrei - Soul Anatomy

ქართული მუსიკალური პროექტი sefrei ახალ ალბომს აქვეყნებს, რომელიც ჯაზის, სოულისა და ჰიპ-ჰოპის მუსიკალურ გადაკვეთაზეა.

IGOR CUTLR - EP​-​OK KRUTA

IGOR CUTLR ამერიკელი პერფორმერის, ემილი ბლონგისა და ქართველი მუსიკოსის, ბენდ PLAKQSA-ს ვოკალისტის, მაქს მაჭავარიანის ალტერნატიული პანკ როკ პროექტია, რომელიც პირველ EP-ს „OK Kruta“ აქვეყნებს.

Deadsec - Doomed In Absentia

Deadsec - ქართული ალტერნატიული / Nu Metal ბენდი პირველ ალბომს აქვეყნებს, რომელზეც ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და Raven Studio-ში ჩაიწერა.

Komma – Rain

Komma ქართულ ენოვანი post punk/new wave ბენდია, რომელმაც სადებიუტო ალბომი, “Rain” Leno Records-ში ჩაწერა.

Bedford Falls - i d a h o

პოპულარული ქართული ბენდი, Bedford Falls, 2021 წლისთვის პირველ კომპოზიციას Idaho და მასზე გადაღებულ ვიდეო კლიპს ავრცელებს.

MURMAN TSULADZE - THEY CLOSED THE ROADS

ქართულ-ფრანგულმა პროექტმა, Murman Tsuladze-ის ახალი კომპოზიცია They Closed the Roads გაავრცელა, რომელიც კვლავ ელექტრონული მუსიკისა და აღმოსავლური ხმოვანი მოტივების შერწყმით  შეიქმნა.

Sukhishvili – Artifacts

სუხიშვილების ცნობილი პროექტი გასული წლებიდან, „არტეფაქტების“ უკვე აუდიო ვერსიაა ხელმისაწვდომი, რომელიც “Leno Records”-ზე გამოვიდა.

სტეფანე - რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს

სტეფანეს ახალი სიმღერა მარინა ლეკიშვილის მუსიკასა და ტექსტზე, რომელიც ცოცხალ ბენდთან ერთად Leno Records-ში ჩაიწერა.

Tamada – Devna

პროექტი Tamada, ახალი ინსტრუმენტული კომპოზიციით Devna ბრუნდება. აღნიშნული ტრეკი მის სადებიუტო ალბომში Dionysus VS Tamada შევა, რომელსაც აგვისტოში ლეიბლი Souq Records გამოსცემს.

Fish Can Sing - I could be there in Major (But you left me in Minor)

ახალბედა ქართული ალტერნატიული ბენდი Fish Can Sing ვიდეო კლიპს აქვეყნებს. ტექსტი ქართული და ინგლისურის ნაზავია და წარსულ სიყვარულს ეძღვნება. შეგახსნებთ რომ ბენდის სადებიუტო ლაივ გამოსვლის ნახვა წელს Oda Festival-ზე შეგიძლიათ

ავტორი: ჯაბა შავიშვილი